კანონი (ნორმატიული აქტი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''კანონი''' — სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული აქტი, რომელიც არეგულირებს უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს. კანონები ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომლის მეშვეობითაც უნდა დადგინდეს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმების უმეტესი რაოდენობა, რომლებიც მიიღება [[კონსტიტუცია|კონსტიტუციის]] დებულებებისა და პრინციპეპისპრინციპების საფუძველზე და მათ განსავითარებლად. კანონები, მათში არსებული ნორმების მნიშვნელობის მიხედვით, იყოფა კონსტიტუციურ, ორგანულ და ჩვეულებრივ კანონებად. ჩვეულებრივი კანონები, თავის მხრივ, იყოფა საკოდიფიკაციო და მიმდინარე კანონებად<ref>პ. ცნობილაძე, კონსტიტუციური სამართალი, ტომი პირველი, თბ., 2004, გვ. 39</ref>.
 
კონსტიტუციური კანონი არეგულირებს საზოგადოების ან სახელმწიფოებრივი ცხოვრების მხოლოდ ცალკეულ დარგებს, თუმცა თავისი იურიდიული ძალისა და მიღების წესით არაფრით არ განსხვავდება კონსტიტუციისგან. კონსტიტუციური კანონით მოქმედ კონსტიტუციის ტექსტში შედის ცვლილებები ან დამატებები, რის შემდეგ ის წყვეტს დამოუკიდებელი ნორმატიული აქტის სახით არსებობას<ref name="მეორმოცე">პ. ცნობილაძე, კონსტიტუციური სამართალი, ტომი პირველი, თბ., 2004, გვ. 40</ref>.
ანონიმური მომხმარებელი