კანონი (ნორმატიული აქტი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ეწერა: მომდონარე. შევცვალე: მიმდინარე.)
'''კანონი''' — სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული აქტი, რომელიც არეგულირებს უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს. კანონები ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომლის მეშვეობითაც უნდა დადგინდეს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმების უმეტესი რაოდენობა, რომლებიც მიიღება [[კონსტიტუცია|კონსტიტუციის]] დებულებებისა და პრინციპეპის საფუძველზე და მათ განსავითარებლად. კანონები, მათში არსებული ნორმების მნიშვნელობის მიხედვით, იყოფა კონსტიტუციურ, ორგანულ და ჩვეულებრივ კანონებად. ჩვეულებრივი კანონები, თავის მხრივ, იყოფა საკოდიფიკაციო და მიმდინარე კანონებად<ref>პ. ცნობილაძე, კონსტიტუციური სამართალი, ტომი პირველი, თბ., 2004, გვ. 39</ref>.
 
კონსტიტუციური კანონი არეგულირებს საზოგადოების ან სახელმწიფოებრივი ცხოვრების მხოლოდ ცალკეულ დარგებს, თუმცა თავისი იურიდიული ძალისა და მიღბისმიღების წესით არაფრით არ განსხვავდება კონსტიტუციისგან. კონსტიტუციური კანონით მოქმედი კონსტიტუციის ტექსტში შედის ცვლილებები ან დამატებები, რის შემდეგ ის წყვეტს დამოუკიდებელი ნორმატიული აქტის სახით არსებობას<ref name="მეორმოცე">პ. ცნობილაძე, კონსტიტუციური სამართალი, ტომი პირველი, თბ., 2004, გვ. 40</ref>.
 
ორგანული კანონი საქართველოს კონსტიტუციური სამართლის სპეციფიკური წყაროა. ორგანული კანონის მიღება პირდაპირ არის გათვალისწინებული კონსტიტუციაში. ორგანული კანონის არსი ისა არის, რომ იგი ისე ასე ავსებს კონსტიტუციას, არ ცვლის მის ძირითად პრინციპებს და არ ეხება მის სიღრმისეულ აზრს<ref name="მეორმოცე" />.
ანონიმური მომხმარებელი