დავით VIII: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(188.169.88.61-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა DavidTheBuilder-ის მიერ რედაქტირებული ვერ...)
 
|რელიგია = [[მართლმადიდებლობა]]
}}
 
'''დავით VIII''' (დ. დაახლოებით [[1273]]/[[1274]] — გ. [[1311]]) — საქართველოს მეფე [[1293]]-[[1311]] წლებში, [[დემეტრე II, თავდადებული|დემეტრე II თავდადებულის ძე]]. 1284 წლიდან იზრდებოდა [[ტარსაიჭ ორბელი]]ს სახლში. [[1289]] წელს დემეტრე II-მ ილხანთა [[ურდო|ურდოში]] წაიყვანა. [[1291]] წელს ათაბაგი [[ხუტლუბუღა]] შეეცადა [[ვახტანგ II|ვახტანგ II-ის]] ([[დავით VI|დავით ნარინის ძე]]) მაგიერ დავით უფლისწული გაემეფებინა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 1291 ([[1292]]) მონაწილეობდა ქეღათუ-ყაენის მიერ რუმის (მცირე აზია) აჯანყების ჩასაქრობად მოწყობილ ლაშქრობაში. ამის შემდეგ ყაენმა დავით VIII მეფედ დაამტკიცა. დავით VIII ფაქტობრივად აღმოსავლეთ საქართველოს მეფე იყო, დასავლეთ საქართველოსი კი [[კონსტანტინე I (იმერეთის მეფე)|კონსტანტინე I]], დავით VI ნარინის ძე განაგებდა. დავით VIII ცდილობდა ილხანსა და ნოინებს შორის ბრძოლა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. [[1295]] წელს მან კავშირი შეკრა ქეღათუ-ყაენის მოწინააღმდეგე თუქალ-ნოინთან. იმავე წელს ბაიდუსა (ილხანი 1295) და ყაზანს (ილხანი [[1295]]-[[1304]]) შორის ბრძოლაში თუქალი ბაიდუს მხარეზე იბრძოდა. [[1297]] წელს დავით VIII ყაზან-ყაენმა ურდოში იხმო. ვაზირთა რჩევის მიუხედავად, მეფე არ ეახლა მას, აჯანყდა და მომხრე ფეოდალებთან ერთად მთიულეთში გამაგრდა. დავით VIII-მ ყაზანის წინააღმდეგ პოლიტიკური კავშირი შესთავაზა ორქოს ურდოს ყაენს - მას თავისი უმცროსი ძმა ვახტანგი გაუგზავნა ელჩად და ირანში შესასევად უმოკლესი, დარიალის გზის მიცემას დაჰპირდა. ამ კავშირის ჩაშლის მიზნით ყაზან-ყაენი შეეცადა დაზავებოდა დავით VIII-ს, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ ყაზანმა ჯარები გამოგზავნა ურჩი ვასალის დასამორჩილებლად. როდესაც ამ გზითაც ვერაფერს გახდა, [[1299]] წელს მეფედ დაამტკიცა დავით VIII-ის უმცროსი ძმა (შემდეგში [[გიორგი V ბრწყინვალე]]).