დავით VIII: განსხვავება გადახედვებს შორის

188.169.88.61-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა DavidTheBuilder-ის მიერ რედაქტირებული ვერ...
(188.169.88.61-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა DavidTheBuilder-ის მიერ რედაქტირებული ვერ...)
'''დავით VIII''' (დ. დაახლოებით [[1273]]/[[1274]] — გ. [[1311]]) — საქართველოს მეფე [[1293]]-[[1311]] წლებში, [[დემეტრე II, თავდადებული|დემეტრე II თავდადებულის ძე]]. 1284 წლიდან იზრდებოდა [[ტარსაიჭ ორბელი]]ს სახლში. [[1289]] წელს დემეტრე II-მ ილხანთა [[ურდო|ურდოში]] წაიყვანა. [[1291]] წელს ათაბაგი [[ხუტლუბუღა]] შეეცადა [[ვახტანგ II|ვახტანგ II-ის]] ([[დავით VI|დავით ნარინის ძე]]) მაგიერ დავით უფლისწული გაემეფებინა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 1291 ([[1292]]) მონაწილეობდა ქეღათუ-ყაენის მიერ რუმის (მცირე აზია) აჯანყების ჩასაქრობად მოწყობილ ლაშქრობაში. ამის შემდეგ ყაენმა დავით VIII მეფედ დაამტკიცა. დავით VIII ფაქტობრივად აღმოსავლეთ საქართველოს მეფე იყო, დასავლეთ საქართველოსი კი [[კონსტანტინე I (იმერეთის მეფე)|კონსტანტინე I]], დავით VI ნარინის ძე განაგებდა. დავით VIII ცდილობდა ილხანსა და ნოინებს შორის ბრძოლა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. [[1295]] წელს მან კავშირი შეკრა ქეღათუ-ყაენის მოწინააღმდეგე თუქალ-ნოინთან. იმავე წელს ბაიდუსა (ილხანი 1295) და ყაზანს (ილხანი [[1295]]-[[1304]]) შორის ბრძოლაში თუქალი ბაიდუს მხარეზე იბრძოდა. [[1297]] წელს დავით VIII ყაზან-ყაენმა ურდოში იხმო. ვაზირთა რჩევის მიუხედავად, მეფე არ ეახლა მას, აჯანყდა და მომხრე ფეოდალებთან ერთად მთიულეთში გამაგრდა. დავით VIII-მ ყაზანის წინააღმდეგ პოლიტიკური კავშირი შესთავაზა ორქოს ურდოს ყაენს - მას თავისი უმცროსი ძმა ვახტანგი გაუგზავნა ელჩად და ირანში შესასევად უმოკლესი, დარიალის გზის მიცემას დაჰპირდა. ამ კავშირის ჩაშლის მიზნით ყაზან-ყაენი შეეცადა დაზავებოდა დავით VIII-ს, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ ყაზანმა ჯარები გამოგზავნა ურჩი ვასალის დასამორჩილებლად. როდესაც ამ გზითაც ვერაფერს გახდა, [[1299]] წელს მეფედ დაამტკიცა დავით VIII-ის უმცროსი ძმა (შემდეგში [[გიორგი V ბრწყინვალე]]).
 
მონღოლთა განუწყვეტელი შემოსევები ქვეყანას ანადგურებდა. დავით VIII-ის მომხრე მსხვილ ფეოდალთა უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ბრძოლის გაგრძელება უაზრო იყო და ყაენს დამორჩილდა. დავით VIII კვლავ მთიულეთში გამაგრდა და საქართველოს იმ მხარეებს არბევდა, რომლებიც ყაენის ხელისუფლებასემორჩილებოდნენხელისუფლებას ემორჩილებოდნენ. მალე დავით VIII თავის ძმას ვახტანგსაც გადაემტერა, ვახტანგი იძულებული გახდა ყაენს ხლებოდა. [[1302]] წელს ყაენმა [[ვახტანგ III|ვახტანგი]] საქართველოს მეფედ დაამტკიცა. დიდი სამხედრო ძალის მიუხედავად მონღოლებმა ვერ შეძლეს მთიულეთში შესვლა, რამაც მათ ძლევამოსილებას სახელი გაუტეხა. მაგრამ მონღოლთა ლაშქრის ყოველწლიურმა თარეშმა აღმოსავლეთ საქართველო ააოხრა. ბრძოლებს თან შიმშილი მოჰყვა, ქართლის მოსახლეობა სამცხეში გარბოდა.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|3|336|გუჩუა ვ}}
 
{{დაიწყე ყუთი}}
{{მემკვიდრეობის ყუთი| წინამორბედი= [[ვახტანგ II]] | ტიტული=[[საქართველოს მეფე]] | წლები=[[1293]] - [[1311]]| შემდეგი = [[ვახტანგ III]]}}