ვაშლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 2 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q104819
No edit summary
ხაზი 29:
ვაშლი ერთ-ერთი უძველესი ხეხილოვანი მცენარეა, კულტივირებულია დაახლოებით 4 ათასი წლის წინათ. ხეხილის ნარგაობათა შორის, ფართობისა და პროდუქციის მხრივ, ვაშლს პირველი ადგილი უჭირავს დედამიწის ზომიერი სარტყლის ფარგლებში. ცნობილია 10 ათასზე მეტი ჯიში, მათგან საქართველოშია 200. განსაკუთრებით დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს ვაშლის იმ ჯიშებს, რომლებიც ადრე მსხმოიარეა, იძლევა უხვ მოსავალს, კლიმატური პირობების, დაავადებისა და მავნებლებისადმი გამძლეა, ხოლო ნაყოფი გამოირჩევა მაღალი საგემოვნო თვისებებით, ტრანსპორტაბელობით, შენახვის კარგი უნარით და სხვა. საქართველოში ვაშლის ყველაზე უფრო გავრცელებული ჯიშები წარმოშობილია მაჟალოს უშუალო მონაწილეობით. ხალხური სელექციით მისგან მიღებულია ცნობილი ჯიშები — [[თურაშაული]], [[კეხურა]], [[ძუძუვაშლა]] და სხვა. [[საქართველო]]ში ვაშლი ფართოდაა გავრცელებული მეხილეობის ყველა ზონაში, კერძოდ, [[კახეთი|კახეთში]], [[ქართლი|ქართლში]], [[მესხეთი|მესხეთში]], [[აღმოსავლეთი კავკასიონი|აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთში]], [[იმერეთი|იმერეთში]], [[რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე|რაჭა-ლეჩხუმში]], [[სვანეთი|სვანეთში]], [[გურია]]ში, [[აჭარა]]ში, [[სამეგრელო]]ში, [[აფხაზეთი|აფხაზეთში]] და სხვაგან.
 
ვაშლის კულტურული ჯიშების ნაყოფი შეიცავს [[შაქარი|შაქარს]] ([[ფრუქტოზა]], [[გლუკოზა]], [[საქაროზა]]), მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), პექტინს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, ვიტამინებს (A, B, C), წყალს (83-90%) დავიტამინებსდა სხვა. კულტურული და ველური ვაშლის ნაყოფს იყენებენ ნედლად, ჩირისა და კონსერვის სახით, მისგან ამზადებენ აგრეთვე ჯემს, პასტილას, მარმელადს, [[მურაბა]]ს, კომპოტს და სხვადასხვა სასმელს (წვენები, ხილის ღვინოები და სხვა). ვაშლის კულტურულ ჯიშებს საძირეზე მყნობით ამრავლებენ, ამისათვის იყენებენ როგორც ველურ ფორმებს, ისე კულტურული ჯიშების თესლებიდან მიღებულ საძირეებს. ძლიერ საძირეზე დამყნობით დიდი ხე იზრდება, დუსენზე დამყნობით — საშუალო ხე.
 
საქართველოში გავრცელებული ვაშლის ადგილობრივი ჯიშებიდან ცნობილია [[აბილაური]], ქართული დანა ვაშლი, მამულო, მახარა, კეხურა, თურაშაული, [[ყინულა]], [[ნისკარტა]] და სხვა. შემოტანილი ჯიშებიდან დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს ზამთრის ბანანს, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ჯიშია და საქართველოში შემოიტანეს XX საუკუნის დასაწყისში. იძლევა საუკეთესო პროდუქციას; ასევე კანადურ რენეტს, შამპანურ რენეტს, აპორტს, როზმარინ თეთრს, ბელფლორ ყვითელს, შაფრანს, ზამთრის პარმენს და სხვა. ქართველმა სელექციონერმა თ. ცერცვაძემ გამოიყვანა ვაშლის ახალი ჯიშები: „[[საგამოფენო]]“, „გორული სინაპი“, „[[ივერია (ვაშლი) | ივერია]]“, „[[საქართველოს პიონერი]]“. ვაშლს საგრძნობ ზიანს აყენებს [[ვაშლის ჩრჩილი]], [[ვაშლის ნაყოფჭამია]], ფოთლის რინქიტი და სხვა. დაავადებათაგან ვაშლისთვის საშიშია [[ვაშლის ქეცი]] და ნაყოფის სიდამპლე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვაშლი“-დან