ოსმალობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
 
== „ოსმალობა“ ქართლში 1723-1735 წლებში ==
ოსმალეთის ლაშქარმა 1723 წელს თბილისი და ქართლის ციხე-ქალაქები დაიპყრო. ამჯერად სამეფო ხელისუფლება ვერ გააუქმეს, მაგრამ, ფაქტობრივად, მთელი ძალაუფლება ოსმალთა ხელში გადავიდა. ქართველ ფეოდალებს, რომლებიც ოსმალეთის სამსახურში ჩადგნენ, მამული ოსმალური წესით დაუმტკიცეს ხასეებად (იურთლუქები და ოჯაქლიქები), ზეამეთებად, თიმარებად. 1724 წელს ოსმალეთის წინააღმდეგ მოწყობილ დიდ აჯანყებაში ქართველები დამარცხდნენ. ოსმალები სასტიკად გაუსწორდნენ მათ. 1727 წელს, ქართლის მეფე [[იესე (ალიყული-ხანი)|იესეს]] გარდაცვალების შემდეგ, მას მემკვიდრე არ დაუნიშნეს და ამით ქართლში მეფობა გააუქმეს. ქართლის გამგებლად (ვალი) [[ისჰაკ-ფაშა]] დანიშნეს. 1727 წელს შეადგინეს „თბილისის„[[თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი“დავთარი]]“, რომელიც ოსმალების გაძლიერების დამადასტურებელი იყო. ამას ქართველმა ხალხმა ბრძოლით უპასუხა. 1735 წელს ქართლში დიდი აჯანყება დაიწყო. ირანელთა დახმარებით ოსმალები ქართლიდან განდევნეს.
 
==ლიტერატურა==