ებრაელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
Gb
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 10:
== ძველ დროში ==
აბრაამის შვილიშვილ იაკობს (იგივე ისრაელი) 12 შვილი ჰყავდა. გადმოცემით, მათგან წარმოიშვა 12 ტომი, რომელთაც მათი სახელები ეწოდა. აბრაამის სიკვდილის შემდეგ ქანაანში შიმშლობა დაიწყო. იაკობმა ებრაელები ეგვიპტეში გაიყვანა. მოგვიანებით ისინი ეგვიპტელების მონებად იქცნენ, რასაც მხოლოდ მას შემდეგ დააღწიეს თავი, როდესაც მოსემ ისინი ეგვიპტიდან გამოიყვანა და ძვ.წ. დაახლ. 1200 წელს, უკან, ქანაანში დააბრუნა. აქ დასამკვიდრებლად და ისრაელის ქვეყნის დასაარსებლად ისინი იესო ნაველის წინამძღოლობით შეებრძოლნენ ფილისტიმელებს (პალესტინელებს). ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ქალაქ [[იერიქონი]]ს კედლები მათი საყვირის ხმამ დაანგრია.
 
== ისრაელის პირველი სახელმწიფო ==
ქრისტეშობამდე 120 წლიდან, ერთმანეთის თანმიმდევრულად მონაცვლე მეფეების — [[საული]]ს, [[დავითი]]ს და [[სოლომონი]]ს მმართველობის ხანაში ისრაელმა აყვავება დაიწყო. ებრაელების პირველი მეფე იყო საული, რომელმაც ისინი ერთ ერად აქცია. მეფე დავითმა გააერთიანა ისრაელის ყველა ტომი ერთიან dedis tvna
ი, გააფართოვა მისი ტერიტორია და რომელიმე ტომისათვის პოლიტიკური პრიორიტეტის მინიჭებაში რომ არ დაედანაშაულებინათ, სატახტო ქალაქად აირჩია იერუსალიმი, რომელიც ერთ-ერთ ქანაანურ ტომს — იებუსეველებს-ეკუთვნოდა, სახელად იებუსი ეწოდებოდა და ებრაელთა ხელში მძიმე ომის შედეგად გადავიდა. 1998 წელს, კედრონის ხეობაში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა კარგად გამაგრებული თავდაცვითი ნაგებობები და წყლით მომარაგების საიდუმლო სისტემა, რომლებიც ქანაანელებმა დავითამდე 800 წლით ადრე განავითარეს და რომელსაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბადალი არა აქვს, სხვა მხრივ, ქანაანელთა ისტორია, წერილობითი და მატერიალური ძეგლების სიმწირის გამო, ძალზე ცუდადაა შესწავლილი და ამ საკითხის ირგვლივ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება მხოლოდ ბიბლიური წყაროებიდანაა შესაძლებელი). მეფე სოლომონმა გრადნიოზული მშენებლობები წამოიწყო, ააშენა რამდენიმე ქალაქი და იერუსალიმის განთქმული ტაძარი. იგი მშვიდობისმოყვარე და ბრძენი იყო.
 
== ისრაელის თანამედროვე სახელმწიფო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ებრაელები“-დან