საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა შეცდომები.
ხაზი 120:
კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ლოცვა-კურთხევით 1925 წლიდან თანამოსაყდრედ დანიშნული იყო ნინოწმინდელი მიტროპოლიტი კალისტრატე ცინცაძე, მაგრამ გარკვეული ძალების ზეწოლის გამო იგი იძულებული გახდა ოფიციალური განცხადებით უარი ეთქვა კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე-ობაზე.
 
'''[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეოთხე ადგილობრივი კრება|მეოთხე საეკლესიო კრება]]''' შედგა თბილიშითბილისში, 1927 წელს 21-27 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს [[ცხუმ–აფხაზეთის ეპარქია|ცხუმ–აფხაზეთის]] მიტროპოლიტი [[ქრისტეფორე III (კათოლიკოს-პატრიარქი)|ქრისტეფორე III (ციცქიშვილი)]].
 
საბჭოთა ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბრძოლა ქრისტიანული სარწმუნოების წინააღმდეგ. ამის დასტური იყო ისიც, რომ 1929 წელს შეიქმნა „[[მებრძოლ უღმერთოთა კავშირი|მებრძოლ უღმერთოთა კავშირის სრულიად საქართველოს ცენტრალური საბჭო]]”. მანამდე კი საქართველოს ყველა მაზრაში შეიქმნა „უღმერთოთა უჯრედები”. უღმერთოთა კავშირი სამაზრო უჯრედებს სთხოვდა ყოველთვიურად წარმოედგინათ ინფორმაცია, თუ რამდენი ეკლესია დახურეს თავიანთ მაზრებში.
ხაზი 136:
'''[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეშვიდე ადგილობრივი კრება|მეშვიდე საეკლესიო კრება]]''' შედგა თბილისში, 1934 წელს 31 მაისს. საკათალიკოსო საბჭოს ნაცვლად შეიქმნა [[საქართველოს წმინდა სინოდი]], რომლის წევრები მხოლოდ სასულიერო პირები უნდა ყოფილიყვნენ.
 
'''[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მერვე ადგილობრივი კრება|მერვე საეკლესიო კრება]]''' შედგა თბილიშითბილისში, 1937 წელს. მოახდინეს სინოდის რეორგანიზაცია; შემოღებულ იქმნა კათალიკოს-პატრიარქის სახით ერთპიროვნული მართვა-გამგეობა. სინოდს ეწოდა კათალიკოსის თანასინოდი. უწმინდესისა და უნეტარესის ასეთი გადაწყვეტილებები გამოწვეული იყო საქართველოს ეკლესიაში შექმნილი რთული ვითარებითა და იმ უთანხმოებებით, რომლებიც არსებობდა ზოგიერთ მღვდელმთავარსა და კათოლიკოსს შორის.
 
კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ თავისი უდიდესი ავტორიტეტის წყალობით შეინარჩუნა საქართველოს ეკლესია. ხელისუფლება ხელს უშლიდა პატრიარქის მრავალი ჩანაფიქრის განხორციელებას. ვერ მოხერხდა ალავერდის, ბათუმ-შემოქმედის, ბოდბისა და ჭყონდიდის ეპარქიებში მღვდელმთავრების შეკრება, რაც მეტად დამაფიქრებელი ფაქტი იყო. სამაგიეროდ პატრიარქ კალისტრატეს დიდი მცდელობის შედეგად, მოწამეთას ეკლესიიდან გადასვენებული [[დავით და კონსტანტინე|წმინდა დავითისა და კონსტანტინეს]] ნეშტები ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან კვლავ მოწამეთაში დააბრუნეს. კათოლიკოსმა გელათის მონასტრის ამოქმედებაც სცადა თუმცა უშედეგოდ. ამ პერიოდში ხელისუფლებამ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით შექმნა სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიების საქმეთა კომიტეტი, რომელსაც თავისი რწმუნებულები ჰყავდა საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში. რწმუნებულის აპარატი იქცა საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ მეთვალყურედ. მისი ნებართვის გარეშე საქართველოს ვერცერთ ეპარქიაში მღვდელმთავარი ვერ დაინიშნებოდა.
ხაზი 148:
1952 წელს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე გარდაიცვალა. კოკისპირული წვიმის მიუხედავად პატრიარქის დაკრძალვას უამრავი ხალხი დაესწრო.
[[ფაილი:Melkhisedek III.JPG|მინიატიურა|მარცხნივ|სრულიად საქართველოს კათოლი-კოს-პატრიარქი მელქისედეკ III (ფხალაძე)]]
'''[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეცხრე ადგილობრივი კრება|მეცხრე საეკლესიო კრება]]''' შედგა თბილიშითბილისში, 1952 წელს, 5 აპრილს. აირჩიეს კათალიკოს-პატრიარქად ურბნელი მიტროპოოლიტი [[მელქისედეკ III (კათოლიკოს-პატრიარქი)|მელქისედეკ III (ფხალაძე)]]. კათოლიკოს მელქისედეკის დროს, განსაკუთრებით [[იოსებ სტალინი|სტალინის]] გარდაცვალების შემდეგ, როცა პოლიტიკური ცხოვრების ერთგვარი ლიბერალიზაცია დაიწყო, შესაძლებელი გახდა ზოგიერთი გაუქმებული ეკლესიის აღდგენა. მოქმედი გახდა [[მოწამეთა]], [[ბოდბის მონასტერი|ბოდბე]], ფოთის ეკლესია. ახალი ეკლესია აიგო [[ხაშური|ხაშურში]]. მელქისედეკ III ზრუნავდა ქართული საეკლესიო გალობის აღორძინებაზე. კათოლიკოს მელქისედეკის დროს საქართველოს ეკლესიის [[სინოდი|სინოდში]] ხუთი მღვდელმთავარი იყო. ღვთისმსახურთა ასაკობრივი მაჩვენებელი ეკლესიისათვის საგანგაშო იყო - მღვდელმთავართა და მღვდლების უმეტესობის ასაკი 60 წელს აღემატებოდა. ეკლესიებში თითქმის აღარ იყო მრევლი. დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ეკლესიებში ძირითადად ხანდაზმულები მიდიოდნენ. 1962 წლისათვის საქართველოში მოქმედი იყო მხოლოდ 45 ეკლესია, რომელსაც 100-მდე ღვთისმსახური ჰყავდა (1917 წელთან შედარებით დაახ. 25-ჯერ ნაკლები).
 
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კრიზისის ფონზე საქართველოში გააქტიურდნენ სხვადასხვა სექტები (მაგ. [[იეღოვას მოწმეები]]) და სხვა რელიგიური ჯგუფები, მათ შორის [[სომხური სამოციქულო ეკლესია|სომხურ-მონოფიზიტური ეკლესია]].