კამბოჯის სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: ტავს → თავს using AWB
No edit summary
(clean up, replaced: ტავს → თავს using AWB)
 
 
== ომის დასაწყისი ==
[[1953]] წელს [[კამბოჯა]]მ [[საფრანგეთი]]საგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. [[1954]] წლის [[ჟენევის კონფერენცია (1954)|ჟენევის შეთანხმების]] შედეგად დასრულდა [[ინდოჩინეთის პირველი ომი]] და კამბოჯა გამოაცხადეს ნეიტრალურ სახელმწიფოდ. სამეფოს მმართველი გახდა პრინცი [[ნოროდომ სიანუკი]], რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა მოსახლეობას შორის. იგი ტავსთავს თვლიდა მემარცხენე პოლიტიკოსად. იგი დარწმუნებული იყო, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პოლიტიკური დომინანტი იქნებოდა [[ჩინეთი]]. [[1965]] წელს, რამდენიმე სასაზღვრო ინციდენტის შემდეგ, რომელშიც მის წინააღმდეგ მონაწილეობდა [[აშშ]]-ისა და [[სამხრეთი ვიეტნამი]]ს ძალები, დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა [[აშშ]]-სთან.
 
სამხრეთ ვიეტნამში მიმდინარე [[ინდოჩინეთის მეორე ომი|სამოქალაქო ომის]] დროს კამბოჯის ტერიტორიას აქტიურად იყენებდა [[ვიეტ-კონგი]] და ჩრდილოეთ ვიეტნამის დანაყოფები. ამერიკის პრეზიდენტმა [[ლინდონ ჯონსონი|ლინდონ ჯონსონმა]] ამერიკულ დანაყოფებს აუკრძალა კამბოჯის ტერიტორიაზე მოქმედება, რადგან ეს არღვევდა ფორმალურ ნეიტრალიტეტს. [[1966]] წელს კამბოჯამ ჩინეთთან დადო ხელშეკრულება ჩრდილოეთ ვიეტნამის ძალების კამბოჯის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ, რითაც დაარღვია ნეიტრალიტეტის პრინციპები.
 
ამ პერიოდში, [[1967]] წელს პროვინცია ბატამბანგში, რომელიც მთავრობის მოწინააღმდეგეთა დასაყრდენი იყო, ჩაახშეს გლეხთა აჯანყება. აჯანყებაში მონაწილეობდნენ კამბოჯის კომუნისტური პარტიის წევრები, ე. წ. „წითელი ქმერები“. [[1968]] წლის იანვარში კამბოჯაში კომუნისტებმა გამართეს პირველი საომარი გამოსვლები, ხოლო ამავე წლის ბოლოს ქვეყანაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა სრული სვლით. [[1969]] წელს კამბოჯამ აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობები [[აშშ]]-სთან. ამავე წლის ამრტიდან [[აშშ]]-ის საჰაერო ძალებმა საიდუმლოდ დაბომბეს [[ვიეტ-კონგი]]ს ბაზები და ჩრდილოეთ ვიეტნამის არმია კამბოჯის აღმოსავლეთით.
 
== ომის ესკალაცია ==
[[1970]] წლის მარტში კამბოჯაში მოხდა უსისხლო გადატრიალება, რომლის შედეგადაც პრინცი [[ნოროდომ სიანუკი]] დაამხეს, ხოლო ხელისუფლებაში მოვიდა მისი პრემიერ-მინისტრი [[ლონ ნოლი]]. მან სასწრაფოდ ცაკეტა სიანუკვილის პორტი, რომელიც კომუნისტებს აწვდიდა სამხედრო მასალებს და ჩრდილო ვიეტნამელ კომუნისტებს მოუწოდა 72 საათში დაეტოვებინათ კამბოჯის ტერიტორია. [[1970]] წლის აპრილის ბოლოს ამერიკის პრეზიდენტმა [[რიჩარდ ნიქსონი|რიჩარდ ნიქსონმა]] ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მიიღი გადაწყვეტილება კამბოჯის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ, რომლის მიზანიც იყო კამბოჯის სამთავრობო ძალებზე ზეწოლის შემცირება და ქვეყნის აღმოსავლეთით ბაზების განადგურება.
 
[[1970]] წლის 30 აპრილსა და 1 მაისს ამერიკისა დ სამხრეთ ვიეტნამის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ კამბოჯაში. საომარი მოქმედებები გაგღძელდა [[1973]] წლამდე. [[1973 წელს დაიდო [[პარიზის ხელშეკრულება (1973)|პარიზის ხელშეკრულება]], რომელსაც უნდა დაესრულებინა ომი ვიეტნამში. თებერვალში დაიდო ზავი მეომარ მხარეებს შორის. ლონ ნოლმა ზავი გამოაცხადა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, თუმცა წითელი ქმერები მაინც განაგრძობდნენ ბრძოლას.
 
== პნომპენის დაცემა ==
[[1975]] წლის 1 იანვარს წითელმა ქმერებმა დაიწყეს ფინალური თავდასხმები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ [[პნომპენი]]ს ხელში ჩაგდებას. 1 აპრილს ლონ ნოლი გადადგა. 12 აპრილს აშშ-ის სალეჩოს თანამშროლების ევაკუაცია განხორციელდა. [[1975]] წლის 17 აპრილს, დილით, [[პნომპენი]] გადავიდა წითელი ქმერების კონტროლის ქვეშ. სამოქალაქო ომი დასრულდა. ქვეყანა თავის უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მოვლენების ზღვარზე იდგა.
 
==ლიტერატურა==