ყაზახები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ქორწინება: clean up, replaced: ყავდა → ჰყავდა using AWB
→‎ისტორია: clean up, replaced: დაარსეს → დააარსეს using AWB
ხაზი 39:
[[რუსეთი|რუსეთისგან]] პროტექციონიზმის მიღებას დასთანხმდა საშუალო ურდო, რომელიც 1798 წელს შეიერთა. გაცილებით დიდხანს გასტანა დიდმა ურდომ. მხოლოდ 1820იან წლებში სამხრეთით ქუგენის ხაკანათის გაფართოებამ აიძულა იგი რუსეთთან ხელშეკრულება დაედო. ამ წლებში რუსეთის მეფე ა<nowiki/>[[ალექსანდრე I|ლექსანდრე პირველმა]] ახალი ადმინისტრაციული სისტემა გააცნო ყაზახებს. ტერიტორია დაიყო ადმინისტრაციულ ერთეულებად, რომელიც ცარისტებს გადასახადების ეფექტურად აკრეფის საშუალებას აძლევდა. ამოიძირკვა სამივე ხაკანათი: საშუალო-1822; მცირე - 1824; დიდი - 1848. ყაზახები ანექსორებს წინააღმდეგობას უწევდნენ. აჯანყებულთა სათავეში საშუალო ურდოს ხანი კენენი იდგა, რომელიც თავის მიმდევრებთან ერთად 1836-47 წლებში უპირისპირდებოდა რუსეთს. რუსებმა წინააღმდეგობის ჩახშობა მოახერხეს და 1847 წელს მოკლეს კენენ ხანი. იგი ყაზახეთის პირველ ნაციონალურ გმირად შეირაცხა.<ref name=":16" /><ref name=":14" /><ref name=":1" />
[[ფაილი:Kazakh central asian horseman.jpg|მინი|335x335პქ|ყაზახი ცენტრალურ აზიელი მხედარი, რუსეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი]]
რუსეთის ხელისუფლებამ შეწყვიტა მომთაბარე ცხოვრების წახალისება. ფორტების მომრავლებამ შეამცირა საქონლის საძოვრად გამოსაყენებელი მიწები. 1870იანებისთვის ანექსია დასრულებული იყო. ცოტა ხანში, 1890-იან წლებში, იმპერიამ გასცა ბრძანება უკრაინელი და რუსი გლეხები დაესახლებინათ ნაყოფიერ მიწებზე. 1906-12 წლებში რუსებმა ნახევარ მილიონზე მეტი ფერმა დაარსესდააარსეს. ამას მოჰყვა ადგილობრივი მომთაბარე მოსახლეობის გადასახლება [[ჩინეთი|ჩინეთსა]] და [[მონღოლეთი|მონღოლეთში]], შიმშილი და სიღარიბე.<ref name=":1" />
 
1916 წელს ყაზახები [[გერმანელები|გერმანელების]] წინააღმდეგ გაიწვია რუსეთმა, მაგრამ წინააღმდეგობას შეხვდა. ცარისტულმა მთავრობამ გადაწყვიტა სამხედრო საქმეს ჩამოშორებული ყაზახები სამუშაო ერთეულებად დაეყო. სტეპებში აჯანყება დაიწყო, რაც ჩახშობით დასრულდა. 50,000 აჯანყებული დასაჯეს. მათ ჩამოერთვათ მიწები და ამ მიწებზე რუსები დაასახლეს. 1917 წელს რუსეთი შიდაარეულობამ დაასუსტა. რუსეთის რევოლუციას მოჰყვა იმპერიის დაცემა და სამოქალაქო ომი, რითაც ისარგებლეს ყაზახებმა. შეიქმნა პოლიტიკური პარტია "ალაშ-ორდა" (ალაშის ურდო) და ასევე ამავე სახლეწოდების სახელმწიფო, რომელმაც მხოლოდ 1918-20 წლებში იარსება. საბოლოოდ, [[სსრკ|სსრკ-მ]] ყაზახეთი ისევ თავის გავლენას დაუქვემდებარა და [[კომუნიზმი]] დაამყარა. მატერიალური და ადამიანური დანაკარგი დიდი იყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყაზახები“-დან