მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

(ბოტი: Mussd.jpg შეიცვალა March_on_Rome_1922_-_Mussolini.jpg-ით)
[[1920]] წელს მუსოლინიმ მოახერხა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენება და პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოსვლა. ამ დროისთვის ჯარის მასობრივი დემობილიზაციის შედეგად ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა უმუშევრობა და დანაშაულის დონემაც იმატა, ისევე როგორც ინფლაციამ და ასეთ პირობებში ბოლშევიკური მიმართულების სოციალისტებს შეექმნათ ნოყიერი ნიადაგი მოქმებებისთვის: მთელი იტალია მოიცვა მძლავრმა გაფიცვებმა და საწარმოებში თვითმართველობის დამყარებამ, მთელი რეგიონები გადადიოდა კომუნისტების ხელში, მთავრობა კი ვერ აკონტროლებდა მდგომარეობას ქვეყანაში და თითქმის ყოველ თვე იცვლებოდა. ქვეყანა კომუნისტური გადატრიალების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
 
[[ფაილი:MussdMarch on Rome 1922 - Mussolini.jpg|მინი|[[მარში რომზე]], 1922]]
შეაფასა რა შექმნილი მდგომარეობა, მუსოლინიმ სასწრაფოდ დაივიწყა თავისი სოციალისტური ლოზუნგები, გაამძაფრა ნაციონალისტური მოწოდებები და გამოაცხადა, რომ [[ფაშიზმი]] არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს და დაამარცხოს ბოლშევიზმი. ამისთვის მათ კომუნისტების ძალადობას უფრო მეტი ძალადობა უნდა დაუპირისპირონ. ფაშისტური "სკვადრები" (რაზმები), შეიარაღებული დანებით, ჯოხებით, დამბაჩებით და თოფებით თავს ესხმოდნენ კომუნისტებს და სოციალისტებს და მათ ორგანიზაციებს, არბევდნენ, ატერორებდნენ, სცემდნენ მათ, აიძულებდნენ ფაშისტური ალამისთვის თაყვანი ეცად. უფრო მეტად დასამცირებლად პირში ძალით ასხამდნენ საფაღარათო ზეთს. ეს თავდასხმები ისეთი სიხშირითა და სისასტიკით ხდებოდა, რაც ხშირად ურთიერთხოცვითაც მთავრდებიდა, რომ მალე შეიქმნა სამოქალაქო ომის სიტუაცია. [[1920]] -[[1922]] წლებში ორივე მხრიდან დაიღუპა რამდენიმე ათასი ადამიანი.