ბალიშა ლავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(ბოტი: Nur05018.jpg შეიცვალა Nur05018-Pillow_lavas_off_Hawaii.jpg-ით)
 
ხაზი 1:
[[ფაილი:Nur05018-Pillow lavas off Hawaii.jpg|მინი|ახლახან წარმოშობილი ბალიშა ლავა. ჰავაი]]
[[ფაილი:Pillow lava at Oamaru.jpg|მინი|ბალიშა ლავის განივი კვეთი. ახალი ზელანდია.]]
'''ბალიშა ლავა''', '''სფერული ლავა''' ({{lang-en|Pillow lava}}) — ერთანეთზე მორგებული ბალიშისებრი, სფერული, ელიფსოიდური და სხვა მსგავსი ფორმის [[მაგმა|მაგმური]] სხეულების დაზვავების შედეგად წარმოშობილი [[მაგმური ქანი]]. სხეულები შეკავშირებულია მეორეული პროდუქტებით ან დანალექი მასალით. ბალიშა სხეულებს გარდიგარდმო კვეთში კონცენტრული აღნაგობა აქვს, დამახასიათებელია წრთობის მინისებრი ქერქი. ბალიშა ლავა წარმოიშობა ვულკანის წყალქვეშა ამონთხევის ან წყალში ხმელეთიდან [[ლავა|ლავის]] ჩადინების დროს. წყალში მოქცეული ლავის ნაკადი გამყარებამდე ნაწევრდება ცალკეულ გიგანტურ წვეთებად (რამდენიმე სანტიმეტრიდან 2 მეტრამდე და ზოგჯერ მეტიც), რომლებსაც გარს აკრავს ორთქლის პერანგი. ამ სახით აწონად მდგომარეობაში გადაადგლდება აუზის ფსკერზე და წარმოშობს ბალიშა ლავის დაზვავებას. როგორც წესი [[ბაზალტი|ბაზალტური]] ან [[ანდეზიტი|ანდეზიტურია]]. გარდა ამისა, ცნობილია კომატიტური, პიკრიტული, ბონინიტური, ბაზალტურ-ანდეზიტური, ან დაციტური ბალიშა ლავა. გვხვდება სხვადასხვა ასაკის ფორმაციებში. ბალიშა ლავის ნაკადები წარმოიქმნება წყალქვეშა ვულკანების კალთებზე, განსაკუთრებით რიფტულ ზონებში. ფორები და მცირე სივრცეები ამოვსებულია [[კალციტი]]თ, [[არაგონიტი]]თ, [[ქალცედონი]]თა და სხვა. თანამედროვე ბალიშა ლავის წარმოქმნა შეიმჩნეოდა ვულკან [[კილაუეა]]ს ამოფრქვევის დროს ზღვაში წამოსული [[ლავური ნაკადი]]ს ამონთხევისას [[1971|1971 წელს]] და მიწისზედა პირობებში ვულკან [[კარიმსკაია-სოპკა]]ს სიახლოვეს [[1963|1963 წელს]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბალიშა_ლავა“-დან