მუშქები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 2:
'''მუშქები''' — [[ძვ. წ. XII საუკუნე|ძვ. წ. XII]]-[[ძვ. წ. VII საუკუნე|VII საუკუნეებში]] [[ასურული ენა|ასურულ]], [[ხეთური ენა|ხეთურ-იეროგლიფურ]] და [[ურარტული ენა|ურარტულ]] წყაროებში მოხსენიებული „მუშქების ქვეყნის“ (Muškaia, Mušku, Mus(a)kai, Muški) მკვიდრნი. ამავე წყაროთა მიხედვით (ძვ. წ. IX-VII სს.), მუშქები ბინადრობდნენ [[მცირე აზია|მცირე აზიის]] აღმოსავლეთ პერიფერიაზე, [[ხათი]]ს, [[ხალიტუ]]ს, [[თაბალი]]სა და სხვა პოლიტიკური გაერთიანებათა მეზობლად (შესაძლოა, მათი ტერიტორიული ცენტრი აღმოსავლეთ კაპადოკია-მაზაკი რაიონი იყო).
 
ისტორიულ ასპარეზზე მუშქები გამოჩნდნენ [[ძვ. წ. XII საუკუნე|ძვ. წ. XII საუკუნის]] დასასრულს, როდესაც მათი პოლიტიკური გავლენა ევფრატის ზემო დინების აღმოსავლეთით (თანამედროვე [[მდინარე]] [[მურადი]]ს სამხრეთით) გავრცელდა. 50 წლით ადრე მათ აქ ალზისა და ფურულუზმის ქვეყნები დაუპყრიათ, ხოლო [[ტიგლათფილესერ I]]-ის მეფობის დასაწყისში ([[ძვ. წ. 1115]]) 20 ათას მუშქ მეომარსა და მათ 5 „მეფეს“ ხელთ უგდიათ უფრო სამხრეთით მდებარე ასურეთის ვასალური ქვეყანა [[ქათმუხი]]ც. მუშქების სამეფო ძლიერი პოლიტიკური ერთეული იყო ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარშიც; განსაკუთრებით ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების მიჯნაზე, მეფე მითას დროს, როდესაც იგი ანტიაურულ კოალიციაში შედიოდა. მუშქებს ბრძოლა ჰქონიათ [[კიმერიელები|კიმერიელთა]] და [[ურარტუ]]ელთა გაერთიანებულ ლაშქართან. ძველი აღმოსავლური წყაროების მუშქები იგულისხმებიან ბიბლიურ „მეშეხში“ (ქართულად „მოსოხ“). ძველი ბერძნული ტრადიცია მუშქების სამეფოს იცნობს ფრიგიის, ხოლო მითას — შიდასისმიდასის სახელით.
 
როგორც ვარაუდობენ (გ. მელიქიშვილი, თ. მიქელაძე, ნ. ხაზარაძე), [[ასურეთი]]სა და [[ურარტუ]]ს დაცემის შემდეგ მუშქების ნაწილი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით უნდა გადასახლებულიყო და ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ [[საქართველო]]ს ტერიტორიაზე დაბინავებულიყო. არსებობს ვარაუდი, რომ ეს მუშქები იგულისხმებოდნენ ძველი ბერძნული წყაროების „მოსხებში“ (Moshoi) (მოგვიანო ხანაში ასე უწოდებდნენ ერთ-ერთ ქართველურ ტომს [[მესხები|მესხებს]]). გ. მელიქიშვილის ვარაუდით, მუშქების ვრცელ პოლიტიკურ გაერთიანებაში უკვე ძველ აღმოსავლურ ხანაში შედიოდნენ ქართველური წარმოშობის, ხოლო ი. დიაკონოვის აზრით — პროტოსომხური ენის მატარებელი ტომები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუშქები“-დან