ვაკის პარკი (ჯგუფი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
1995 წელს ზაზა ხუციშვილმა დაიწყო დამოუკიდებლად სიმღერების წერა. როდესაც დაუგროვა საკმარისი რაოდენობა, მეგობრისგან, ვალერი კოჩაროვისგან ითხოვა ოთხარხიანი მაგნიტოფონი, რომელზეც ჩაწერა დასარტყმელი საკრავების რიტმი, გიტარა, ბას-გიტარა, შემდეგ დაამატა ვოკალი. როდესაც სიმღერებმა საბოლოო სახე მიიღო, გადაწყვიტა ჯგუფის შექმნა. პირველი, ვისაც დაუკავშირდა, იყო ირაკლი სანაია, რომელიც ჯგუფ „ჯუკბოქსში“ კლავიშიან საკრავებზე უკრავდა. მანვე გააცნო მინდია გაბაშვილი.
 
1996 წლის ივნისში „ვაკის პარკი“ მიიწვიეს ფესტივალ [[მარგარიტა 96]]-ზე (ჯერ კიდევ ბას-გიტარისტის გარეშე). ამიტომ მას შეუერთდა ვალერი კოჩაროვის ჯგუფის გიტარისტი, ზაზა სახანბერიძე. კოლექტივი ფესტივალზე საუკეთესო როკ-ჯგუფად დასახელდა. ზაზა სახანბერიძის შემდეგ ჯგუფში მოვიდა ირაკლი ზიბზიბაძე და მასთან ერთად ჩაიწერა სამი ალბომი. მოგვიანებით ირაკლიმ ინგლისში წასვლა გადაწყვიტა და ზაზამ სტუდიაში გაიცნო გიორგი სამსონაძე, რომელიც დათანხმდა თხოვნას, ჯგუფის წევრი გამხდარიყო. იგი კოლექტივში დღემდე უკრავს.
 
[[1997]] წლიდან დღემდე ჯგუფმა გამოუშვა ექვსი სტუდიური ალბომი. ყველაზე მომგებიანი ამ მხრივ იყო „ახალი დღე“, 2003 წლის გამოშვებული, რომელიც შეიცავდა ჰიტს „ბრძოლა წესების გარეშე“<ref>http://www.ardaidardo.ge/gadacemebi/damzadebulia-saqarthveloshi/838-damzadebulia-saqarthveloshi-zaza-khucishvili.html</ref>.