ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: თავჯდომარ → თავმჯდომარ using AWB
No edit summary
ხაზი 33:
ზაჰესის ძირითადი ნაგებობებია:
 
:(ა) '''სათავო ნაგებობანი''' — 1. მთავარი კაშხალი, 2. წოლხვრელი და მცირე კაშხალი, 3. წყალმიმღები და სათავო რაბი. ისინი განლაგებულია მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავტან. მტავარიმთავარი კაშხალისათვის (სიმ. 40 მ) შერჩეულია ამ უბაში მდინარე მტკვრის ყველაზე ვიწრო (300-400 მ) კლდოვანი კალაპოტი. რკინაბეტონის ნაგებობა მთლიანად დაყრდნობილია კლდის მაგარ ქანებზე (ქვიშაქვა). წყლის გაშვების და ბურჯების კედლები, წყლის დარტყმის ძალის შესასუსტებლად, მოპირკეთებულია უხეშად დამუშავებული გრანიტის (გელატის, ნაწილობრივ ბამბაკის) ფილებით. დანარჩენი ზედაპირი ტორკრეტირებულია ცემენტის ხსნარით. კაშხალს ხუთი ხვრელობი აქვს: შუა სამი აწესრიგებს წყლის დონეს ზემო ბიეფში; გარე მარჯვენა სიფონური გამშვებია (მას მარჯვნიდან ემიჯნება თევზების გასაშვები), გარე მარცხენა კი ყინულის გამშვები. ხვრელობების გამყოფი ოთხი ბურჯის (თითოეულის სიგანე 4 მ, სიგრძე 27,7 მ) ვერტიკალები კარგად ეხამება კლდოვან გარემოს. ნაგებობა გამოირჩევა სადა, მკაცრი გეომეტრიული ფორმებით. წოლხვრელი და მცირე კაშხალი აღმოსავლეთიდან ეკვრიან დიდ კაშხალს, წოლხვრელი (სიგრძე 150 მ, სიღრმე 18,5 მ, სიგანე 16-18,5 მ) გათხარეს მშენებლობის პროცესში წყლის გადასაყვანად. მისი კედლები და ძირი დაცემენტებულია. წოლხვრელს კეტავს მცირე რკინაბეტონის კაშხალი (სიმაღლე 18,5 მ, სიგრძე 24 მ, სიგანე ზემო წელში 3,9), რომლის ხვრელების კედლები და ძირი მოპირკეთებულია უხეშად დამუშავებული გრანიტის (გელათის, ბამბაკის და აირუმის) ფილებით. კაშხალის დანარჩენი ზედაპირი ტორკრეტირებულია ცემენტის ხსნარით. ამჟამად კაშხალი და წოლხვრელი გამოყენებულია მდინარე არაგვის მიერ მოტანილი ნალექის გასაშვებად. მთავარ კაშხალსა და წოლხვრელს შორის წარმოქმნილი კუნძული მთლიანად ბეტონის ბალიშით არის დაფარული. მისი საყრდენი კედელი ამოყვანილია დიდი კაშხლის ბურჯების სიმაღლეზე, რის გამოც ეს ორი ნაგებობა ერთიან ჰორიზონტალურ ზოლად აღიქმება. წყალმიმღებიდან სათავე რაბის საშუალებით წყალი სადერივაციო არხში გადადის. ნაგებობის მარჯვენა ბოლო ნაწილში მოწყობილია ნალექისაგან წყლის გამწმენდი რაბი-კაშხალი (სიმაღლე 11,73 მ).
 
:(ბ) '''სადერივაციო არხი''' — ტრაპეციული კვეთის ღია არხია (სიგრძე 3,056 კმ, სიგანე ძირზე 8,11 მ, წყლის სიღრმე 8-9,2 მ). იწყება სათავო რაბიდან და მიემართება მტკვრის პარალელურად, მის მარცხენა მაღალ ნაპირზე. მისი დანიშნულებაა წყლის დაწნევის გაზრდა. არხის ძირი და კედლები დაცემენტებულია.