ჩრდილოეთი კორეა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: მოსახლოებ → მოსახლეობ using AWB
ხაზი 72:
1990-იან წლებში ჩრდილოეთ კორეას დიდი შიმშილობა დაატყდა თავს. ქვეყანა იზოლირებული იყო და დახმარება არ მიუღია სხვა ქვეყნებისგან. ამ პერიოდში, ჯამში მილიონ ადამიანზე მეტი გარდაიცვალა. ბევრი კი მხოლოდ ბალახის, ხოჭოსა და ხის ქერქის ჭამით გადარჩა. დღეს შიმშილობის ასეთი მაჩვენებელი აღარ არის ჩრდილოეთ კორეაში, მაგრამ სიტუაცია მაინც მსგავსია. ქვეყანა რჩება მთლიანად იზოლირებულად დანარჩენი სამყაროსგან. ქვეყანაში სრულ ძალაუფლებას შრომითი პარტია ფლობს, ის აკონტროლებს შიდა და გარე ვაჭრობას, მრეწველობასა და ეკონიმიკას. აქ არსებული, სოცოალისტური მმართველობისთვის დამახასიათებელი დაგეგმვითი ეკონომიკის სისტემა, სადაც ყველაფერს სახელმწიფო აკონტროლებს, არ არის მომგებიანი კორეისთვის, რადგან ქვეყანაში ეკონომიკა მუდმივ სტაგნაციას განიცდის. ამას განაპირობებს ასევე ის, რომ მთელი მარაგი ფინასებისა სამხედრო ძალაუფლების გაძლიერებისა და ატომური პროგრამის განვითარებისკენაა მიმართული. ქვეყნის არმიაში მოსახლეობის თითქმის 10 % მსახურობს. ასევე, ის რომ ქვეყანაში ბევრის შიმშილობის ზღვარზეა განპირობებულია პროდუქტის განაწილების არასწორი სიტემით. როგორც ჩანს, დევიზი „საკვები უპირველესად სამხედროებს“ კარგად სრულდება, რადგან [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია|გაეროს]] მონაცემებით ჩრდ. კორეაში ბავშვების დაახლოებით 60% არასაკმარისად იკვებება, 16 % კი - შიმშილობს.
 
კორეის მმართველები, როგორც თავად კორეელები აცხადებენ, მისი ლეგენდარული ლიდერის [[კიმ ირ სენი]]ს მემკვიდრეები არიან. 1964 წლიდან 2011 წლამდე ჩრდილოეთ კორეას მართავდა [[კიმ ჩენ ირი]]. მას ზეადამიანური სიბრძნის ფლობას მიაწერდა მოსახლოებამოსახლეობა. 2011 წლის 17 დეკემბერს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გარდაცვალება მოსახლეობას შავებში ჩაცმულმა წამყვანმა აუწყა.<ref>(n.d.). Retrieved from http://www.biography.com/people/kim-jong-il-201050</ref> [[კიმ ჩენ ირი]]ს დაკრძალვას ათი ათასობით ადამიანი დაესწრო. ქვეყნის ახალი მმართველი კი მისი 30 წლის ვაჟი [[კიმ ჩენ ინი]] გახდა. მისი მმართველობის ქვეშ ჩრდილოეთ კორეამ ახალი ბალისტიკური რაკეტები შექმნა. კიმ ჩენ ინმა საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები უფრო დაძაბა აშშ-სთან და სამხრეთ კორეასთან, მუდმივად, ბირთვული დარტყმის მუქარის გამო. კიმ ჩენი უკვე რამდენიმე წელია აცხადებს, რომ „სამართლიანობის წმინდა ომის“ დაწყებას არ მოერიდება არცერთ ქვეყანასთან.<ref>(n.d.). Retrieved from http://www.biography.com/people/kim-jong-un-21125351</ref>
 
ამ ქვეყნის უცნაურობა არაერთხელ დამტკიცებულა. აქ მიღებულია სიკვდილით დასჯა, ადამიანთა წამება. მაგალითად 2016 წლის თებერვალში, კიმ ჩენ ინმა ქვეყნის სამხედრო მეთაური კორუფციის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა. ასევე მისი მმართველობის დროს გაშუქდა სხვა რამდენიმე სიკვდილით დასჯა. მანამდე მაღალი თანამდებობის პირების ამგვარ დასჯას არ ახმაურებდნენ. ამ ფაქტს ანალიტიკოსები იმით ხსნიდნენ, რომ ახალგზარდა კიმ ჩენს მოსვლისთანავე სურდა ძალაუფლების გამტკიცება და ხალხის დაშინება.
ხაზი 163:
 
=== ამინდი ===
კლიმატი ჩრდილოეთ კორეაში არის ზომიერი და შედარებით მძიმე. მკვეთრი განსხვავებებია სეზონებს შორის. ზამთარში აზიის მთებიდან მოდის ცივი ჰაერი, რაც განაპირობებს ტემპერატური -6 &nbsp;°C-დან -14 &nbsp;°C-მდე მერყეობას. ზაფხულში კი, ამინდს ოკეანის ჰაერის მალათა მოძრაობა განაპირობებს და საშუალო ტემპერატურა 18-22 &nbsp;°C-ა. საუკეთესო თვეები ჩრდილოეთ კორეის მოსანახულებლად არის მაისი-ივნისი და სექტემბერი-ოქტომბერი.<ref>ჩრდილოეთი კორეა. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://nkorea.narod.ru/wheather.html</ref>
 
=== მასობრივი თამაშები ===
ხაზი 172:
სახელი არირანგი მოდის კორეული ხალხური ზღაპრიდან, რომელიც არის ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომელიც დაფლითა ბოროტმა მიწათმფლობელმა. გრანდიოზული მასობრივი გიმნასტიკური და არტისტული შესრულება არირანგი, ასევე ცნობილია როგორც არირანგის მასობრივი თამაშები ან უბრალოდ არირანგის ფესტივალი. არირანგი არის მასობრივი ტანვარჯიშის და არტისტული ფესტივალი, რომელიც ტარდება „რუნგრადოს მაისის დღის მოედანზე“, ფხენიანში, ჩრდილოეთ კოერის დედაქალაქში. ფესტივალი ჩვეულებრივ ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში იწყება და დაახლოებით 10 სექმტებრისთვის მთავრდება.
 
რუსული საინფორმაციო სააგენტო „TASS“-ის დაყრდნობით, არირანგი არის არტისტული ფესტივალი, რომელიც მასობრივი თამაშის სახელით არის ცნობილი. ამ სანახოების შიინაარსი შემდეგია: ეს არის ამბავი კორეიის არირანგის ერზე, ანუ მშვიდი დილის ქვეყანაზე, რომელმაც წერტილი დაუსვა მწუხარების ისტორიას და აღზევდა, როგორ ღირსეული ერი არირანგის სიმრერიდან. არირანგის ფესტივალი შესულია გინესის რეკორდების წიგნში. ასევე 2012 წელს იუნესკომ "არირანგი "არამატერიაული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა. ეს ფესტივალი ტარდებოდა აგვისტოდან ოქტომრის ჩათვლით 2002-2005 წლებში, 2006 წელს არ ჩატარებულა და შემგდომ 2007-20013 წლებში. მასობრივი თამაშები არ ჩატარებულა 2014 წელს და შეწყვეტილ იქნა 2015 წელსაც. ჯერ ჯერობით არ არის ცნობილი ჩატარდება თუ არა არირანგის ფესტივალი უახლოეს მომავალში.<ref>Koryo Tours httpname=":0"//www.koryogroup.com/travel_massGames.php</ref><ref>Inside North Korea Mark Harris - Chronicle Books - 2007 (გვ 44)</ref>
 
==== იკონოგრაფია ====