ხაშურის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 184:
 
=== ადგილობრივი თვითმმართველობა ===
საქართველოში და მათ შორის ხაშურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ [[1998]] წლის 15 ნოემბერს პირველად ჩატარდა ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნები.<ref>[http://history.cesko.ge/PDF/1990%20-%20Geo.pdf თვითმმართველობის არჩევნები 1998]</ref> [[2002]] წლის 2 ივნისს კიდევ ერთხელ ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს არჩევნები.<ref>[http://history.cesko.ge/PDF/1990%20-%20Geo.pdf თვითმმართველობის არჩევნები 2002]</ref> საქართველოს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეიცვალა საარჩევნო კანონმდებლობაც. [[2006]] წლის 5 ოქტომბრს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევნები ჩატარდა, სადაც ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქიდან 44698 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.<ref>[http://cesko.ge/geo/list/show/1316-amomrchevelta-raodenoba-olqebis-mixedvit-4423 თვითმმართველობის არჩევნები 2006]</ref> არჩევნების შედეგად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. შემდეგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები [[2010]] წლის 30 მაისს ჩატარდა. ამ არჩევნების შედეგადაც ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში კვლავ პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მოექცნენ. 2012 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. ამავე წლის 12 დეკემბერს ხაშურის გამგებელი რიონ მახარობლიძე თანამდებობიდან გადადგა, ხოლო გამგებლად გიორგი ბერაია დაინიშნა. ამ თანამდებობას იგი [[2012]]-[[2014]] წლებში იკავებდა. <ref>[http://www.interpressnews.ge/geo/regioni/223478-khashurs-akhali-gamgebeli-hyavs.html?ar=A საპარლამენტო არჩევნები 2012]</ref> 2014 წლის მარტში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლად მამუკა ხაჩიძე დაინიშნა. [[2014]] წლის 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნები ჩატარდა. ამ წელს პირდაპირი წესით პირველად აირჩნენ მუნიციპალიტეტების გამგებლები. ხაშურის გამგებლობისთვის 6 კანდიდატი იყო წარმოდგენილი, რომელთა შორისაც ხმათა 51,39%-ით გამარჯვება კოალიცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გამგებლობის კანდიდატმა - გიორგი გურასპაშვილმა მოიპოვა.<ref>[http://results2014.cec.gov.ge/ თვითმმართველობის არჩევნები 2014]</ref> ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კი [[ვაჟა შუბითიძე]] გახდა. [[2017]] წლის 21 ოქტომბერს კიდევ ერთი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, სადაც ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქიდან რეგისტრირებული იყო 48 956 ამომრჩეველი, რომლიდანაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 39,34%-მა. 2017 წლისათვის გამგებლის თანამდებობა მერის სახელწოდებით შეიცვალა. <ref>[http://cesko.ge/geo/elections/2017 თვითმმართველობის არჩევნები 2017]</ref>
 
==გალერეა ==