ხაშურის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
=== ადგილობრივი თვითმმართველობა ===
საქართველოში და მათ შორის ხაშურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ [[1998]] წლის 15 ნოემბერს პირველად ჩატარდა ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნები.<ref>[http://history.cesko.ge/PDF/1990%20-%20Geo.pdf თვითმმართველობის არჩევნები 1998]</ref> 2002 წლის 2 ივნისს კიდევ ერთხელ ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს არჩევნები.<ref>[http://history.cesko.ge/PDF/1990%20-%20Geo.pdf თვითმმართველობის არჩევნები 2002]</ref> საქართველოს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეიცვალა საარჩევნო კანონმდებლობაც. 2006 წლის 5 ოქტომბრს ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს არჩევნები ჩატარდა, სადაც ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქიდან 44698 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.<ref>[http://cesko.ge/geo/list/show/1316-amomrchevelta-raodenoba-olqebis-mixedvit-4423 თვითმმართველობის არჩევნები 2006]</ref> არჩევნების შედეგად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. შემდეგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები [[2010]] წლის 30 მაისს ჩატარდა. ამ არჩევნების შედეგადაც ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. [[2014]] წლის 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნები ჩატარდა. ამ არჩევნებში პირველად აირჩნენ მუნიციპალიტეტების გამგებლები. ხაშურის გამგებლობისთვის 6 კანდიდატი იყო წარმოდგენილი, რომელთა შორისაც ხმათა 51,39%-ით გამარჯვება კოალიცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გამგებლობის კანდიდატმა - გიორგი გურასპაშვილმა მოიპოვა.<ref>[http://results2014.cec.gov.ge/ თვითმმართველობის არჩევნები 2014]</ref> ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კი [[ვაჟა შუბითიძე]] გახდა. [[2017]] წლის 21 ოქტომბერს კიდევ ერთი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, სადაც ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქიდან რეგისტრირებული იყო 48 956 ამომრჩეველი, რომლიდანაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 39,34%-მა.<ref>[http://cesko.ge/geo/elections/2017 თვითმმართველობის არჩევნები 2017]</ref>