კამანის ხოცვა-ჟლეტა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: მართმ → მართლმ using AWB
ხაზი 23:
 
== კამანი ==
კამანი — მცირე სოფელი, განლაგებული [[სოხუმი]]ს ჩრდილოეთით. სოფელი ძირითადად [[სვანები]]თ იყო დასახლებული ([[ქართველები]]ს სუბეთნიკური ჯგუფი). აქ მდებარეობდა მართმადიდებლურიმართლმადიდებლური ეკლესია (წმინდა გიორგის სახელობის) და ქალთა მონასტერი, სადაც მონაზვნები ცხოვრობდნენ. [[1993]] წლის ივლისში აფხაზეთის რაზმებმა და მათმა თანამოაზრეებმა, ქართველთა წინააღმდეგ მოულოდნელი შეტევით, გაანადგურეს მთელი ჯარი<ref>Dov Lynch, ''The Conflict in Abkhazia: Dilemmas in Russian 'Peacekeeping' Policy'', 1998 ISBN 1862030278</ref>. 5 ივლისს მათ დაიწყეს სოფელ [[ახალშენი (ქარელის მუნიციპალიტეტი)|ახალშენზე]], [[გუმა (სოხუმის მუნიციპალიტეტი)|გუმასა]] და [[სოხუმის მუნიციპალიტეტი]]ს [[შრომა]]ზე შტურმი, ხოლო 9 ივლისს დარტყმა კამანზე განახორციელეს.
 
== მოვლენები ==
ქართული ძალები, რომლებიც იცავდნენ სოფელი კამანის შესასვლელებს, განადგურებული იყო 1993 წლის 9 ივლისის დილას. ამის შემდეგ დილის 10 საათზე სოფელზე განხორციელებული იყო მთავარი დარტყმა. რამდენიმე საათში კამანი აფხაზეთის რაზმებისა და მათი თანამოაზრეების ძალების ქვეშ მოექცა. ამის შემდეგ მალევე [[აფხაზები|აფხაზებმა]] და მათმა თანამოაზრეებმა მოსახლეობის მასიური ხოცვა-ჟლეტა მოაწყეს. ორი დღის განმავლობაში ქალები, ბავშვები და მოხუცები იყვნენ ნაწვალები, გაუპატიურებულები და განადგურებულები<ref name=autogenerated1>Conflict in the Caucasus: Georgia, Abkhazia, and the Russian Shadow by S. A. Chervonnaia and Svetlana Mikhailovna Chervonnaia, p 51 </ref>. კამანის ტაძარი და ქალთა მონასტერი სისხლისღვრის ადგილი გახდა<ref name=autogenerated1 />. მონაზვნები იყვნენ გაუპატიურებულები და ამის შემდეგ მოკლულნი ქრისტიანული მრევლის, მამა იური ანუას და ქალთა მონასტრის ზედამხედველის მამა ანდრეას წინაშე. მონაზვების წამების ყურების შემდეგ ქართველი სამღვდელოება დაიჭირეს და ეკლესიის გარეთ დაჩოქილები დაკითხეს.
[[ფაილი:Kamani 0.jpg|200px|thumb|კამანის მონასტერი]]
{{ციტატა|მათ კითხეს მამა ანდრეას აფხაზეთის მიწის მფლობელობის შესახებ. მან უარი თქვა პასუხის გაცემაზე. მათ კიდევ ერთხელ იკითხეს და როგორც იქნა ის დანებდა და თქვა: "აფხაზეთი ისევე, როგორც მსოფლიოს დანარჩენი ნაწილის ეკუთვნის ღმერთს". ამის შემდეგ მათ იგი დახვრიტეს. მანამდე ისინი ცდილობდნენ ახალგაზრდა აფხაზი მღვდლისათვის მოეკვლევინებინათ იგი. ის არ დათანხმდა და მოკლული იყო ქართველი მღვდლის გვერდით. მათ მიატოვეს გვამები ეკლესიის მახლობლად და წავიდნენ<ref> UN report on Human Rights violation during the Georgian-Abkhaz conflict, Video interview with the survivor of the Massacre, recorded by UNAMIG in Tbilisi, 1995 </ref>.}}
 
აფხაზებისა და მათი მოკავშირეების მიერ ამ სტრატიგიული ოლქის აღების შემდეგ დაიწყო ფართომაშტაბიანი შეტევა სოხუმზე, რომელიც ამ დროისათვის უკვე ალყაშემორტყმული იყო.