ნიკოლოზ დურნოვო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: კერძოთ → კერძოდ using AWB
→‎სტატია ქართულ გაზეთში: clean up, replaced: მართმ → მართლმ using AWB
ხაზი 26:
ერთი ასეთი მაგალითი სწორედ ბ-ნი ნ. დურნოვო არის. მისი პიროვნება და მისი პოზიცია საქართველოს ეკლესიის საკითხში მართლაც საყურადღებოა, სწორედ თითით საჩვენებელია.
 
ნ. დურნოვო არის საფუძვლიანი მცოდნე ღვთის მეტყველებისა, განსაკუთრებით საეკლესიო ისტორიისა და კანონმდებლობისა, როგორც კანონისტი დურნოვო ავტორიტეტია არა მარტო რუსეთში - მთელ მართმადიდებელმართლმადიდებელ ეკლესიაში. დურნოვო გულწრფელი პატრიოტია, მიმართულებით მემარჯვენე. კერძო ცხოვრებაში იშვიათი ქველ-მოქმედი, გულკეთილი მოქალაქე და თავგამოდებული დამცველი სიმართლის ყოველ სფეროში. აღსანიშნავია მისი უანგარო მოღვაწეობა მწერლობაში.
 
მემარჯვენე მიმართულების პირებზე ჩვენ ისეთი წარმოდგენა გვაქვს შედგენილი, რომ ისინი პოლიტიკურ ცხოვრებაში სამშობლოს ინტერესებს განსაკუთრებით იცავენ და აქ ხშირად ვიწრო პატრიოტულ გრძნობას იჩენენ, რომელიც სტუქსავს მათში ისეთ მაღალ პრინციპებს, როგორიცაა ჭეშმარიტების სამსახური და სამართლიანობა. ამ პირთა შორის იშვიათ გამონაკლისს შეადგენს ნ.დორნოვო. ის ძველ რეჟიმის დროსაც თამამად და გუწრფელად აღიარებდა ჭეშმარიტებას. რუსეთის საეკლესიო მთავრობას მუდამ ამხილებდა უწესო და უსამართლო მოქმედებაში. დღესაც დურნოვო გადაჭრით მოითხოვს კანონიურის წესით აღიარებულ იქნეს საქართველოს ეკლესიის ტერიტურიული ავტოკეფალია, საქართველოს ეკლესიას დაუბრუნოს თავისი ქონება: საყდრები, მონასტრები, მამულები, ნივთები და სხვა. ამას მოითხოვს დურნოვო და ჩვენში ბევრი გაკვირვებით გვეკითხება, რა ალაპარაკებს ამნაირათო? ამას ალაპარაკებს მეცნიერის მოვალეობა, ჭეშმარიტების სიყვარული, სიმართლის პატივისვემა და ამაზე დამყარებული სამართლიანობა. მართალია ბ-ნი დურნოვო მემარჯვენე რუსია, მაგრამ ის ჯერ სამართლიანი ადამიანია, ჯერ მიუდგომელი მეცნიერია, ჭეშმარიტების უანგარო მოსამსახურეა და შემდეგ მემარჯვენე პატრიოტია. აი ასეთი უნდა იყოს ადამიანი და მაშინ აღარ იქნება ბოროტება ქვეყანაზე.