The Legend of Zelda: Breath of the Wild: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''''The Legend of Zelda: Breath of the Wild''''' ({{lang-ja|ゼルダの伝説 ブレス オブ ザ ワイルド}}) — [[მოქმედებითი-სათავგადასავლო]] ვიდეო თამაში, შემუშავებული და გამოცემული კომპანია [[Nintendo]]-ს მიერ [[Nintendo Switch]]-ის და [[Wii U]]-ის პლატფორმებისთვის. ეს არის „''[[The Legend of Zelda]]''“-ს სერიის ნაწილი და მსოფლიოს მასშტაბით გამოვიდა 2017 წლის 3 მარტს.<ref name="igrru1"/>
 
სიუჟეტი მიმდინარეობს ამნეზირებული მთავარი გმირის, [[ლინკი (The Legend of Zelda)|ლინკი]]ს გარშემო, რომელსაც ასწლიანი ძილის შემდეგ აღვიძებს იდუმალი ხმა და მიუძღვება მას [[გენომიგენონი]]ს დასამარცხებლად, რომელიც ჰაირულის სამეფოს ემუქრება განადგურებით.
 
თამაშმა ნაწილობრივ გადაუხვია სერიის ტრადიციული ელემენტებიდან და მოიცავს [[ღია სამყარო]]ს [[გეიმპლეი]]ს, დეტალიზირებულ [[ფიზიკური ძრავა|ფიზიკურ ძრავას]], მაღალი გარჩევადობის ვიზუალურ ეფექტებს. მისი ტერიტორია დაახლოებით 12-ჯერ აღემატება „''[[Twilight Princess]]''“-ის ტერიტორიას.<ref name="E3 2016"/> ორიგინალი „''[[The Legend of Zelda (ვიდეო თამაში)|The Legend of Zelda]]''“-ს მსგავსად მოთამაშე იმყოფება ისეთ სამყაროში, სადაც წარმოდგენილია მცირე რაოდენობით ინტრუქცია და ეძლევა საშუალება თავისი სულისამებრ გადაადგილდეს თამაშის სამყაროს ნებისმიერ წერტილში და გამოიკვლიოს ის.<ref name="New HD Zelda at IGN AU2"/>