ორგანი (საკრავი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
ორღანი{{მმ|ორგანი|ორგანი}}
[[ფაილი:OrgueSaintThomasStrasbourg.jpg|მინიატიურა|300პქ|ორგანი წმ. თომას ეკლესიაში, [[სტრასბური]], [[საფრანგეთი]]]]
ორღანი ({{lang-la|organum}} < {{lang-el|όργανον}}) — კლავიშიანი სასულე მუსიკალური საკრავი. შედგება ერთ კორპუსში მოთავსებული სხვადასხვა ზომის ხისა და ლითონის მილებისა და პნევმატური სისტემისაგან. საკრავს მიდგმული აქვს სამართავი ანუ საშემსრულებლო კათედრა, რომლის პულტზედაც ხელისა (მანუალი) და ფეხის (პედალი) კლავიატურებთან ერთად თავმოყრილია ყველა რეგისტრის სახელურები. ეს სახელურები ამოძრავებს სათანადო ბერკეტებს, აკავშირებს მათ ერთმანეთთან და დამატებითი მილების ჩართვა-გამორთვასა და ხმოვანების გაძლიერება-შესუსტებას ემსახურება. ორღანს შეიძლება ჰქონდეს 1-7 მანუალი (თითოეულს 72-მდე კლავიში აქვს) და პედალი (32-კლავიშიანი). ზოგიერთ თანამედროვე ორღანს 2 პედალი აქვს. ორღანს რეგისტებად დაყოფილი რამდენიმე ათასი მილი აქვს. რეგისტრების რაოდენობა საკრავის სიდიდით განისაზღვრება (საშუალოს — ათამდე, გიგანტურს — რამდენიმე ასეული რეგისტრი). თითოეულ რეგისტს მისთვის დამახასიათებელი ტემბრი აქვს. ირთვება ბერკეტით ან ღილაკით. საორგანო მუსიკა იწერება სამ სანოტო დგანზე რეგისტრის მიუთითებლად. ორღანს შეიძლება ჰქონდეს სამი სახის გადაცემათა სისტემა (ტრაქტურა): მექანიკური, პნევმატიკური და ელექტრული ტრაქტურების შეთანხმება. ორღანის წინამორბედებია: სოლინკა, ძვ. ჩინური შენი, ევროპული პანის ფლეიტა. ძვ.წ. III საუკუნეში [[საბერძნეთი|საბერძნეთში]] გამოიგონეს წყლის ორღანი — [[ჰიდრავლოსი]]. გიგანტური ორღანები დგას [[მოსკოვი]]ს, [[სანქტ-პეტერბურგი]]ს, [[რიგა|რიგის]], [[კიევი]]ს, [[თბილისი]]ს, [[ტალინი]]ს, [[ტაშკენტი]]ს საკონცერტო დარბაზებში.