სერგო კლდიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8:
მკითხველი დიდი ინტერესით შეხვდა მწერლის 2 რომანს „ფერფლს“ და „მყუდრო სავანეს“. ს. კლდიაშვილის სახელს უშუალოდ დაუკავშირდა ქართული ნოველის შექმნა, იგი სამართლიანად ითვლება ამ ჟანრის ერთ-ერთ გამოჩენილ ოსტატად. მისი ნოველები და მინიატურბი — „ჭინკა ბიჭები“, „გორგასლის თასი“, „შემოდგომის წვიმა“, „ჯორდანო ბრუნო“, „სოფლის გზაზე საქართველოში“, „შორეული ციალი“, „სვანური მოთხრობების“ მთელი ციკლი, სამართლიანად დამკვიდრდა ქართული ლიტერატურის ოქროს ფონდში.
 
განსაკუთრენბით უნდა აღინიშნოს სერგო კლდიაშვილის როგორც დრამატურგის ღვაწლი. მისი პიესები „გმირთა თაობა“, „ირმის ხევი“, „დაბრუნება“ წარმატებით იდგმებოდა რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების სცენაზე. მან დაგვიტოვა აგრეთვე საგულისხმო კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები ჩვენი ლიტერატურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების აქტუალურ საკითხებზე. ფასდაუდებელია მწერლის მოგონებები დავით კლდიაშვილზე, აკაკი წერეთელზე, ვაჟა-ფშაველაზე, პაოლო იაშვილზე, ტიციან ტაბიძეზე, ვ. გაფრინდაშვილზე და სხვა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, სომხურ, უკრაინულ, პოლონურ და სხვა ენებზე. დაჯილდოვებული იყო [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თ, „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.ის იყო განათლებოვსკი.
 
სოფელ [[ზედა სიმონეთი|ზედა სიმონეთში]] არის დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი.<ref>[http://www.georgianmuseums.ge/?lang=geo&id=1_1&sec_id=4&th_id=126 საქართველოს მუზეუმები]</ref>