თავისუფლება (ფილოსოფია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''თავისუფლება''' — თვითგანსაზღვრის შესაძლებლობა, იძულების არარსებობა.
 
თავისუფლება საკაცობრიო აზროვნების უძველესი თემაა. ცნობილია, რომ თავისუფლების იდეის სრულყოფილი გააზრება, მისი ფუნდამენტური დაფუძნების მცდელობები ფილოსოფიას და დიდ ფილოსოფოსთა საქმიანობას უკავშირდება. ფილოსოფიის საწყისებთან განისაზღვრა თავისუფლების პრინციპის ზოგიერთი ისეთი ასპექტი, რომელიც დღემდე მიეკუთვნება თავისუფალი მოქმედების არსისეულ კომპონენტებს. ანტიკურობაში თავისუფლება დაუპირისპირდა ბედისწერისა და აუცილებლობის მარწუხებს. იმდროინდელმა მოაზროვნეებმა ცხადად დაინახეს, რომ თავისუფლების საკუთრივი სივრცე უნდა მონახულიყო და ის მოინახა კიდეც – ჭეშმარიტი შემეცნებისა და პრაქტიკული მოქმედების სფერო აღმოჩნდა თავისუფლების სავანე. სოკრატეს აზრით, თავისუფალი ის არის, ვინც გონივრულად და ზნეობრივად იქცევა; პლატონის მიხედვით, ლტოლვებით შეპყრობილი ადამიანი თავისუფალი ვერ იქნება, რადგან თავისუფლება პასუხისმგებლობას გულისხმობს; არისტოტელეს აზრით, ბრძენი თავისუფლების პრინციპის მიხედვით მოქმედებს და გარეგან მიზანდასახულობებს არ ემორჩილება. სტოელებმა ეს პრინციპი კიდევ უფრო განავითარეს; მათ თავისუფლება გაიგეს, როგორც გარეგან იძულებათაგან, ლტოლვათაგან და მავნე მიდრეკილებათაგან დამოუკიდებლობა. მათ წამოსწიეს „აფექტებისაგან თავისუფლებისა“ (აპათია) და „სულიერი სიმშვიდის“ (ატარაქსია) პრინციპი. გარკვეული აფექტები (ტკივილი, სურვილი, ლტოლვა) ხელს უშლის გონივრულ, ბედნიერ ცხოვრებას, ხოლო ზოგიერთი აფექტი (მხიარულება, წინდახედულება და ა. შ.) კი, პირიქით, გონივრული, ბედნიერი ცხოვრების მომტანია. სტოელთა მიხედვით, ე. წ. „ცუდი აფექტები“ მხოლოდ ჭეშმარიტი შემეცნების მეშვეობით შეიძლება იქნეს დაძლეული. სწორედ ჭეშმარიტი შემეცნების მეშვეობით მიიღწევა ის სულიერი სიმშვიდე და შინაგანი თავისუფლება, რიც გონივრული და ბედნიერი ცხოვრების წინაპირობაა. თავისუფლების ცნებამ გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა ფრანგ განმანათლებელთა პრაქტიკულ საქმიანობასა და თეორიულ შემოქმედებაში. შ. ლ. მონტესკიე (1689–1755) და ჟ. ჟ. რუსო (1712–78) იმის დადგენას ცდილობდნენ, თუ რა უნდა მოიმოქმედონ კანონებმა, თ.თავისუფლება რომ უზრუნველყონ სახელმწიფოში. მათ კლასიკური სახით ჩამოაყალიბეს ხელისუფლების განაწილების პრინციპი, როგორც სამართლის უზენაესობისა და ადამიანის, როგორც საზოგადოების წევრის, თავისუფლების წინაპირობა. მონტესკიესა და რუსოს თეორია დღესაც აქტუალურია. თანამედროვე დემოკრ. სახელმწიფოების კონსტიტუციური წყობა ხშირად სწორედ ამ ავტორთა აღნიშნულ პრინციპებს ეფუძნება. გერმანულ ფილოსოფიაში თავისუფლების გაგების უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს ი. კანტისა და გ. ვ. ფ. ჰეგელის თავისუფლების კონცეფციები. კანტის ფილოსოფიაში სათანადო ასახვა პოვა ევრ. განმანათლებლობაში ფესვგადგმულმა წარმოდგენამ, რომ თავისუფლება პოლიტიკის, მორალის და მოქმედების სფეროებშია შესაძლებელი, ხოლო ბუნების სფეროს კი საკუთარი კანონები განაგებს, თავისუფლება არის ნების წინაპირობა, რომელსაც საკუთარი კანონები აქვს („კატეგორიული იმპერატივი“). მაშასადამე, კანტი საუბრობს ნების თავისუფლების, როგორც წმინდა პრაქტიკული გონების ავტონომიის პრინციპის შესახებ. ჰეგელის მიხედვით, მსოფლიო ისტორიულ ფილოსოფიური სახელმძღვანელო პრინციპი არის ხალხებსა და კულტურებში განვითარებადი თავისუფლების იდეა. თავისუფლება შედეგია თავის თავთან დაბრუნებული სამყაროს სულის თავისუფლების ცნობიერებისა. ორიენტალურ დესპოტიზმში მხოლოდ ერთი ადამიანი იყო თავისუფალი, ანტ. დემოკრატიასა და არისტოკრატიაში – მხოლოდ ზოგიერთი, ხოლო ქრისტიანულ სახელმწიფოში თითოეული ადამიანი ღმერთისა და კანონის წინაშე თავისუფალი და თანასწორუფლებიანია. მიუხედავად ამისა, მონობა ქრისტიანულ ხალხებში დიდხანს გაგრძელდა. ადამიანის გაგება, როგორც თავისუფალი არსებისა, პოლიტიკური თავისუფლების საფუძველია. თუმცა კი თავისუფლება გზად იმყოფება და მისი სრულყოფილი რეალიზების მცდელობები ისტორიაში მუდამ იარსებებს. კ. მარქსის აზრით, თ.თავისუფლება კაპიტალისტურ საზოგადოებაში შეუძლებელია, მისი განხორციელება მხოლოდ მომავლის საზბაშია შესაძლებელი, სადაც არსებული საწარმოო ურთიერთობები და გაუცხოება იქნება მოხსნილი. თავისუფლების გაგების მნიშვნელოვანი ასპექტებია ხაზგასმული დიდი ინგლისელი მოაზროვნის ჰ. სპენსერის (1820–1903) შემოქმედებაში. იგი სახელმწიფო როლის ზრდისა და ამის ხარჯზე ინდივიდუალური თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგია. სახელმწიფო რეგულაციური პოლიტიკის გაძლიერებას სპენსერი ახ. ტიპის ლიბერალიზმს უკავშირებს. აღნიშნული ტენდენცია ინდივიდის ათავისუფლებს და მთლიანად საზოგადებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. აღსანიშნავია, რომ ლიბერალიზმის სპენსერისეული კრიტიკა დღესაც არ კარგავს მნიშვნელობასა და აქტუალობას. თავისუფლების ცნება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეგზისტენციალიზმში (ს.კირკეგორი, მ. ჰაიდეგერი, ჟ.პ. სარტრი და ა. შ.). აქ თავისუფლება ადამიანის არსის განმსაზღვრელ ფაქტორადაა მიჩნეული. უფრო მეტიც, ადამიანი „დაწყევლილია“ თავისუფლებით და თავის ყველა ქმედებაზე პასუხს აგებს. თავისუფლების ორიგინ. კონცეფციის შექმნა დაკავშირებულია `ფრანკფურტის სკოლის” მოაზროვნეების სახელთან. ამ პრობლემას საგანგებოდ იკვლევდა ცნობილი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი ე. ფრომი (1900–80). თავისუფლების ფრომისეული კონცეფცია, ძირითადად, გადმოცემულია მის შემდეგ ნაშრომებში: `თავისუფლებისაგან გაქცევა” (1941), `ადამიანის დესტრუქციულობის ანატომია” (1973), `ფლობა თუ ყოფნა?” (1976). თ.თავისუფლება ადამიანისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია; კაცობრიობის რეალური ისტორია თისათვის ბრძოლის ისტორიაა, თუმცა ფრომი აანალიზებს ადამიანის მისწრაფებას – გაექცეს თს. იგი იკვლევს იმ სტრატეგიებს, რთაც ხდება თისაგან გაქცევა. ფრომი თავისუფლების პრობლემის განხილვისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ავტორიტარიზმის, დესტრუქციულობის და აბსოლუტური მორჩილების ანალიზს. `ფრანკფურტის სკოლის” ე. წ. `ნეომარქსიზმის” წარმომადგენლებისათვის (თ. ადორნო, ჰ. მარკუზე და სხვ.) ხელოვნება წარმოადგენს იმ ადგილსა და სფეროს, სადაც თ.თავისუფლება შესაძლებელია და მისი რეალური განხორციელება ხდება. თავისუფლების პრობლემის განხილვის ისტორია ქართ. ფილოს. აზროვნებაში სპეციფ. ხასიათს ატარებს. დიდი ქართვ. მოაზროვნეების შემოქმედებითი ისტორია არის მარადიული ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ, მაშასადამე, იძულებაზე უარის თქმა და ბრძოლა თისთვის. თავისუფლების იდეის მეტაფიზიკური დაფუძნება ქართ. ფილოსოფიაში იოანე პეტრიწის (XII ს.) სახელსა და მის ეპიტემოლოგიას უკავშირდება. თავისუფლების ცნების საგულისხმო განმარტებაა მოცემული ს.ს. ორბელიანის „სიტყვის კონაში“. სულხანსაბა განმარტავს სიტყვას „თავისუფალი“ და მის შემდეგ მნიშვნელობებზე მიუთითებს: „არავისი მონა“, „რაც ენებოს, ქნას“. აღსანიშნავია, რომ აქ თავისუფლების ორ მნიშვნელოვან ასპექტზეა მითითება: იძულებაზე უარის თქმა და საკუთარი ნების განხორციელების მცდელობა. ახ. დროის ქართ. აზროვნებაში თავისუფლების პეტრიწისეული იდეალის დაცვა, გააზრება და განვრცობა სცადა ანტონ Iმა (1720–88). ეს კარგად ჩანს ტრადიციისა და ინოვაციის ანტონისეული გაგების მაგალითზე. იგი, ერთი მხრივ, ქართ. ფილოს. აზროვნების განვითარებას, განახლებას, ევროპეიზაციას ესწრაფოდა, მაგრამ ისე, რომ ქართ. ტრადიციასთან, ეროვნ. ფესვებთან მისი კავშირი არ გაეწყვიტა. აქედან გამომდინარე, ანტონ Iმა მიზნად დაისახა ქართ. განათლების სისტემის აგება და ხელი მიჰყო ფართო ეროვნ.კულტ.საგანმან. პოლიტიკის განხორციელებას. ამის თვალსაჩინო ნიმუშია თბილისსა (1755) და თელავში (1782) მის მიერ დაარსებული სას. სასწავლებლები. ანტონ Iის ფილოს. აზროვნება იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს თავისუფლების პრინციპი. თს საფუძვლად უნდა ედოს განათლება; მხოლოდ განათლებული, გათვითცნობიერებული ადამიანი შეიძლება იყოს თავისუფალი. მაშასადამე, განათლება თავისუფლების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ნების თავისუფლების შესახებ მსჯელობს ქართვ. ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი ი. ხელაშვილი. თისა და მშვიდობის პრინციპების საინტერესო ხედვაა წარმოდგენილი ს. დოდაშვილის შემოქმედებაში. თავისუფლების გაგების ორიგინ. მცდელობაა მოცემული ცნობილი ქართვ. ღვთისმეტყველისა და ფილოსოფოსის, გ. ქიქოძის (იხ. გაბრიელი) „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებში“. იგი თავისუფლების გაგებას გონების მიერ მის გააზრებასა და გაცნობიერებას უკავშირებს. ამდენად, თ.თავისუფლება დაკავშირებულია სულიერ, მოაზროვნე არსებასთან. თუკი თავისუფლების პრინციპი გააზრებული არ იქნება, მაშინ ადამიანი ვერ მოახერხებს კეთილისა და ბოროტის განსხვავებას და, რაც მთავარია, მათ შორის არჩევანის გაკეთებასაც. თავისუფლების გაბრიელ ქიქოძისეული გაგება დღესაც არ კარგავს აქტუალობას, ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავისუფლების ქრისტ. გაგების კონტექსტში. ეროვნ. თავისუფლების იდეა საფუძვლიანად განავითარეს XIX ს. დიდმა ქართვ. მოღვაწეებმა, „თერგდალეულებმა“ (ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე და სხვ.), რებიც საქართველოში არსებული „რუსიფიკატორული პოლიტიკის“ წინააღმდეგ იბრძოდნენ. ამდენად, მათ მიერ განვითარებული თავისუფლების გაგება პოლიტ. განზომილებას იძენს. თავისუფლების ეს გაგება კარგად გამოიხატა ი. ჭავჭავაძის ეპოქალურ ფორმულაში: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“. თავისუფლების გაგების მეტად საგულისხმო ნიმუშებია ვაჟა-ფშაველას ესეები: „რას ჰქვიან თავისუფლება?“ და „რა არის თავისუფლება?“ დიდი ქართვ. პოეტი ამ მცირე მოცულობის წერილებში თავისუფლების ი. ჭავჭავაძისეული გაგების ერთგვარ განვრცობას ახდენს და თსა და ბედნიერებას ერთმანეთს უთანაბრებს. ვაჟას აზრით, თ.თავისუფლება ყველა ქვეყანაზე, ერსა და წოდებაზე უნდა ვრცელდებოდეს. იგი ეროვნ. და პიროვნული თავისუფლების თანაბარ მნიშვნელობაზე მიუთითებს. საქართველოში XX ს. პირველ ათწლეულებში თავისუფლების გაგების საინტერესო მცდელობებია მოცემული გ. რობაქიძის, ა. ჯორჯაძის, დ. უზნაძის, შ. ნუცუბიძის, ა. ჯანელიძის, მ. გოგიბერიძის, ს. დანელიას, კ. კაპანელის და სხვ. ფილოს. შრომებში. კომუნისტური მმართველობის დამყარების შემდეგ კი თ.თავისუფლება აღარ მიეკუთვნებოდა ქართ. ფილოს. აზროვნების წამყვან თემათა რიცხვს. უფრო მეტიც, ამ პერიოდში არათუ თავისუფლების პრინციპის პრაქტიკაში განხორციელება გახდა შეუძლებელი, არამედ თავისუფლების იდეის იგნორირება მოხდა. ამას ადასტურებს საბჭოთა საქართველოში შექმნილი თეორ. შრომები, სადაც თავისუფლების იდეა, ფაქტობრივად, დაკარგულია. თუკი აქაიქ თავისუფლების შესახებ მსჯელობას ვხვდებით, უმეტესწილად, მარქსისტულლენინისტური ფილოს. კონტექსტში ან კიდევ ფილოს. ისტ. მნიშვნელოვანი წარმომადგენლების (მაგ., კანტი, ჰეგელი, ნიცშე, შოპენჰაუერი, ჰუსერლი, ეგზისტენციალისტები და ა. შ.) მიერ შექმნილი თავისუფლების კონცეფციების განხილვისა და ანალიზის დროს. ამ მხრივ აღსანიშნავია კ. ბაქრაძის, ზ. კაკაბაძის, თ.თავისუფლება ბუაჩიძის, გ. თევზაძის და სხვათა გამოკვლევები. იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს მ. მამარდაშვილის ფილოს. ნაშრომები, რთა მიზანი სოც. ძალების გამოთავისუფლება და იმგვარი სააზროვნო სივრცის შექმნაა, სადაც ნებისმიერი ადამიანი საკუთარი თავის „არტიკულირებას“, ანუ თავისუფლების რეალიზებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ თავისუფლების იდეის გაგების ორიგინ. მცდელობები კომუნისტური პერიოდის ქართ. ფილოს. აზროვნებაში იშვიათად გვხვდება. ეს მძიმე სულიერი მდგომარეობა საგანგებო განხილვის საგნად იქცა თ.თავისუფლება ირემაძის სტატიაში `იდეების მსხვრევა. თავისუფლების იდეის ბედი საბჭოთა საქართველოს ფილოსოფიაში”, რიც გამოქვეყნდა სამეცნ.ფილოს. კრებულში „რა არის თავისუფლება? დიდი მოაზროვნეები თავისუფლების არსის შესახებ“ (თბილისი, 2010). ამ სტატიაში თავისუფლების პრობლემა გაანალიზებულია არათავისუფლების ისტ. გარკვეული ასპექტების გამოკვეთის მეშვეობით. ავტორის აზრით, უნდა შეიქმნას საგანგებო სამეცნ.კვლ. პროექტი, რის ფარგლებშიც გამოკვლეული იქნება საბჭოთა საქართველოს სინამდვილეში თავისუფლების ფილოს. იდეის/იდეალის ჩახშობის, განადგურების, დაკარგვის ისტორია და დადგენილი იქნება მისი მიზეზები. ეს ფილოს. კრებული, თავისუფლების ცნების გაგებისა და კვლევის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ქართ. ფილოსოფიაში. მასში ქართვ. მეცნიერები (ლ. ზაქარაძე, დ. ლაბუჩიძე, გ. თავაძე და თ.თავისუფლება ირემაძე) ცნობილ გერმ. სპეციალისტთან, ჰ. შნაიდერთან, ერთად თავისუფლების იდეის, მისი გაგებისა და გაცნობიერების უმნიშვნელოვანეს ასპექტებს განიხილავენ ფილოს. აზროვნების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლების (შ. ლ. მონტესკიე, ჟ. ჟ. რუსო, გ. ვ. ფ. ჰეგელი, ჰ. სპენსერი, ე. ფრომი) შემოქმედებაზე დაყრდნობით. კრებულის ავტორთა ყურადღება ამ მოაზროვნეებზე სწორედ იმიტომ შეჩერდა, რომ ისინი თავისუფლების პრობლემას ერთი რომელიმე პერსპექტივიდან გამომდინარე კი არ განიხილავენ, არამედ კომპლექსურად, ინტერკულტურულ და ინტერდისციპლინურ ჭრილში. თავისუფლების პრობლემამ დღეს ხელახალი აქტუალიზაცია განიცადა, რადგან თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, კერძოდ კი, ნეირომეცნიერებების, სფეროში დაგროვილმა კვლევის შედეგებმა თავისუფლების არსის ახლებური გააზრებისა და მისი გადააზრების საჭიროება დაგვანახა.
 
==ლიტერატურა==
ხაზი 7:
* ბუაჩიძე თ., ფილოსოფიური ნარკვევები, ტ. 2, თბ., 2005;
* ვაჟაფშაველა, რას ჰქვიან თავისუფლება?, წგ.: ქართული სიტყვიერება, ტ. 6, თბ., 2011;
* ევროპული პასუხისმგებლობა. მერაბ მამარდაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, რედაქტორშემდგენელი თ.თავისუფლება ირემაძე, გამოც. მე-2, თბ., 2013;
* ჯორჯაძე ა., წერილები, თბ., 1989.