კუთხე: განსხვავება გადახედვებს შორის

მომხმარებლის 94.43.206.189 ცვლილებების გაუქმება (№3379014)
(მომხმარებლის 94.43.206.189 ცვლილებების გაუქმება (№3379014))
{{წყარო}}
[[ფაილი:კუთხე.jpg|200პქ|კუთხე|მინი]]
'''კუთხე''' —– [[გეომეტრია|გეომეტრიული]] [[ფიგურა]], [[სიბრტყე|სიბრტყის]] ნაწილი, რომელიც მოქცეულია საერთო სათავის მქონე ორ განსხვავებულ [[სხივი|სხივს]] შორის. საერთო სათავეს, საწყის წერტილს, რომლიდანაც ეს ორი სხივი იწყფებაიწყება, '''წვერო''' ეწოდება, ხოლო სხივებს – '''კუთხის გვერდები'''. კუთხე შეიძლება განლაგდეს (დაიხაზოს) სამ წერტილზე, რომელთაგან ერთი წვეროა, ხოლო დანარჩენი ორი კუთხის ორივე გვერდზე დევს. კუთხის აღსანიშნავად ხმარობენ ნიშანს „'''∠'''“. კუთხე, რომლის წვეროა ''A'', ხოლო სხვადასხვა გვერდებზე დევს ''B'' და ''C'' წერტილები (იხ. სურათი), აღინიშნება ასე: <math>\angle A</math> ან <math>\angle BAC</math>; მეორენაირი აღნიშვნის დროს, შუაში იწერება წვეროს აღმნიშვნელი ლათინური ასო. კუთხის სიდიდე [[გრადუსი|გრადუსებით]] იზომება. ყოველ კუთხეს დადებითი გრადუსული ზომა აქვს. გრადუსული ზომების მიხედვით კუთხეებს ყოფენ შემდეგ ჯგუფებად:
*[[#მახვილი კუთხე|'''მახვილი''']] ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 90°-ზე და მეტია 0°-ზე.
*[[#ბლაგვი კუთხე|'''ბლაგვი''']] ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 180°-ზე და მეტია 90°-ზე.