იესე (ალიყული-ხანი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა ლაპსუსები, დაემატა ბმულები.
ამ შემოკლებას არ ვიყენებთ, როგორც მახსოვს.
ხაზი 41:
|ხელმოწერა =King Jesse's Signature.svg
}}
'''იესე''', ''ალიყული-ხანი'' (დ. დაახლოებით [[1680]]/[[1681]] — გ. [[1727]]), ქართლის მეფე [[1714]]-[[1716]] და [[1724]] [[1727]] წ.წ.წლებში, [[ლევან ბატონიშვილი| ლევან ბატონიშვილის]] ძე, [[ვახტანგ VI| ვახტანგ VI-ის]] ძმა.
 
[[1705]]-[[1714]] ირანში შაჰის სამსახურში იყო. ებრძოდა შაჰის წინააღმდეგ აჯანყებულ ავღანელებს ჯერ ბიძამისის - ქართლის მეფე [[გიორგი XI| გიორგი XI-ის]], ხოლო შემდეგ ძმის - ქართლის მეფე [[ქაიხოსრო (მეფე)|ქაიხოსროს]] მეთაურობით. [[1708]] გიორგი XI-მ ქირმანის (ქალაქი და ისტორიული ოლქი ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში) ნაიბად დაინიშნა, [[1709]] (გიორგი XI-ის დაღუპვის შემდეგ) შაჰმა ქირმანის ბეგლარბეგობა უბოძა. იესეს მუსლიმანური სახელი ალიყული-ხანი ეწოდა. [[1711]] დაინიშნა თოფჩიბაშად (არტილერიის უფროსი). [[1714]], როდესაც ვახტანგმა (შემდეგში ვახტანგ VI) უარი თქვა მაჰმადიანობის მიღებაზე, შაჰმა იესე ქართლის მეფედ დაამტკიცა. ქართლის ჯარით ეხმარებოდა კახეთის მეფე [[დავით II, იმამყული-ხანი|დავით II-ს]] (იმამყული-ხანს) ლეკების შემოსევათა მოგერიებაში. [[1716]], როდესაც ქართლის მეფობა ვახტანგმა მიიღო, იესე თელავს გაიხიზნა, მაგრამ შეიპყრეს და გადასცეს [[ბაქარი|ბაქარს]], რომელიც ქართლს განაგებდა.