იესე (ალიყული-ხანი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გასწორდა ლაპსუსები, დაემატა ბმულები.
ხაზი 41:
|ხელმოწერა =King Jesse's Signature.svg
}}
'''იესე''', ''ალიყული-ხანი'' (დ. დაახლოებით [[1680]]/[[1681]] — გ. [[1727]]), ქართლის მეფე [[1714]]-[[1716]] და [[1724]] – [[1727]] წ.წ., [[ლევან ბატონიშვილი| ლევან ბატონიშვილის]] ძე, [[ვახტანგ VI| ვახტანგ VI-ის]] ძმა.
 
[[1705]]-[[1714]] ირანში შაჰის სამსახურში იყო. ებრძოდა შაჰის წინააღმდეგ აჯანყებულ ავღანელებს ჯერ ბიძამისის - ქართლის მეფე [[გიორგი XI| გიორგი XI-ის]], ხოლო შემდეგ ძმის - ქართლის მეფე [[ქაიხოსრო (მეფე)|ქაიხოსროს]] მეთაურობით. [[1708]] გიორგი XI-მ ქირმანის (ქალაქი და ისტორიული ოლქი ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში) ნაიბად დაინიშნა, [[1709]] (გიორგი XI-ის დაღუპვის შემდეგ) შაჰმა ქირმანის ბეგლარბეგობა უბოძა. იესეს მუსლიმანური სახელი ალიყული-ხანი ეწოდა. [[1711]] დაინიშნა თოფჩიბაშად (არტილერიის უფროსი). [[1714]], როდესაც ვახტანგმა (შემდეგში ვახტანგ VI) უარი თქვა მაჰმადიანობის მიღებაზე, შაჰმა იესე ქართლის მეფედ დაამტკიცა. ქართლის ჯარით ეხმარებოდა კახეთის მეფე [[დავით II, იმამყული-ხანი|დავით II-ს]] (იმამყული-ხანს) ლეკების შემოსევათა მოგერიებაში. [[1716]], როდესაც ქართლის მეფობა ვახტანგმა მიიღო, იესე თელავს გაიხიზნა, მაგრამ შეიპყრეს და გადასცეს [[ბაქარი|ბაქარს]], რომელიც ქართლს განაგებდა.
ხაზი 48:
 
==ოჯახი==
იესეს ჰყავდა უამრავი ხარჭა და ორი ცოლი: პირველად მან ცოლად შეირთო მარიამ ყაფლანიშვილი-ორბელიანი ([[1692]]-[[1767]], ხოლო მეორედ [[ელენე ბეგუმი–ელისაბედი|ელენე ბეგუმი]] ([[1687]] – [[27 აპრილი]], [[1750]] ) მათგან მას ჰყავდა 11 შვილი:
* [[ალექსანდრე იესეს ძე|ალექსანდრე ბატონიშვილი]] (ისჰაკ ბეგი) (1705-1773), ხარჭისგან; ქართლის ნაიბი
* [[გიორგი ბატონიშვილი (ალაჰვერდი ბეგი)]] (1713–1762), მარიამისგან; ცოლად შეირთო თამარ ციციშვილი, რომლისგანაც ეყოლა ვაჟი დიმიტრი
* [[აბდულა-ბეგი|არჩილ ბატონიშვილი]] (აბდულა ბეგი) (1713–1762), ხარჭისგან
* [[დავით ბატონიშვილი (იესეს ძე)|დავით ბატონიშვილი]] (1716–1738), ელენესგან
* ნიკოლოზ ბატონიშვილი, ელენესგან
* იოანე ბატონიშვილი (გარდაიცვალა 1717), ელენესგან
* ხორეშან ბატონიშვილი (გარდაიცვალა 1754), ელენესგან
* ანასტასია ბატონიშვილი (გარდაიცვალა 1731), ელენესგან
* [[ანტონ I|თეიმურაზ ბატონიშვილი]] (1720–1788), მოგვიანებით გახდა კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I.
* [[ლევან ბატონიშვილი (ჰუსეინ ბეგი)]] (გარდაიცვალა 1758), ხარჭისგან
* სახელი უცნობია, ხარჭისგან