შარლ III ლოთარინგიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
შარლი დაიბადა [[1543]] წლის [[18 თებერვალი|18 თებერვალს]], [[ლოთარინგიის საჰერცოგო|ლოთარინგიის]] [[ჰერცოგი|ჰერცოგ]] [[ფრანსუა II (ლოთარინგია)|ფრანსუა II]]-ის ოჯახში. შარლის დედა იყო [[დანია|დანიისა]] და [[ნორვეგია|ნორვეგიის]] პრინცესა - [[ქრისტინა დანიელი]]. ჯერ კიდევ მაშინ როცა, შარლი სულ რაღაც ორი წლის იყო, ფრანსუა გარდაიცვალა. იმის გათვალისწინებით რომ იგი ოჯახში ერთად ერთი ვაჟი იყო (მას ჰყავდა ორი უმცროსი და), ორი წლის შარლი ლოთარინგიის ჰერცოგი გახდა. მისი მცირეწლოვანებიდან გამომდინარე, რეგენტი დედამისი ხდება, რომელიც თავისი ძმის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული.
 
შარლის დედა იყო [[საღვთო რომის იმპერატორთა სია|საღვთო რომის იმპერატორ]] [[კარლ V]]-ის დიშვილი, რომლის მოსისხლე მტერი იყო [[საფრანგეთის მონარქების სია|საფრანგეთის მეფე]] [[ანრი II (საფრანგეთი)|ანრი II]]. ანრიმ ისარგებლა ლოთარინგიის დასუსტებით და [[1552]] წელს დიდი ლაშქრით შეიჭრა. ამავე წელს მან დაიპყრო [[ლოთარინგიის საჰერცოგო|ლოთარინგიის]] სამი საეპისკოპო, რომელთაგან ერთი იყო [[მეცი,]] - [[ლოთარინგიის საჰერცოგო|ლოთარინგიის]] ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი. აქედან მოყოლებული ლოთარინგიის დედაქალქად [[ნანსი]] ცხადდება და იქ გადადის სამეფო ოჯახი და რეზიდენცია. ამ დროისათვის შარლი მხოლოდ ცხრა წლის იყო, ფრანგები კი მისი ტახტიდან ჩამოგდებისათვის იბრძოდნენ, თუმცა [[კარლ V]]-ის ჯარები დროულად გამოჩნდა და მას ტახტი შეუნარჩუნეს.
[[ფაილი:ClaudedeValois.jpg|მარცხნივ|მინი|[[კლაუდია ვალუა]], შარლ III-ის მეუღლე]]
[[1559]] წელს თავისი პოზიციების განსამტკიცებლად ცოლად მოიყვანა 11 წლის [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] პრინცესა [[კლაუდია ვალუა]], აწ გარდაცვლილი [[ანრი II (საფრანგეთი)|ანრი II]]-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ [[ეკატერინე მედიჩი|ეკატერინე მედიჩის]] შუათანა ქალიშვილი და, საფრანგეთის მეფე [[ფრანსუა II (საფრანგეთი)|ფრანსუა II]]-ის უმცროსი და. [[კლაუდია ვალუა|კლაუდიასთან]] ქორწინება ლოთარინგიისათვის საფრანგეთთან მშვიდობის გარანტია იყო. თუმცა ფრანგებმა მათთვის ჩვეულ ვერაგობას მიმართეს და ქორწინების შემდეგ შარლსა და [[კლაუდია ვალუა|კლაუდიას]] პარიზის დატოვების უფლება არ მისცეს. მათ საფრანგეთში თითქმის მთელი წელი გაატარეს. იქ შარლმა გაიცნო [[ესპანეთის მონარქების სია|ესპანეთის მეფე]] [[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II]] და დედოფალი [[ელიზაბეტა ვალუა]], რომლებიც შარლს ქვისლად და ცოლისდად ერგებოდნენ. მას ასევე რძლად ერგებოდა [[შოტლანდია|შოტლანდიისა]] და [[საფრანგეთის დედოფლების სია|საფრანგეთის დედოფალი]] [[მარიამ სტიუარტი|მარია სტიუარტი]]. ამას გარდა იგი ამ ქორწინებით ასევე დაუნათესავდა სამეფო ოჯახის სხვა გავლენიან წევრებსაც. [[1559]] წლის [[ნოემბერი|ნოემბერში]] შარლმა ოფიციალურად თქვა უარი საფრანგეთის ტახტზე შეძენილ უფლებებზე და აღიარა საფრანგეთის მეფის უზენაესობა, მხოლოდ ამის შემდგომ დართეს ნება მას და კლაუდიას, რომ ლოთარინგიაში დაბრუნებულიყვნენ. ამავე წლის დეკემბერში მეფე [[ფრანსუა II (საფრანგეთი)|ფრანსუა II]] გარდაიცვალა და ტახტზე ადის შარლის კიდევ ერთი ცოლისძმა - [[შარლ IX (საფრანგეთი)|შარლ IX ვალუა]]. [[1562]] წელს შარლმა საფრანგეთს ფინანსური დახმარება სთხოვა რაზეც ფრანგები ნაწილობრივ დათანხმდნენ.
 
როგორც ვიცით, [[ლოთარინგიის საჰერცოგო|ლოთარინგია]] [[საფრანგეთის სამეფო|საფრანგეთის სამეფოსა]] და [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერიას]] შორის მდებარე პატარა საჰერცოგო იყო, ამიტომაც მას აუცილებლად სჭირდებოდა ნეიტალური და თბილი ურთირთობა ამ ორივე სახელმწიფოსან. შარლმა განაგრძო მისი წინაპრების პოლიტიკა და ცდილობდა მაქსიმალურად ნეიტრალური ყოფილიყო ორივე ქვეყანასთან ურთიერთობაში. მან გაატარა [[გერმანელები|გერმანელი]] [[ჰუგენოტები]] რომლებიც საფრანგეთიდან გერმანიაში მიდიოდნენ, აგრეთვე გზა გაუხსნა [[ესპანელები|ესპანელ]] [[კათოლიციზმი|კათოლიკეებს]] რომლებიც [[ფრანშ-კონტე|ფრანშ-კონტედან]] საფრანგეთში გადადიოდნენ. ამით მან საღვთო რომის იმპერატორსაც ასიამოვნა და საფრანგეთის მეფესაც გაუწია სამსახური.
 
[[1575]] წელს მშობიარობისას 28 წლის [[კლაუდია ვალუა|კლაუდია]] გარდაიცვალა. შარლი ამის შემდგომ აღარ დაქორწინებულა, ვინაიდან მას ძალიან უყვარდა კლაუდია და არ სურდა მისი სხვა ქალით ჩანაცვლება, მითუმეტეს რომ რამოდენიმე ვაჟი ჰყავდა და მემკვიდრეობის პრობლემა არ იქნებოდა. [[1576]] წელს [[საფრანგეთის მონარქების სია|საფრანგეთის მეფე]] [[ანრი III ვალუა|ანრი III]]-მ (რომელიც ასევე კლაუდიას ძმა იყო) ცოლად მოიყვანა [[ლუიზა დე ლორენ-ვემონტი]], რომელიც შარლის ბიძაშვილი იყო. ეს ყოველივე შარლმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ფრანკო-ლოთარინგიული ალიანსი კვლავ განაახლა.
[[ფაილი:Monogram of Charles III, duke of Lorraine.svg|მინი|288x288პქ|შარლ III-ის სამეფო მონოგრამა]]
[[1580]] წელს ქალაქ [[ნანსი|ნანსში]] დაესწრო საერთაშორისო სახალხო კრებას. [[1584]] წელს გარდაიცვალა [[ალანსონის საჰერცოგო|ალანსონის ჰერცოგი]], [[ფრანსუა დე ვალუა|ფრანსუა ვალუა]], რომელიც [[ანრი III ვალუა|ანრი III]]-ის ძმა და მისი მემკვიდრე იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ანრის შვილი არ უჩნდებოდა [[სალის კანონი|სალის კანონის]] თანახმად ტახტის პირველ მემკვიდრედ ცხადდებოდა ანრის უმცროსი, ცოცხალი დის, [[ნავარის სამეფო|ნავარის]] დედოფალ [[მარგარიტა დე ვალუა|მარგარიტა ვალუას]] მეუღლე [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი III ბურბონი]], შემდგომი მემკვიდრე იყო უფროსი გარდაცვლილი დის, [[ელიზაბეტა ვალუა|ელიზაბეტას]] მეუღლე, [[ესპანეთის მონარქების სია|ესპანეთის მეფე]] [[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II]], ხოლო ტახტის მესამე მემკვიდრედ შარლი დასახელდა როგორც [[კლაუდია ვალუა|კლაუდიას]] მეუღლე. ტახტის მემკვიდრე [[ნავარის მონარქების სია|ნავარის მეფე]] გახდა, თუმცა [[ანრი I დე გიზი|გიზის ჰერცოგმა]] [[ანრი III ვალუა|ანრი III]]-ზე ზემოქმედებით ნავარელს ტახტზე უფლებები ჩამოერთვა.
 
[[1589]] წელს საფრანგეთის მეფე [[ანრი III ვალუა|ანრი III]] გარდაიცვალა. ტახტისათვის ბრძოლა ატყდა [[ნავარის მონარქების სია|ნავარის მეფე]] [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი დე ბურბონსა]] და [[ესპანეთის მონარქების სია|ესპანეთის მეფე]] [[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II]]-ს შორის. შარლს არ ჰქონდა იმის შესაბამისი ძალა რომ ასეთ დიდმდიდარ და ძლიერ მონარქებს მორეოდა, ამიტომაც თავიდანვე ნეიტრალური მდგომარეობა შეინარჩუნა. მას ორივე მეფემ 2 700 000 ოქროს [[ეკიუ]] გადაუხადა, რათა ტახტზე უარი ეთქვა. მან მშვენივრად იცოდა, რომ ტახტზე ვერ ავიდოდა, ამიტომაც ფული აიღო და ეს თანხა [[ლოთარინგიის საჰერცოგო|ლოთარინგიის]] [[ეკონომიკა|ეკონომიკისა]] და [[კულტურა|კულტურის]] აღორძინებას მოახმარა, ცხადია იზრუნა სამხედროთა უკეთ შეიარაღებაზეც. ხუთწლიანი ბრძოლის შემდეგ ტახტი [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი IV]]-მ მიიღო, ხოლო [[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპემ]] აღიარა მისი უფლებები საფრანგეთის ტახტზე. თავად შარლი კათოლიკე იყო, ამიტომაც მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც ღრმად მორწმუნე ფილიპთან, ისე ახლად მოქცეულ ანრისთან.
 
[[საფრანგეთის რელიგიური ომები|საფრანგეთის რელიგირმა ომებმა]] საკმაოდ კარგად იმოქმედა ლოთარინგიაზე. ფრანგებს ახლა უკვე აღარ ეცალათ ლოთარინგიისათვის, რამაც მის მოსახლეობას ცოტა ხნით ამოსუნთქვის საშუალება მისცა. შარლის ინიციატივით [[1572]] წელს ნანსში გაიხსნა პირველი ლოთარინგიული უნივერსიტეტი. ასევე მისი ხელშეწყობით აშენდა და განახლდა მრავალი ციხესიმაგრე, ეკლესია, გზები, სარწყავი არხები, ხიდები და კანალიზაციის სისტემა. შარლი ხალხში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. მან დააარსა ქალაქი [[კერმონ-ენ-არგონი]]. ამას გარდა აღორძინდა მხატვრობა და ხელოვნების სხვა უამრავი დარგი.
 
შარლ III გარდაიცვალა [[1608]] წლის [[14 მაისი|14 მაისს]], ლოთარინგიის საჰერცოგოს დედაქალაქ ნანსში. მის დაკრძალვას დაესწრნენ საფრანგეთის მეფე და საღვთო რომის იმპერატორი.
 
== შვილები ==
[[ფაილი:Charles&Claude.jpeg|მინი|228x228პქ|შარლ III თავის მეუღლე, [[კლაუდია ვალუა|კლაუდია ვალუასთან]] ერთად]]
[[1559]] წელს შარლმა ცოლად შეირთო საფრანგეთის პრინცესა [[კლაუდია ვალუა]] რომელთანაც 9 შვილი შეეძინა:
# [[ანრი II ლოთარინგიელი]] (1563-1624), ლოთარინგიის ჰერცოგი
# [[კრისტინა ლოთარინგიელი]] (1565-1637), ტოსკანის დიდი ჰერცოგინია
# [[შარლ ლოთარინგიელი]] (1567-1607), მეცის, სტრასბურგის და ლოთარინგიის კარდინალი
# [[ანტუანეტა ლოთარინგიელი]] (1568-1610), ციურიხის, კლევისა და ბერგის ჰერცოგინია
# ანა ლოთარინგიელი (1569-1576), ლოთარინგიის პრინცესა
# [[ფრანსუა II ლოთარინგიელი]] (1572-1632), ლოთარინგიის ჰერცოგი და ვუდემონტის გრაფი
# [[ეკატერინე ლოთარინგიელი]] (1573-1648), რემინემონტის ჰერცოგინია
# [[ელიზაბეტ ლოთარინგიელი]] (1574-1635), ბავარიის ჰერცოგინია
# კლაუდია (1575) დაბადებიდან რამოდენიმე საათში გარდაიცვალა