ჩან კაიში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎სინხაის რევოლუცია: clean up, replaced: ანსამბლე → ასამბლე using AWB
ხაზი 26:
ში-კაის სიკვდილის შემდეგ ქვეყანა ფაქტობრივად გაიყვეს მილიტარისტულმა ჯგუფებმა, დუძიუნებმა – გენერლებმა და პროვინციის ყოფიმა გუბერნატორებმა, რომელთაც საკუთარი ჯარი ჰყავდათ და გავლენის სფეროების გასაფართოვებლად ერთმანეთს ებრძოდნენ. იქმნებოდა ახალ-ახალი ბლოკები, გუშინდელი მოკავშირეები დღეს ერთმანეთს მტრობდნენ, პროვინციებში აწესებდნენ საკუთარ გადასახადებს და კანონებს, ჩინეთში ანარქიამ დაისადგურა.
 
გამონაკლისი იყო სამხრეთი-პროვინცია [[გუანდუნი]], სადაც წარმოიქმნა ახალი რევოლუციური კერა, ხელისუფლების ორგანოებით. გუანდუნის დედაქალაქში – გუანჯოუში (კანტონში) სუნ იატსენის მთავრობა და გომინდანი მოქმედებდა. აქ 1917 წელს, პროვინციის დროებითმა ანსამბლეამასამბლეამ სუნი აირჩია სამხედრო მთავრობის ხელმძღვანელად, 1921 წლიდან პრეზიდენტის უფლებამოსილებით. სუნ იატსენი და გომინდანი ესწრაფვიან ჩინეთის გაერთიანებას, ფეოდალური შუღლისა და შინააშლილობების მოსპობას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების დამკვიდრებას.
 
გომინდანის და ეროვნულ -განმანთავისუფლებელი რევოლუციური ბაზის განმტკიცებამ გამოიწვია რეაქციული ძალების ახალი შეტევა, რომელთაც სუნ იატსენის მთავრობის დამხობა განიზრახეს. [[ინგლისი|ინგლისელი]] კოლონიზატორების მიერ მოსყიდულმა სუნის უახლოესმა გენერალმა ჩენ ძიუნ-მინმა უღალატა მას და 1922 წლის 16 ივნისს ამბოხი დაიწყო. ერთგული სამხედროების თავგანწირული მოქმედებით სუნ იატსენი სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ იძულებული გახდა დაეტოვებინა გუანჯოუ და სამხედრო კრეისერით მდინარე ვამპუსათვის შეეფარებინა თავი. მასთან ერთდ იმყოფებოდა ჩან კაი-ში, რომელიც ადრე აფრთხილებდა სუნ იატსენს, რომ ძიუნ-მინი სანდო არ იყო. შეტაკებები დაახლოებით ორი თვე გრძელდებოდა, 6 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ სუნის ერთგული ჯარები დამარცხდნენ. სუნ იატსენი მხოლოდ ჩან კაი-შის იმედად დარჩა.სუნმა [[საფრანგეთი]]ს კონცესიის ტერიტორიას შეაფარა თავი, ხოლო ჩან კაი-ში მიემგზავრება ფუძიანის პროვინციაში და ხელახლა აგროვებს ჯარებს გუანჯოუზე შესატევად. მიუხედავად დამარცხებისა, სუნ იატსენის ავტორიტეტი კვლავაც უზარმაზარი იყო, ჩანი ახერხებს სერიოზული ძალის ორგანიზებას და რევოლუციის ერთგული სხვა სამხედროების ენერგიული მოქმედებით 1923 წლის იანვარში განდევნეს ამბოხებულები. 1923 წლის 21 თებერვალს გამარჯვებული სუნ იატსენი კვლავ გუანჯოუში ბრუნდება. ჩან კაი-ში გომინდანის ჯარების შტაბის უფროსად ინიშნება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩან_კაიში“-დან