ლაზიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
'''ლაზიკა''' — ისტორიული მხარე დასავლეთ [[საქართველო]]ში. ფეოდალური ხანის [[ეგრისის სამეფო]]ს ერთ-ერთი პროვინცია. მოიცავდა ტერიტორიას მდ. [[რიონი]]ს ქვემო დინებასა და მდ. [[ჭოროხი]]ს შესართავს შორის (გვიანდელი [[გურია]], [[საჯავახო (მხარე)|საჯავახო]]-[[საჩინო (მხარე)|საჩინოს]] ჩათვლით და [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] [[აჭარა|აჭარის]] სანაპირო მხარე).
 
პირველად მოიხსენიება [[VII საუკუნე]]ში ანონიმური ავტორის "სომხურ გეოგრაფიაში" ("ლაზივის" სახელწოდებით){{ფაქტი}}, ბიზანტიელი ავტორები დასავლეთ [[საქართველო]]ს [[ლაზიკის სამეფო]]ს უწოდებდნენ. [[პროკოპი კესარიელი]]ს ([[VI საუკუნე]]) მიხედვით, ეს ტერიტორია სრულიად დაუსახლებელი ყოფილა, ხოლო [[აგათია სქოლასტიკოსი]] (VI საუკუნე) ლაზიკის ტერიტორიაზე ასახელებს ციხესიმაგრე [[ტელეფისი|ტელეფისს]] (მკვლევარები აიგივებენ ახლანდელ. [[სამტრედიის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ტოლები|ტოლებში]], არსებული ციხესიმაგრის ნანგრევებთან). აქვე ყოფილა ქიტროპოლია, [[თიხა|თიხის]] ჭურჭლეულით სავაჭრო ადგილი. VI საუკუნის II ნახევარში ლაზიკაში შენდება ცნობილი ციხე-ქალაქი და საეპისკოპოსო ცენტრი [[პეტრა (საქართველო)|პეტრა]] (ახლანდელი სოფ. [[ციხისძირი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)|ციხისძირი]], [[ქობულეთის მუნიციპალიტეტი]]). VIII საუკუნიდან ლაზიკის პროვინციის უდიდესი ნაწილი [[გურია|გურიის]] სახელით მოიხსენიება.
== ისტორიული მდებარეობა ==
ანტიკური ავტორები ლაზიკის მდებარეობის შესახებ უამრავ ცნობებს იძლევიან. პირველ რიგში საინტერესოა [[პროკოფი კესარიელი]]ს ცნობები ლაზიკის საზღვრების შესახებ. {{ციტატა| ლაზიკა, პროკოფის ცნობით, იწყება იქ, სადაც "პონტო თავდება". აქ ქმნის ნახევარმთვარის მსგავს ნაპირს და ამ ნახევარმთავრის გადასავალი უდრის 550 სტადიონს. ხოლო მის უკან მდებარე ქვეყანა არის ლაზური და ასეც იწოდება. მათ შემდეგ შიდა ხმელეთზე მოდის სკვიმნია და [[სვანეთი|სვანია]]. ამ ქვეყნის გვერდით, [[იბერია|იბერიის]] გასწვრივ ცხოვრობენ მესხები. იქ მაღალი მთებია, გავრცობილი კავკასიის მთებამდე, ამათ უკან აღმოსავლეთით არის იბერია, რომელიც პერსარმენიელებამდე აღწევს.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაზიკა“-დან