ბარისან დე იბელინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 36:
დაიბადა სავარაუდოდ ჩრდილოეთ [[იტალია|იტალიაში]]. მის ცხოვრებაზე არაფერია ცნობილი [[1115]] წლამდე, როდესაც იგი [[იაფის და ასკალონის საგრაფო|იაფის საგრაფოს]] [[კონსტებლი]] გახდა. [[1122]] წელს ერთგული სამსახურისთვის დაქორწინებული იქნა ელვისზე, [[რამლის სენიორია|რამლის]] სენიორის, [[ბალდუინ I რამლელი|ბალდუინ I]]-ის ქალიშვილზე.
 
[[1134]] წელს, როდესაც [[ჰუგო II დე პიუზე]] — იაფის გრაფი [[იერუსალიმის სამეფო|იერუსალიმის მეფეს]] — [[ფულკი (იერუსალიმი)|ფულკს]] აუჯანყდა, ბარისანმა მეფეს დაუჭირა მხარი და მალევე დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი სამეფო კარზე. [[1141]] წელს საკუთრებაში მიიღო ახლად-აშენებული [[იბელინი]]ს ციხე, რომელიც მდებარეობდა [[იაფა|იაფასა]] და [[აშკელონი|ასკალონს]] შორის. ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ [[ფატიმიდების სახალიფო|ფატიმიანთა]] ხელში იყო. [[1148]] წელს ბარისანმა ქორწინების გზით მიიღო [[რამლის სენიორია]]. იმავე წელს, [[მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა|მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის]] მონაწილეთა ჩამოსვლის შემდეგ მონაწილეობდა [[აკრის საბჭო|აკრის საბჭოში]], სადაც გადაწყდა [[დამასკო|დამასკოზე]] შეტევა.
 
გარდაიცვალა [[1150]] წელს. მისი მემკვიდრეობა მისმა ვაჟმა, [[ჰუგო დე იბელინი|ჰუგომ]] მიიღო.
 
== ლიტერატურა ==