ჩრდილოეთი კორეა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 58:
 
== ისტორია ==
დღეს კორეის ნახევარკუნძულზე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობს-ჩრდილოეთ და [[სამხრეთი კორეა|სამხრეთ კორეა]]. ვარაუდობენ, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ადამიანის უძველესი კვალი მიეკუთვნება გგვიანდელ [[პალეოლითი|პალეოლითს]].  კორეის კუნძულზე ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ჩოსონი ძვ. წ V-IV საუკუნეებში ძლიერი მონათმფლობელური სახელმწიფო იყო. მას შემდეგ, ამ ტერიოტრიაზეტერიტორიაზე არსებობდა არაერთი ფეოდალური სახელმწიფო. კორეაში ოდითგანვე გავრცელდა ჩინეთიდან [[კონფუციანელობა]] და [[ბუდიზმი]].
 
კორეელი ისტორიკოსები იუწყებიან, რომ პირველი კორეელი მმართველი დაიბადა ჩვ.წ აღრიცხვამდე 2333 წელს. ასევე, ძვ. წ. აღ 700 წლისთვის, კორეის სამეფო განიცდიდა კულტურულ აღმავლობას, მთელს ქვეყანაში სასახლეებისა და ბაღების შენებითა და იაპონური კულტურის გავრცელებით.  მეცამეტე საუკუნის დასაწყისში [[მონღოლები]] შეიჭრნენ კორეაში, მათი ქვეყნიდან გაძევება კი  ერთ-ერთმა სარდალმა, ლი სონ გემ, მოახერხა. სწორედ ლი ავიდა 1392 წელს ტახტზე, დაიწყო მისი დინასტიის მმართველობა და კორეის სახელმწიფოს ჩოსონი ეწოდა. ამ პერიოდში ყვაოდა კორეული ლიტერატურა, იქმნებოდა როგორც მხატვრული პროზა და პოეზია, ასევე ისტორიული ლიტერატურა. ამ დროს კორეის ნახევარკუნძულზე ერთი მთლიანი სახელმწიფო არსებობდა.<ref>(n.d.). Retrieved from http://nkorea.narod.ru/history.html</ref>