ბალკანეთის მეორე ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 1:
[[ფაილი:Occupied territories in the Balkans, end of April 1913.png|მარჯვნივ|მინი|300პქ|ბალკანეთის მეორე ომი]]
'''ბალკანეთის მეორე ომი''' ([[1913]] წლის 29 ივნისი — 10 აგვისტო) — [[ბულგარეთი]]ს ომი [[სერბეთი|სერბეთთან]], [[რუმინეთი|რუმინეთთან]] [[საბერძნეთი|საბერძნეთთან]], [[ჩერნოგორია]]სთან და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთთან]], რომლის მიზეზი იყო მოკავშირეთა ბანაკში არსებული წინააღმდეგობანი. კონფლიქტის ძირითად საბაბად [[მაკედონია (ოლქი)|მაკედონიის]] ტერიტორია იქცა. სერბეთი, რომელმაც ვერ მიიღო გასასვლელი ადრეატიკის ზღვაზე, საკომპენსაციოდ თითქმის მთელ მაკედონიას ითხოვდა. მას მხარს უჭერდა საბერძნეთი და ამ შემთხვევაში უპირისპირდებოდა ბულგარეთს, რომელიც კარგავდა [[ბალკანეთის პირველი ომი|I ომში]] მოპოვებულ ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს. საბერძნეთმა და სერბეთმა 1 ივნისს დადეს ფარული შეთანხმება ბულგარეთის წინააღმდეგ, მათ შეუერთდა რუმინეთიც, რომელიც ბულგარეთისგან [[დობრუჯა]]ს მოითხოვდა. 30 ივნისს ბულგარელებმა მაკედონიაში დაიწყეს შეტევა სერბებისა და საბერძნეთის ჯარების წინააღმდეგ, ბულგარელები დამარცხდნენ. 10 ივლისს ომში ჩაება რუმინეთი. ჩრდილოეთ ბულგარეთში ბულგარელების არმია არ ჰყავდათ და [[სოფია|სოფიისკენ]] მიმავალ გზაზე რუმინელები წინააღმდეგობას არ ხვდებოდნენ. ბულგარეთის წინააღმდეგ ჩერნოგორიაც ამხედრდა. ანტიბულგარულ კოალიციას შეუერთდა ოსმალეთიც, რომელსაც სურდა ესარგებლა ბულგარეთის მძიმე მდგომარეობით და I ომში დაკარგული ტერიტორიის ნაწილი მაინც დაიბრუნა. მან დაარღვია [[1913]] წლის [[ლონდონის ხელშეკრულება (1913)|ლონდონის ხელშეკრულება]] და 21-22 ივლის დაიკავა [[ადრიანოპოლი]]. ბულგარეთი იძულებული გახდა ზავი ეთხოვა. [[ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება (1913)|ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით]] (1913) მან დაკარგა ახლად შემოერთებული ტერიტორიები მაკედონიასა და თრაკიაში, აგრეთვე სამხრეთ დობრუჯა. სერბებმა მიიღეს მაკედონიის სადავო ტერიტორია, რუმინეთმა - სამხრეთ დობრუჯა; საბერძნეთმა სამხრეთ მაკედონია, [[ეპირი]], [[სალონიკი]], დასავლეთ თრაკიის ნაწილი და [[ეგეოსის ზღვა|ეგეოსის ზღვის]] თითქმის ყველა კუნძული. [[1913]] წლის [[კონსტანტინოპოლის საზავო ხელშეკრულება (1913)|კონსტანტინოპოლის საზავო ხელშეკრულების]] საფუძველზე ოსმალეთმა დაიბრუნა ადრიანოპოლი და აღმოსავლეთ თრაკიის ნაწილი. ბალკანეთის ქეყნების გამარჯვებას ოსმალეთზე დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ბალკანეთის ხალხების განთავისუფლება ოსმალთა ბატონობისაგან ამ ნაშთების ლიკვიდაციის ყველაზე დიდი საწინდარი იყო. ბალკანეთის ომებმა კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა [[ანტანტა]]ს და [[სამთა კავშირი|სამთა კავშირს]] შორის და ამით დააჩქარა [[I მსოფლიო ომი]]ს დაწყება.
 
== ლიტერატურა ==