კალათბურთის პოზიციები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ასევე ცნობილი როგორც → აგრეთვე ცნობილი, როგორც (3) using AWB
clean up, replaced: აგრეთვე ცნობილი, როგორც → აგრეთვე ცნობილი როგორც (3) using AWB
ხაზი 9:
 
=== მსროლელი ===
მსროლელი, აგრეთვე ცნობილი, როგორც მეორე, ჩვეულებრისამებრ გუნდში საუკეთესო მსროლელია, აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ესროლოს 6 მეტრის, ან უფრო დიდი დისტანციიდან. გარდა შორიდან სროლისა, მსროლელს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ კარგად ფლობდეს ბურთს, ასევე ფართან გუნდის შეტევის ნაყოფიერად დასრულება შეეძლოს. NBA-ის ტიპური მსროლელის სიმაღლე 193-201 სმ-ია. ევროპელი ტიპური მსროლელის სიმაღლე კი 189-198 სმ-ია.
 
ეს პოზიცია დღევანდელ კალათბურთში აძლევს საშუალებას მოთამაშეს, შექმნას თავისუფალი ზონები და შექმნას მეტი შესაძლებლობა სხვა მოთამაშეებისთვის. მსროლელები არიან უფრო მეტად სწრაფები და გამხდრები, ვიდრე სხვა მცველები და ასევე უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე, ვიდრე მცირე ფორვარდები. ცნობილი მსროლელები არიან: [[დუეინ უეიდი]], [[კობი ბრაიანტი]], [[მაიკლ ჯორდანი]], ჯეისონ ტერი, [[ტრეისი მაკგრედი]], რიჩარდ ჰემილტონი, [[რეჯი მილერი]], [[რეი ალენი]], კლაიდ დრექსლერი, [[ჯერი ვესტი]].
ხაზი 20:
 
=== მძიმე ფორვარდი ===
აგრეთვე ცნობილი, როგორც „4“, რომელიც თამაშობს იგივე სტილში, როგორც ცენტრი, რომელსაც დაცვაში მეტოქის მოთამაშეთა ბლოკი ევალება. თავდასხმაში ის მოხსნებს და მეტოქის ფართან თამაშს ითავსებს, ასევე დაცვაში მათი როლი ზონური დაცვა ან პერსონალურად მეტოქე - მძიმე ფორვარდის აყვანაა. ტიპიური NBA მძიმე ფორვარდები სიმაღლეში 203-213 სმ არიან, ევროპაში კი 203-208 სმ სიმაღლეა.
 
=== ცენტრი ===
ცენტრი, აგრეთვე ცნობილი, როგორც „5“, ჩვეულებრისამებრ თამაშობს ბაზისურ თამაშს, რომელიც ხურავს ფართან მისასვლელს. გუნდში ძირითადად ყველაზე მაღალი მოთამაშე ზუსტადაც რომ ცენტრის პოზიციის მოთამაშეები არიან, NBA-ში მათი სიმაღლე 213 და მეტია, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც: ჩაკ ჰეისი - 198 სმ და [[უეს ანსილდი]] = 201 სმ. ევროპაში მათი სიმაღლე 208 სმ-ზე მეტია, მაგრამ ძალიან იშვიათად რომ 213 სმ-ზე მაღალი იყოს. ცენტრი უმეტესწილად ქულას ფარის ქვემოდან აგდებს, მაგრამ შეიძლება პერიმეტრიდანაც კარგად ისროლოს, რომელიც ასევე მოხსნების და ფარის დაკეტვის საშუალებას აძლევს.
 
ცენტრის პოზიცია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციადაა მიჩნეული. მოთამაშეები, ჰაკიმ ოლაჯუონი, [[პატრიკ იუინგი]], [[შაკილ ონილი]], იაო მინგი და [[დუაით ჰოვარდი]] [[NBA დრაფტი|NBA დრაფტზე]] პირველ ნომრად აირჩიეს.