გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური მოწყობა: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: ასევე ცნობილი როგორც → აგრეთვე ცნობილი, როგორც using AWB
No edit summary
(clean up, replaced: ასევე ცნობილი როგორც → აგრეთვე ცნობილი, როგორც using AWB)
'''[[გაერთიანებული სამეფო]]''' არის კონსტიტუციური მონარქია, რომელშიც მონარქი არის ქვეყნის მეთაური, [[გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრი]] კი მთავრობის მეთაური. აღმასრულებელი ძალაუფლება აქვს დიდი ბრიტანეთის, შოტლანდიის და უელსის მთავრობებს და ჩრდილოეთ ირლანდიის აღმასრულებელ ძალას. საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს მთავრობასაც და ბრიტანეთის პარლამენტის ორივე, ლორდთა და [[თემთა პალატა (გაერთიანებული სამეფო)|თემთა პალატას]] ისევე როგორც შოტლანდიის პარლამენტს და უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის საკრებულოებს. მოსამართლეთა კორპორაცია აღმასრულებელი და საკანონმდებლო სისტემებისაგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლო არის ქვეყნის ყველაზე უმაღლესი სასამართლო. დიდი ბრიტანეთი არის მულტი-პარტიული სისტემა. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, ორი უდიდესი [[პოლიტიკური პარტია]]ა [[კონსერვატიული პარტია (გაერთიანებული სამეფო)|კონსერვატიული პარტია]] და [[ლეიბორისტული პარტია (გაერთიანებული სამეფო)|ლეიბორისტული პარტია]]. მიუხედავას იმისა, რომ ბრიტანეთის საპარლამენტო პოლიტიკის ისტორიას კოალიციური და უმცირესობათა მთავრობები უხილავს, first-past-the-post სისტემა, რომელიც დიდი არჩევნებისათვის გამოიყენება, ამ ორ პარტიას ძალაუფლებაში დარჩენაში ხელს უმართავს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ განვლილი საუკუნის განმავლობაში, ლეიბორისტულ და კონსერვატიულ პარტიებსაც მოუწიათ მესამე პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა იმისათვის, რომ მათ საპარლამენტო სამუშაო უმრავლესობა მოეპოვებინათ. შოტლანდიაში და უელსში, ნაციონალისტური პარტიების მიმართ ელექტორატის მზარდმა სიმპათიამ, 1970-იან წლებში ამ ქვეყნების ადმინისტრაციული გამოყოფის (devolution) საკითხი წამოჭრა. თუმცა, შოტლანდიისა და უელსის საბოლოო დევოლუცია 1990-იან წლებამდე არ მომხდარა. დღესდღეობით, შოტლანდიას, უელსს და ჩრდილოეთ ირლანდიას ყავთ საკუთარი საკანონმდებლო ინსტიტუციები და მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან ერთად. ინდივიდუალური მთავრობები პასუხისმგებლები არიან ამ ქვეყნების საშინაო საკითხების მოგვარებაზე.
 
კონსტიტუცია შედგება კონსტიტუციური კონვენციების, საკანონმდებლო აქტებისა და სხვა ელემენებისაგან და როგორც ასეთი არის არაკოდიფიცირებული.
 
ბრიტანეთის პოლიტიკური მართვის სისტემა, ასევეაგრეთვე ცნობილი, როგორც უესტმინსტერის სისტემა, გადაღებული იქნა ყოფილი ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების: [[კანადა|კანადის]], [[ავსტრალია|ავსტრალიის]], [[ახალი ზელანდია|ახალი ზელანდიის]], [[სინგაპური|სინგაპურის]], [[მალაიზია|მალაიზიის]] და [[იამაიკა|იამაიკის]] მიერ.
 
== აღმასრულებელი ძალაუფლება ==
 
გაერთიანებულ სამეფოში, აღმასრულებელი ძალაუფლება ხორციელდება [[ელისაბედ II|სოვერინის]] სახელით, რომელიც ნომინალურად აღმასრულებელ ძალას წარმოადგენს. აღამასრულებელი ძალაუფლება გაერთიანებულ სამეფოში გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, შოტლანდიის მთავრობის, უელსის ასამბლეის და ჩრდილოეთ ირლანდიის აღმასრულებელის მიერ ხორციელდება.
 
===გაერთიანებული სამეფოს მთავრობა===
 
===პრემიერ-მინისტრი და კაბინეტი===
 
 
 
 
 
{{მთავარი|გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი}}
 
 
 
 
 
[[კატეგორია:გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკა]]