ელეონორ ავსტრიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: ასევე ცნობილი როგორც → აგრეთვე ცნობილი, როგორც using AWB
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მმართველი|სახელი=ელეონორ ავსტრიელი|ორიგინალური სახელი=Eleanor of Austria|სურათი=Joos van Cleve 003.jpg|თანამდებობა=დედოფალი|ქვეყანა=[[პორტუგალია|პორტუგალიის]]|მმართველობის დასაწყისი=16 ივლისი 1518|მმართველობის დასასრული=13 დეკემბერი 1521|წინამორბედი=[[მარია არაგონელი]]|მემკვიდრე=[[ეკატერინე ავსტრიელი]]|ქვეყანა2=[[საფრანგეთი|საფრანგეთის]]|თანამდებობა2=დედოფალი|მმართველობის დასაწყისი2=4 ივლისი 1530|მმართველობის დასასრული2=31 მარტი 1547|წინამორბედი2=[[კლაუდია დე ვალუა]]|მემკვიდრე2=[[ეკატერინე მედიჩი]]|დაბადების თარიღი=15 ნოემბერი 1598|დაბადების ადგილი=[[ლავენი]], [[ფლანდრია]]|გარდაცვალების თარიღი=25 თებერვალი 1558 (59 წლის)|გარდაცვალების ადგილი=[[ტალავერა ლა რეალი]], [[ესპანეთი]]|ქორწინება=[[მანუელ I ]] [[ფრანსუა I (საფრანგეთი)]]|შვილები=[[მარია ავისი]], [[ვისეუ]]ს [[ჰერცოგინია]]|დინასტია=[[ჰაბსბურგები]]|მამა=[[ფილიპე I (კასტილია)]]|დედა=[[ხუანა I შეშლილი]]|რელიგია=[[კათოლიციზმი]]|სხვა წოდებები=[[ავსტრია|ავსტრიის]] [[ერცჰერცოგინია]], [[კასტილია|კასტილიის]] [[ ინფანტა]] და [[ტურინი]]ს [[ჰერცოგინია]]}}
'''ელეონორ ავსტრიელი''' (დ. [[15 ნოემბერი]] [[1498]] - გ. [[25 თებერვალი]] [[1558]]), ასევეაგრეთვე ცნობილი, როგორც '''ელეონორ კასტილიელი''' —
[[ავსტრიის იმპერია|ავსტრიის]] [[ერცჰერცოგინია]] და [[კასტილიის სამეფო|კასტილიის]] [[ინფანტი|ინფანტა]]. [[1518]]-[[1521]] წლებში [[პორტუგალიის სამეფო|პორტუგალიის]] დედოფალი როგორც [[მანუელ I (პორტუგალია)|მანუელ I]]-ის მეუღლე, [[1530]]-[[1547]] წლებში [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] დედოფალი როგორც [[ფრანსუა I (საფრანგეთი)|ფრანსუა I]]-ის მეუღლე. მეორედ დაქვრივების შემდგომ მიენიჭა [[ტურინის პროვინცია|ტურინის]] ჰერცოგინიის ტიტული რომელსაც [[1547]]-[[1558]] წლებში ატარებდა. ჰყავდა ერთად ერთი ქალიშვილი - [[მარია ავისი]], რომელიც პირველ მეუღლესთან შეეძინა.
 
== ადრეული ცხოვრება ==
ელეონორი დაიბადა [[1498]] წლის [[15 ნოემბერი|15 ნოემბერს]], [[ლავენიში|ლავენში]], [[ფლანდრია (ისტორიული ოლქი)|ფლანდრიაში]]. მისი დედ-მამა იყვნენ [[ფილიპე I (კასტილია)|ფილიპე I]] და [[ხუანა I შეშლილი|ხუანა კასტილიელი]]. ელეონორი მათი პირველი შვილი იყო, ამიტომაც მშობლებს გამორჩეულად უყვარდათ. მის შემდგომ ფილიპესა და ხუანას კიდევ 5 შვილი შეეძინათ : [[კარლ V|კარლოსი]] (შემდგომში [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომისა]] და [[ესპანეთის იმპერია|ესპანეთის]] მმართველი [[კარლ V|კარლოს V]]), [[იზაბელა ჰაბსბურგი|იზაბელა]] (შემდგომში [[დანია|დანიის]], [[შვედეთი|შვედეთისა]] და [[ნორვეგია|ნორვეგიის]] დედოფალი), [[ფერდინანდ I (სრი)|ფერდინანდი]] (შემდგომში [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის]] იმპერატორი [[ფერდინანდ I (სრი)|ფერდინანდ I]]), [[მარია ავსტრიელი|მერი]] (შემდგომში [[უნგრეთის სამეფო|უნგრეთისა]] და [[ხორვატია|ხორვატიის]] დედოფალი) და [[ეკატერინე ავსტრიელი|ეკატერინე]] (შემდგომში [[პორტუგალია|პორტუგალიის]] დედოფალი).
 
ელეონორის ბავშვობიდანვე მისი მშობლები ცდილობდნენ, რომ ელეონორი დაენიშნათ [[ინგლისის სამეფო|ინგლისის]] მომავალ მეფე [[ჰენრი VIII|ჰენრი ტიუდორზე]], თუმცა [[1509]] წელს ინგლისის მეფე გარდაიცვალა და ტახტზე ადის თავად [[ჰენრი VIII|ჰენრი VIII ტიუდორი]],რომელმაც ცოლად ელეონორის დეიდა, [[ეკატერინე არაგონელი]] მოიყვანა. ამის შემდგომ ელეონორის ქმრობის უამრავი კანდიდატი გამოჩნდა. მისი მთხოვნელები იყვნენ : [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] მეფე [[ლუი XII]], [[პოლონეთის სამეფო|პოლონეთის]] მეფე [[სიგიზმუნდ I]] და [[ლოთარინგიის საჰერცოგო|ლოთარინგიის]] ჰერცოგი [[ანტუან I ლორეინი|ანტუან I]].
 
[[1517]] წელს გამჟღავნდა ელეონორისა და [[რაინის ელექტორ პალატინი]]<nowiki/>ს, [[ფრედერიკე II პალატინ|ფრედერიკ II]]-ის სასიყვარულო ამბები. ელეონორის ძმამ, კარლოსმა შეამჩნია, რომ ფრედერიკს სასიყვარულო წერილები მისდიოდა, მან ამის გამორკვევა ბრძანა და როგორც აღმოჩნდა წერილები ელეონორისგან მისდიოდა. კარლოსმა ფრედერიკი გაასამართლა და საღვთო რომის იმპერიიდან გააძევა. ამავე წელს კარლოსი ესპანეთის მეფე ხდება.
 
== პორტუგალიის დედოფლობა ==
[[ფაილი:Manuel I of Portugal.jpg|მინი|მანუელ I, ელეონორის პირველი მეუღლე]]
ამ აბმბების შემდეგ, კარლოსმა გადაწყვიტა ელეონორი რაც შეიძლება სწრაფად გაეთხოვებინა. კარლოსმა ძალიან მალე ელეონორს შესაფერისი საქმრო უპოვა. ეს იყო პორტუგალიისა და [[ალავარი|ალავგარის]] მეფე [[მანუელ I (პორტუგალია)|მანუელ I ავისი]], რომელიც მეორედ იყო დაქვრივებული და მესამე ცოლს ეძებდა. ამ ქორწინებით კარლოსი თავიდან აიცილებდა პორტუგალიასთან ომებს, რომელიც აპირებდა ესპანეთის ხარჯზე გაფართოებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, ისიც , რომ მანუელის ორივე ცოლი ელეონორის დეიდაშვილი იყო.
 
[[1518]] წლის [[16 ივლისი|16 ივლისს]] ელეონორი და მანუელი დაქორწინდნენ, ამ დღესვე ელეონორმა მიიღო პორტუგალიის დედოფლის გვირგვინი და წოდება. [[1520]] წლის [[18 თებერვალი|18 თებერვალს]] ელეონორმა [[ინფანტი კარლოსი]] გააჩინა. [[1521]] წლის [[15 აპრილი|15 აპრილს]], მაშინ როცა ელეონორი მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, ინფანტი კარლოსი გარდაიცვალა. ამავე წლის [[8 ივნისი|8 ივნისს]] ელეონორმა გააჩინა ინფანტა მარია. ამავე [[1521]] წელს მთელს პორტუგალიაში [[შავი ჭირი]] გვრცელდა. ჭირმა მალე სამეფო ოჯახამდეც მიაღწია და [[1521]] წლის [[13 დეკემბერი|13 დეკემბერს]] მანუელ I გარდაიცვალა. ევროპული წესის თანახმად თუ დედოფალს ტახტის მემკვიდრე არ ჰყავდა გაჩენილი, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო და ან მეორედ გათხოვილიყო, ან მონასტერში უნდა წასულიყო და გარდაცვლილი მეუღლე ეგლოვა. [[1523]] წლის ივლისში ელეონორმა დატოვა თავისი პატარა გოგონა და ესპანეთში დაბრუნდა სადაც მისი ძმა, კარლოსი მეფობდა. კარლოსი არ აპირებდა დის მონასტერში გაშვებას, იგი ელეონორის ახალი ალიანსის შესაქმნელად გამოყენებას აპირებდა. თავდაპირველად კარლოსმა დის, მითხოვება ბურბონის ჰერცოგ შარლ III-ზე გადაწყვიტა. თუმცა [[1524]] წლიდან ვითარება სრულიად შეიცვალა.
ხაზი 18:
== საფრანგეთის დედოფლობა ==
[[ფაილი:French School Portrait of Francis I of France c. 1530.jpg|მინი|ფრანსუა I, ელეონორის მეორე მეუღლე]]
[[1524]] წელს გარდაიცვალა საფრანგეთის დედოფალი [[კლაუდია დე ვალუა]]. მისმა მეუღლემ, [[ფრანსუა I (საფრანგეთი)|ფრანსუა I]]-მა კი ახალი მეუღლის ძიება დაიწყო. კარლოსმა გადაწყვიტა ეს მომენტი სათავისოდ გამოეყენებინა და საფრანგეთი რომელიც, აქამდე კარლოსის მოსისხლე მტერი იყო, დინასტიური ქორწინებით მოკავშირედ ექცია. სწორედ, ამოტომ კარლოსმა ფრანსუას, თავისი დის, ელეონორის ხელი შესთავაზა. ფრანსუა წინადადებას დასთანხმდა, ვინაიდან მასაც სჭირდებოდა კარლოსთან დაზავება. [[1529]] წელს, სახელწოდებით " La Paz de las Damas" (ქალბატონების მშვიდობა), ითვალისწინებდა ელეონორის ქორწინებით მშვიდობის დამყარებას. [[1530]] წლის [[4 ივლისი|4 ივლისს]] ელეონორი და ფრანსუა დაქორწინდნენ. მათ ქორწინებაში შვილები არ ჰყოლიათ. ამ პერიოდისათვის ფრანსუას პირველი ცოლისაგან უკვე ჰყავდა 5 შვილი, მათ შორის 3 ვაჟი და თუ ელეონორი მას შვილებს ვერ გაუჩენდა, ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. თუმცა მათი ცოლ-ქმრული ურთიერთობები თავიდანვე არამყარი იყო. ფრანსუას ყველასაგან დაუფარავად ჰყავდა ფავორიტი ქალი - [[ფრანსუაზა დე შატობრიანი]]. მიუხედავად იმისა, რომ ელეონორი ძალიან ლამაზი და მოხდენილი ქალი იყო, ფრანსუა მას მუდმივად აიგნორებდა. თუმცა დიდად, არც ელეონორი განიცდიდა ფრანსუასთან ცუდ ურთიერთობას. ელეონორი დიდ ყურადღებას უთმობდა ფრანსუას ქალიშვილებს [[მადლენა ვალუა|მადლენს]] და [[მარგარეთ დე ვალუა|მარგარეთს.]] განსაკუთრებულად აღელვებდა მადლენის მდგომარეობა, რომელსაც ფილტვების პრობლემა ჰქონდა და ექიმები ვერაფერს შველოდნენ. ელეონორმა მადლენი ავსტრიაში გაამგზავრა სამკურნალოდ, საიდანაც იგი სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა. მალე ფრანსუას ახალი საყვარელი გამოუჩნდა [[ანა დე პისლიო ეტამპი]]. ფრანსუა იმდენად მოაჯადოვა ანამ, რომ იმისათვის , რომ ანას სამეფო კარზე უფრო მყარი მდგომარეობა ჰქონოდა იგი დააქორწინა [[ჟან დე ბროსაზე]], რომელსაც თვალის დახუჭვის სანაცვლოდ ფრანსუამ [[ესტამპი|ეტამპის]] და [[შავრიოზა|შავრიოზას]] ჰერცოგის ტიტული უბოძა. ანამ იმდენი შესძლო რომ დედოფალი ელეონორი და მეფის სხვა საყვარლები აბსოლუტურად უგუვებელყოფილნი დარჩნენ. მალე ანას მიანიჭეს [[სამეფო საყვარელი|"სამეფო საყვარლის"]] ტიტული. საბოლოოდ ანამ ფრანსუაზე იმდენად დიდი გავლენა მოიპოვა, რომ ელეონორის მოკავშირე, ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, [[მონმორანსი]] თანამდებობიდან გადააყენებინა. [[1533]] წელს ელეონორი დაესწრო თავისი გერის, [[ორლეანი|ორლეანის]] ჰერცოგის, [[ანრი II (საფრანგეთი)|ანრი დე ვალუას]] ქორწინებას მდიდარ [[ფლორენცია|ფლორენციელ]] ქალ, [[ეკატერინე მედიჩი|ეკატერინე მედიჩიზე]]. ამ გრანდიოზულ ქორწინებას ორგანიზება ელეონორმა გაუწია, როგორც ისტორიკოსები გვაუწყებენ, საქორწინო ზეიმი 34 დღე გაგრძელდა, ყოველდღიურად ახლდებოდა კეძები და სასახლის მორთულობა, ასევე მათ ქორწილში, პირველად საფრანგეთის ისტორიაში [[ნაყინი]] დაამზადებინეს. თუმცა ანრი მამას ჰგავდა და მასაც უამრავი საყვარელი ჰყავდა. [[1533]] წელს ელეონორმა შექმნდა საქველმოქმედო ფონდი, რომლითაც იგი ღარიბებს ეხმარებოდა.
 
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის დედოფლობისას ელეონორს დედოფლის მხოლოდ ტიტული ჰქონდა, იგი ინარჩუნებდა მშვიდობიან ურთიერთობას საფრანგეთს, ესპანეთსა და საღვთო რომის იმპერიას შორის. [[1538]] წელს ელეონორმა დიდი როლი შეასრულა ფრანსუასა და კარლოსს შორის მოლაპარაკების დროს. [[1544]] წელს ელეონორმა კარლოსსა და ფრანსუას შორის დადო სამშვიდობო ზავი. [[1544]] წელს იგი სტუმრად ეწვია თავის ძმა კარლოსს. ეს ოფიციალური შეხვედრა ქალაქ [[ბრიუსელი|ბრიუსელში]] შედგა. [[1547]] წლის [[31 მარტი|31 მარტს]] ფრანსუა გარდაიცვალა, ტახტზე ანრი II და ეკატერინე მედიჩი ადიან, ელეონორმა კი [[1548]] წელს დატოვა საფრანგეთი და მშობლიურ ესპანეთში, თავის ძმას, კარლოსს შეაფარა თავი.
 
== უკანასკნელი წლები და გარდაცვალება ==
ხაზი 28:
== ლიტერატურა ==
# Marshall, Rosalind K. (2003). ''Scottish Queens, 1034-1714''. Tuckwell Press. p. 101.
 
[[კატეგორია:დაბადებული 1498]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1558]]