ეგვიპტის ახალი სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Jaba1977 გვერდი „ახალი სამეფო“ გადაიტანა გვერდზე „ეგვიპტის ახალი სამეფო“
→‎top: clean up, replaced: ასევე ცნობილი როგორც → აგრეთვე ცნობილი, როგორც using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Egypt 1450 BC.svg|მინიატიურა|ეგვიპტის ახალი სამეფოს ტერიტორია ძვ. წ. XV საუკუნეში]]
'''ახალი ეგვიპტური სამეფო''' — ძველი [[ეგვიპტის ისტორია|ეგვიპტის ისტორიის]] ერთ–ერთი ეტაპი, რომელიც გრძელდებოდა ძვ. წ. [[1570]]-[[1080]] წლებში. იგი მოიცავს ეგვიპტის [[ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტია|XVIII]], [[ეგვიპტის მეცხრამეტე დინასტია|XIX]] და [[ეგვიპტის მეოცე დინასტია|XX]] დინასტიებს.
 
ეგვიპტის ისტორიაში ახალი ერის ფუძემდებლად აღიარებულია ფარაონი [[იაჰმეს I]] (ძვ. წ. [[1570]]–[[1576]] წწ.), [[მენესი]]სა და [[მენტუჰოტეპ I]]-ის მსგავსად. მან [[ჰიქსოსები]] ქვეყნიდან განდევნა, მისდია შარუჰენამდე (სამხრეთ პალესტინა), რომელიც მათ მთავარ ბაზას წარმოადგენდა. ამის შემდეგ მან წესრიგი დაამყარა ქვემო [[ნუბია]]ში, რომელიც ეგვიპტის კონტროლიდან გამოვიდა, ხოლო შემდეგ თანდათან სამხრეთით წაიწია. ნუბიის მმართველად ფარაონმა დანიშნა თავისი უფროსი ვაჟი, ისიც იაჰმესი და მას უბოძა ტიტული „ფარაონის ვაჟი, სამხრეთის ქვეყნების ზედამხედველი“. ამით მან დააარსა ახალი რგოლი ფარაონის ადმინისტრაციულ აპარატში, რომელმაც იარსება ახალი სამეფოს მთელი პერიოდის მანძილზე.
 
დაახლ. ძვ. წ. 1350 წელს ახალი სამეფოს სტაბილურობას საფუძველი შეურყია [[ამენჰოტეპ IV]]-ის ტახტზე ასვლის შემდეგ მის მიერ გატარებულმა რადიკალური და ქაოტური რეფორმების სერიამ. საკუთარი სახელის ახენატენით შეცვლით მან მანამდე ნაკლებად ცნობილი მზის ღმერთი [[ატონი]] უზენაეს ღვთაებად შერაცხა, აკრძალა დანარჩენი ღვთაებების მსახურება და ქურუმებზე გაილაშქრა. დედაქალაქის ახალ ქალაქ ახეტატონში (თანამედროვე [[ამარნა]]) გადატანით მან საგარეო საქმეები მეორეხარისხოვნად მიიჩნია და საკუთარი თავი ახალ რელიგიას და არტისტულ სტილს მიუძღვნა. მისი გარდაცვალების შემდეგ ატენის კულტი სწრაფად დაივიწყეს, ხოლო მისმა შემდგომმა ფარაონებმა [[ტუტანხამონი|ტუტანხამონმა]], [[ეიე]]მ და [[ჰორემჰები|ჰორემჰებმა]] სრულიად წაშალეს მისი მკრეხელობის ხსენება, რომელიც ამჟამად [[ამარნას პერიოდი]]თ არის ცნობილი.
 
დაახლ. ძვ. წ. 1279 წელს, [[რამზეს II]], ასევეაგრეთვე ცნობილი, როგორც რამზეს დიდი, ადის ტახტზე და უფრო მეტი ტაძრების და ობელისკების მშენებლობას იწყებს. ფარაონების ისტორიაში მას ყველაზე მეტი შვილი ჰყავდა.<ref>მის ორ მთავარ ცოლთან და ვრცელ ჰარემთან, რამზეს II-ს 100-ზე მეტი შვილი გაუჩნდა. Clayton, Peter A. (1994). Chronicle of the Pharaohs. London, England: Thames and Hudson. ISBN 0-500-05074- გვ. 146</ref> გამჭრიახი სამხედრო მმართველი რამზეს II მის არმიას უძღოდა [[ხეთების სამეფო|ხეთების]] წინააღმდეგ ბრძოლაში კადეშთან და საბოლოოდ დათანხმდა ისტორიაში პირველ საზავო ხელშეკრულებაზე ძვ. წ. 1258 წელს.
 
თუმცა ეგვიპტის სიმდიდრე მაცდური სამიზნე გახდა უცხოელი დამპყრობლებისთვის, განსაკუთრებით ძველი ლიბიელებისა და ზღვის ხალხისთვის. თავდაპირველად ეგვიპტელთა სამხედო ძალები წარმატებით უმკლავდებოდნენ შემოსევებს, თუმცა საბოლოოდ ეგვიპტემ სირიასა და [[პალესტინა]]ზე გავლენა დაკარგა. გარე საფრთხის გავლენას განსაკუთრებით ამძაფრებდა საშინაო პრობლემები — კორუფცია, აკლდამების ძარცვა და სამოქალაქო არეულობა. ამუნის ტაძრის უმაღლესი ქურუმები თებეში ვრცელ მამულებსა და უზარმაზარ სიმდიდრეს ფლობდნენ და მათმა მზარდმა ძალაუფლებამ ქვეყანა მესამე გარდამავალ პერიოდში შეიყვანა.<ref>James, T.G.H. (2005). The British Museum Concise Introduction to Ancient Egypt. Ann Arbor, Michigan: University of Michigan Press. ISBN 0-472-03137-6. p. 54</ref>