იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| სურათი =Jcs_us_cover.png
| სურათის_ზომა = 220px
| ტიტრი = მუსიკალური ალბომის [[Jesus Christ Superstar (ალბომი)|Jesus Christ Superstar]] ორიგინალური ყდაგარეკანმი
| მუსიკა = [[ენდრიუ ლოიდ უებერი]]
| ტექსტები =[[ტიმ რაისი]]
| ავტორი =
| ნაწარმოები
| დადგმა = 1971 [[ბროდვეის თეატრი|ბროდვეი]]

1972 [[პარიზი]]
1972 [[ვესტ უესტ-ენდის თეატრი|ვესტ უესტ-ენდი]]
მსოფლიო მასშტაბით
1977 [[ბროდვეის თეატრი|ბროდვეი]]
1996 [[ვესტ უესტ-ენდის თეატრი|ვესტ უესტ-ენდის]]
1998 წლის ბრიტანული ტური
2000 [[ბროდვეის თეატრი|ბროდვეი]] (ახალი დადგმა)
2001 წლის ბრიტანული ტური
2003 წლის აშშ ტური
2004 წლის ბრიტანული ტური
| ჯილდოები =

'''იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი''' ({{lang-en|Jesus Christ Superstar}}) — [[როკ -ოპერა]], შექმნილი კომპოზიტორ [[ენდრიუ ლოიდ უებერი]]სა და ტექსტების ავტორ [[ტიმ რაისი]]ს მიერ. იგი ეფუძნება [[სახარება|სახარების]] ცნობილ სიუჟეტს, მაგრამ აქცენტი გადააქვს იესოსა და იუდა ისკარიოტელის ურთიერთობებზე.

'''იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი''' ასევე გამოვიდა როგორც [[იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი (ფილმი)|ფილმი]] და დაიდგა მსოფლიოს უამრავ თეატრში.
{{main|Jesus Christ Superstar (ალბომი)}}
[[ფაილი:Jcs uk cover.png|thumb|right|220px|ალბომის ''Jesus Christ Superstar'' 1970 ბრიტანული გამოცემის ყდა]]
'''იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი''' [[ბროდვეი]]ზე და ლონდონის ვესტ უესტ-ენდის თეატრში დადგმამდე გამოჩნდა მუსიკალური ალბომის სახით. ორიგინალურ ალბომზე იესოს პარტიას ასრულებს [[იენ გილანი]], ჯგუფ [[Deep Purple]]-ის ვოკალისტი, ხოლო იუდას პარტიას - [[მიურეი ჰედი]]. [[გერი გლიტერი]] მღერის ერთ-ერთი მღვდლის პარტიას, ხოლო მაიკლ დ’აბო - მეფე ჰეროდეს როლშია. სასათაურო კომპოზიცია [[Superstar (იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი)|Superstar]], რომელსაც ასრულებს იუდა და I Don't Know How to Love Him (მარია მაგდალინელი ივონ ელიმენის შესრულებით) დიდ ჰიტებად იქცა. უკანასკნელის ქავერ-ვერსი, ჰელენ რედის შესრულებით, 1971 წელს მოხვდა აშშ პოპ-სინგლების სიის #15 ადგილზე. 1992 წელს ჯგუფმა [[Afghan Whigs]] შეიტანა The Temple საკუთარ ალბომში [[Congregation (ალბომი)|Congregation]].

ორიგინალურ ალბომზე როკ-მუსიკის სტილისტიკა უფრო გამოკვეთილია, ვიდრე უებერის თავდაპირველ ჩანაფიქრში. ნაწილობრივ, ამის მიზეზია მიურეი ჰედისა და იენ გილანის ემოციური შესრულების სტილი, სესიური გიტარისტების ნილ ჰაბერდისა და კრის სპედინგის, ბასისტ ალან სპენერისა და ბრიუს ჰოლენდის (დასარტყმელი საკრავები) სოლო-პარტიები. მუსიკალური არანჟირებები პოლიფონიურია, შეიცავს როგორც როკ, ასევე კლასიკური მუსიკის ელემენტებს. მრავალი მსმენელი თვლის, რომ ეს მიუზიკლის საუკეთესო ვარიანტია.<ref>[http://dogandpanda.com/production/jesuschristsuperstar.html] dogandpanda.com</ref>