ყირიმის ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
1783 წელს შევიდა და არა 1983 წელს
→‎top: clean up, replaced: ერთობლივობ → ერთობლიობ using AWB
ხაზი 41:
|შენიშვნა=3 მომიტინგე დაიღუპა (2 რუსეთის მხარდამჭერი, 1 უკრაინის მხარდამჭერი)
}}
'''რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსია''' — სამხედრო და პოლიტიკური ქმედებების ერთობლივობაერთობლიობა, რომელიც მიმართულ იქნა [[უკრაინა|უკრაინის]] ტერიტორიალური მთლიანობის წინააღმდეგ [[რუსეთის ფედერაცია|რუსეთის ფედერაციის]] მიერ. უკრაინის ტერიტორია [[ყირიმი]] ანექსირებულ იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წლის 18 მარტს. ყირიმის ნახევარკუნძული დე-ფაქტოდ შეიყვანეს ფედერაციის შემადგენლობაში როგორც [[ყირიმის ფედერალური ოლქი]], რომელიც შედგება რუსეთის ფედერალური ორი ერთეულისგან — [[ყირიმის რესპუბლიკა]] და ქალაქი [[სევასტოპოლი]]. ანექსიას წინ უძღოდა ყირიმის ნახევარკუნძულზე [[რუსეთის შეიარაღებული ძალები]]ს ინტერვენცია და ოკუპაცია, რაც განხორციელდა მას შემდეგ, რაც 2014 წელს უკრაინაში მოხდა რევოლუცია — ხალხი აჯანყდა რუსეთის მიმართ ლოიალური პრეზიდენტის [[ვიქტორ იანუკოვიჩი]]ს და მისი პარტიის წინააღმდეგ. ყირიმში ინტერვენცია იყო უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ფართო მღელვარების ერთ-ერთი შემადგენელი.
 
22-23 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტი [[ვლადიმირ პუტინი]] მთელი ღამე მართავდა შეხვედრას უსაფრთხოების და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან, რომელზეც განიხილავდნენ ჩამოგდებული პრეზიდენტ იანუკოვიჩის შესაძლო დახმარების სცენარებს. ამ შეხვედრის დასასრულს პუტინმა აღნიშნა, რომ „ჩვენ უნდა დავიწყოთ ყირიმის რუსეთისთვის დაბრუნებაზე მუშაობა“. 23 თებერვალს რუსეთის მხარდამჭერი აქციები გაიმართა ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში. 27 თებერვალს შენიღბულმა რუსულმა ჯარებმა, რომელთაც მოხსნილი ჰქონდათ ყველანაირი საამომცნობო ნიშანი, აიღეს ყირიმის უმაღლესი საბჭოს შენობა, დაიკავეს ყირიმის სტრატეგიული ობიექტები, რასაც მოყვა პრო-რუსული მთავრობის დანიშვნა აკსიონოვის თაოსნობით და ყირიმის დამოუკიდებლობის გამოცხადება.