ლგბტ მოძრაობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: სტამბულ → სტამბოლ using AWB
ხაზი 8:
სხვა სოციალური მოძრაობების მსგავსად არსებობს კონფლიქტი ლგბტ მოძრაობებს შიგნითაც. განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით თუ ზუსტად საზოგადოების რომელი ნაწილის ინტერესებს წარმოადგენენ ეს მოძრაობები - რამდენად იზიარებენ [[გეი]], [[ლესბოსელი]], [[ბისექსუალი]], [[ტრანსგენდერი|ტრანსსექსუალი]], [[ინტერსექსუალი]] და სხვა ადამიანები საერთო ინტერესებს და არსებობს თუ რა მათი ერთად მუშაობის აუცილებლობა. [[ქვიარ მოძრაობა]], რომელიც სექსუალურ უმცირესობათა უფრო დიდ ჯგუფს მოიცავს მიიჩნევს, რომ "გეი" და "ლესბოსელი" კატეგორიები შეზღუდულია და აუცილებელია მათი დეკონსტრუქცია.
 
[[ლგბტ]] მოძრაობები იზიარებდნენ იდენტობის პოლიტიკას, რომელიც გეი, ლესბოსელ , ბისექსუალ და [[ტრანსგენდერი|ტრანსგენდერ]] ადამიანებს ფიქსირებულ ჯგუფად/კატეგორიად აღიქვამს. ლგბტ წარმოამდგენლები ეწინააღმდეგებიან მოსაზრებებს, რომ შესაძლებელია [[სექსუალური ორიენტაციის]] ან გენდერული იდენტობის შეცვლა ნებით ანუ უნებართვოდ.
 
== ისტორია ==
ხაზი 22:
პოლიცია პროტესტანტებისგან ქუჩის გაწმენდას შეეცადა, მაგრამ ეს უკანასკნელნი არ ნებდებოდნენ. ისინი ღიად დასცინოდნენ და აჯავრებდნენ სამართალდამცავებს. ხალხის უმართავი ტალღა მეშვიდე გამზირისკენ დაიძრა, მან კრისტოფერ-სტრიტი გადაკეტა. პოლიციასთან შეტაკება დილის 4 საათამდე გაგრძელდა. მომდევნო დილით, ადამიანები კრისტოფერ-პარკში ისხდნენ და ვერ იჯერებდნენ წუხანდელი ღამის ამბებს. სამარისებური სიჩუმე იდგა, თუმცა ჰაერში კვლავ იგრძნობოდა დაძაბულობა. ღამის არეულობების შედეგად, 13 ადამიანი დააპატიმრეს. ოთხმა პოლიციელმა და პროტესტანტთა დაუდგენელმა რაოდენობამ, სხეულის დაზიანებები მიიღო, Stonewall Inn კი პრაქტიკულად გაცამტვერდა. მომავალ ღამეს, პაინს ბარში მისვლა და მისი დახურვა ჰქონდა განზრახული. არეულობის დროს, კრეიგ როდველმა (Craig Rodwell), წიგნის მაღაზიის მფლობელმა, დარეკა გაზეთებში: New York Times, New York Post და New York Daily News, და მომხდარის შესახებ შეატყობინა. ახალი ამბავი უცებ გავრცელდა.
 
მომდევნო ღამით, არეულობებმა კრისტოფერ-სტრიტზე კიდევ უფრო დიდი ძალით იფეთქა. Stonewall Inn-ს დაუბრუნდნენ წინა ღამის ვიზიტორები, და ამჯერად მათ გამვლელები და ტურისტები შეუერთდნენ. ათასობით ადამიანი შეიკრიბა ბარის წინ, რომელიც კვლავ გაიღო. ქუჩაზე დიდი საცობი შეიქმნა. პროტესტანტთა ტალღამ ალყა შემოარტყა ავტობუსებსა და ავტომობილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ატარებდნენ, თუ მათი მფლობელები მათ მხარდაჭერას გამოხატავდნენ ან ქამინგ აუთს გააკეთებდნენ. ქუჩაზე ნაგვის ურნების დაწვა დაიწყეს. შემთხვევის ადგილზე კვლავ გამოჩნდა „ტაქტიკური საპატრულო ჯგუფი“. უწესრიგობები დილის 4 საათამდე გაგრძელდა. ორშაბათს და სამშაბათს, წვიმის გამო, გრინვიჩ-ვილიჯზე სიტუაცია რამდენადმე განიმუხტა. კრეიგ როდველმა და მისმა პარტნიორმა ფრედ სერჯენტმა, ამით ისარგებლეს და 5000 ფურცელი გაავრცელეს მოთხოვნით: „გეი ბარებს მოვაცილოთ მაფია და პოლიციელები!“. ფურცლებზე დატანილი იყო Stonewall Inn-ისა და მაფიის საკუთრებაში მყოფი სხვა გეი ბარების ბოიკოტირებისა და საზოგადოებრივი წნეხის მერიაზე განხორციელებისკენ მოწოდება, ასევე „პოლიციის თავაშვებულობის“ ალაგმვის მოთხოვნა. ოთხშაბათს, კრისტოფერ-სტრიტზე არეულობები განახლდა მას შემდეგ, რაც Village Voice-ის ჟურნალისტებმა ჰოვარდ სმიტმა და ლუსიან ტრესკოტმა ამბოხის მონაწილეთა მისამართით შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამოთქმები გამოიყენეს: "forces of faggotry" (პედარასტული ძალები), "Sunday fag follies" (კვირის პედარასტული ანცობა), "limp wrists" (სუსტი მაჯები). ამჯერად, პროტესტანტთა რისხვა თავს გაზეთის რედაქციას დაატყდა. ამასობაში, მათ რიცხვს კიდევ 1000 ადამიანი შეემატა. ოთხშაბათ საღამოს გაჩაღებული მორიგი შეტაკებები ერთი საათის მანძილზე გაგრძელდა. იმ საღამოს, 5 ადამიანი დააპატიმრეს.[[File:Gay Rights demonstration, NYC 1976.jpg|thumb|დემონსტრაცია გეების უფლებებისთვის [[ნიუ-იორკი|ქალაქ ნიუ-იორკში]], 1976 წელი.|189x189პქ]]
Stonewall Inn-მა არეულობების შემდეგ რამდენიმე კვირას გასტანა. [[1969 ]] წლის ოქტომბერში, რაიონში მკვეთრად გაძვირდა საიჯარო გადასახადი, რის გამოც დაიკეტა.
 
ბევრ აქტივისტს მიაჩნია, რომ სტოუნვოლის ამბოხი არამხოლოდ გეი განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაბამია, არამედ – [[გეი]] სიამაყისა და თანამედროვე ლგბტ ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლის ფუნდამენტი, რომელზეც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში [[ლგბტ]] ადამიანებისადმი დამოკიდებულება და პატივისცემაა აგებული.
ხაზი 31:
 
== 21-ე საუკუნე ==
დღესდღეობით ლგბტ მოძრაობა საკმაოდ ძლიერია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. თუმცა არსებობს კრიტიკა და ინიციატივები, რომლებიც ამ სოციალური მოძრაობის დახშობას ცდილობენ. 2011 წელს, ბრაზილიაში, ქალაქ [[სან-პაულუ|სან პაულუს]] საკრებულოს წევრმა "მემარჯვენე დემოკლატთა" პარტიიდან, კარლოს აპოლიანიომ დეკემბრის მესამე კვირა დღის "ჰეტეროსექსუალთა სიამაყის დღედ" გამოცხადების ინიციატივა გამოთქვა. მძაფრი კრიტიკის მიუხედავად კანონპროექტი დამტკიცდა, თუმცა დღემდე სან-პაულუს ჯერ არცერთი "ჰეტეროსექსუალთა სიამაყის დღე" არ აღუნიშნავს.
 
2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისთან და ტრანსპობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშვნელად გამოსული აქტივისები 20 000-მდე ულტრა-კონსერვატმა მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლმა დაარბია, რომლებსაც წინ სასულიერო პირები მიუძღოდნენ. 2014 წლიდან 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსპობიასთან ბრძოლის დღისადმი და საქართველოს პატრიარქის დაარსებული "ოჯახის სიწმინდის დღისადმი" მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში პარალელურ რეჟიმში აღინიშნება.
 
2015 წელს სტამბულშისტამბოლში სიამაყის მარში პოლიციამ ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაარბია. 2015 და 2016 წლებში მთავრობამ აქტივისტებს ნება არ მისცა მარში გაემართათ, რაც უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარანტიის არქონით გაამართლეს.
 
ამისდა მიუხედავად მოძრაობა განაგრძობს პროგრესს. ჰოლანდია იყო პირველი ქვეყანა , რომელმაც დაუშვა ერთი სქესის მქონე პირების ქორწინება [[2001]] წელს. 2017 წლის მონაცემებით, ჰოლანდიას შეუერთდა შემდეგი ქვეყნები: შვედეთი, არგენტინა, ბელგია, კანადა, ისლანდია, ირლანდია, ნორვეგია, სამხერთ აფრიკა, ესპანეთი, პორტუგალია, დანია, ურუგვაი, ბრაზილია, საფრანგეთი, კოლუმბია, ახალი ზელანდია, მექსიკა, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია.
 
== სქოლიო ==
ხაზი 45:
2. ^ Bull, C., and J. Gallagher (1996) Perfect Enemies: The Religious Right, the Gay Movement, and the Politics of the 1990s. New York: Crown.
3. One example of this approach is: Sullivan, Andrew. (1997) Same-Sex Marriage: Pro and Con. New York: Vintage.
 
 
[[კატეგორია:ლგბტ]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლგბტ_მოძრაობა“-დან