სიონის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
81.177.254.196-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Mehman97-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
clean up, replaced: ღირშესან → ღირსშესან using AWB
ხაზი 29:
 
== ისტორია ==
სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის ადგილას მდგარი პირველი ეკლესია აქ ვახტანგ გორგასლის დროს უნდა ყოფილიყო აგებული, როგორც საეპისკოპოსო კათედრალური ტაძარი, ამას ადასტურებს ის, რომ დვინის საეკლესიო კრების ერთ-ერთი მონაწილე ყოფილა თბილისის ეპისკოპოსი ისააკი (სააკი). ტაძარს საფუძვლად დაედო ღვთისმშობლის მიძინების ადგილზე გეთსამანიის ბაღში აღმართული ტაძრის გეგმა. მშენებლობა გრძელდებოდა ტახტის მემკვიდრის [[დაჩი]]სა (499-514) და ქართლის ერისმთავარ [[გუარამ კურაპალატი]]ს (514-599) დროსაც. მშენებლობა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ერისთავები ისე ქალაქის მოსახლეობა, დასრულდა ერისმთავარ [[ადარნასე]]ს (619-639) დროს, 620-იან წლებში. ტაძრის აღშენებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ვინმე მდიდარმა ქვრივმა, რომლის ვინაობაც უცნობი დარჩა.
 
{{ციტირება|...შეკრბა ქართლი და განაჩინეს ერისთავად გუარამ და მერმე-კურაპალატადცა... და ტფილისი სამკვიდრთა დიდსა ეკლესიასა დაიწყეს: ნახევარსა იქმოდა ყოველი ერი და ნახევარსა ერისთავნი; და კათალიკოზი იყო ბართლომე.}}
 
პლატონ იოსელიანის ცნობით, სიონის ტაძარი წლის განმავლობაში, 575–639 წლებში შენდებოდა. 1837 წლით დათარიღებულ [[ეგნატე იოსელიანი]]ს მიერ შედგენილ კატალოგში „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში” სიონის ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ ვკითხულობთ:
 
{{ციტირება|უპირველესი ტფილისსა შინა არის დიდი ეკკლესია გუმბათიანი სიონად წოდებული ყვითლის ქვითკირით და ყვითლის თლილის ქვით ნაშენი, სახელსა ზედა ყ˜დ წ˜ისა ღ˜ის მშობლის მიცვალებისასა, აგვისტოს იე-სა დღესა ზედა, რომლისაცა საფუძუჱლი დაზდუა მეფემან გურამ ბაგრატოვანმან წელსა ქ˜ესით 589-სა და მერმე შეასრულა ქურივმან ვინმე; და უკანასკნელ 41 მთავარმან საქართველო[ჲ]სამან ადარნასე სრულიად განაშვენა წელსა 631-სა, და მრავალგზის შემუსვრილ ესე მრავალგზის განაახლეს მეფეთა და უკანასკნელ შემუსვრილი განაახლა 94 მეფემან ვახტანგ მეექუსემან წელსა 1710-სა, სადაც აწ ზის ჩლენი უწმინდესისა და უმმართებელესისა სინოდისა, არხიეპისკოპოსი ექსარხი სრულიად საქართველოჲსა ევღენი. და ეკკლესია ესე არის საბოროდ და კათედრად საექსარხოსოდ დადებული. აქა დაფლულ არს სხეული წმინდისა ყ˜დ სამღუდელოჲსა იოანე მანგლელისა, გუაროვნებით სააკაძისა. აგვისტოს იე-სა დღესა ამას შინა მოვლენ სრულიად ტფილისში მცხოვრებნი ქართველნი და სომეხნიცა დღესასწაულობად... აქაცა მასავე ეკკლესიასა შინა სამჴრეთით მხარესა აქვს მიდგმული ქვით-კირით მიშენებული ადრით დროიდგან პატარა კამარაშეკრული ეგუტერი, რომელიცა სახელსა ზედა წმინდისა მთავარანგელოზისა მიხაილისსა და ყოველთა ზეცათა უხორცოთა ძალთა... დღესა ზედა თვისასა აკურთხა ეკკლესიად 1824-სა წელსა მაღალ ყ˜დუსამღუდელოესმან მიტროპოლიტმან იონამ.}}
ხაზი 47:
{{ციტირება|მადიდებელი სამებისა, დავითიანი, ძმისწული სახელოვანისა მეფისა გიორგისა, და ძე დიდად პატიოსნისა ლევანისა, განმგებელი ქართლისა, ბატონიშვილი ვახტანგ, განმაახლებელი გუმბათით ლორფინ–საცვრით მონასტრისა ამის, სულისა მეფის ბიძის და მამისათა, დედისათვის და სულთა ჩემთა და მეუღლისა, ძისა და ასულთა აღსაზრდელად. ქრისტეს აქეთ ჩღი, ქორინიკონსა ტჟჱ.}}
 
1723 წელს კონსტანტინე II-მ კახთა მეფემ ლეკთა ჯარის დახმარებით დაამარცხა ვახტანგ VI და აიღო თბილისი, ლეკთა ლაშქარს ნება მისცა დახმარების სანაცვლოდ ერბიათ და ეთარეშათ თბილისში, რის შედეგადაც სიონის საყდარიც გატიალდა. იესე ტლაშაძეს ეს ამბავი ასე აქვს გალექსილი: ”...სიონის ხატი წაიღეს, არავინ იცის სადარი, დატყვევდა დეკანოზიცა, კაცი წმინდათა სადარი”. დღეს ”სიონის ღვთისმშობლად” წოდებული ხატი ძველის ასლია, დამზადებულია 1764 წელს მოსკოვში ვახტანგ VI–ის ძის გიორგის დაკვეთით. ხატის პერანგი XX საუკუნეში დაიკარგა.
 
1724 წელს თბილისს ოსმალები დაეპატრონნენ, ტაძარი კიდევ ერთხელ ააოხრეს. 1727 წელს თურქეთის სულთანმა ქართლის ვეზირს ისაყ–ფაშას სიონის ტაძრის მეჩეთად გადაკეთება უბრძანა. სასულიერო პირთა თხოვნით თავადმა გივი ამილახვარმა თავისი გავლენა გამოიყენა და ფაშასგან ტაძრის ხელუხლებლობის პირობა მიიღო. 1740 წელს თბილელ მიტროპოლიტ ათანასეს (ამილახვარი) თაოსნობით მოეწყო სიონის ქონების აღწერა.
 
უკანასკნელი დიდი დაზიანება შენობამ განიცადა 1795 წლის ირანის გამგებლის [[აღა მაჰმად ხანი]]ს შემოსევის დროს სიონის საყდარში გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა XVII საუკუნის კედლის მხატვრობა და კანკელი. 1804 წელს, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, მმართველმა თავადმა ციციანოვმა სიონის ტაძარი ხელახლა მოახატვინა.
 
სიონის ტაძარს უძველეს დროში, როგორც ამას წერს პლატონ იოსელიანი, სადიაკვნეში ჰქონია წმიდათა პეტრე–პავლეს ეკლესია, რომელიც პავლე ციციანოვის თხოვნით წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობაზე აკურთხეს. თუმცა, 1818 წელს მასში შეწყდა ღვთისმსახურება და ეს ფართი სეკლესიო ნივთების შესანახად გამოიყენეს. კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის გადაწყვეტილებით 1851-1855 წლებში თავადმა გრიგოლ გაგარინმა მისივე პროექტით აღადგინა კანკელი და სიონის ტაძარი ახლიდან მოხატა. 1867 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ განახლებული
სიონის ტაძარი აკურთხა და საღვთო ლიტურგია აღასრულა. 1801 წლიდან სიონის ტაძარში ასვენია საქართველოში რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I–ს მიერ დაბრუნებული წმიდა ნინოს ჯვარი, ტაძარში ასევე არის მადლის ქვა და წმინდა თომა მოციქულის თავის ქალა.
 
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ თბილისის ეკლესიებს მათი კუთვნილი ქონება ჩამოერთვათ, მათ შორის იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის ზარები, რომლებიც უკანასკნელად დაირეკა 1931 წლის 27 იანვარს, ნინოობას. ამავე წლის 5 თებერვალს ზარები სამრეკლოდან ჩამოაგდეს. 1978-1979 წლებში ტაძრის დასავლეთი ნაწილი ხელახლა მოიხატა ლ. ცუცქირიძის მიერ. უკანასკნელად ტაძარი 1983 წელს განახლდა. ძველი ქართული ნიმუშების მიხედვით გაკეთდა კანკელი. ახლად შემოსეს XIII საუკუნის ნაწილების შემცველი და XVII საუკუნეში ელისე თბილელის მიერ აღდგენილი სამხრეთი ეგვტერი, აშენდა ჩრდილოეთი ეგვტერი. 2001-2003 წლებში სიონის ტაძარს დასავლეთიდან მიუშენდა კარიბჭე.
სიონის ტაძარში არაერთი ღირშესანიშნავიღირსშესანიშნავი საფლავია. გადმოცემით, ტაძარში დაკრძალულნი არიან მისი მაშენებლები ერისმთავრები გუარამი და
ადარნასე. სადიაკვნეს კარის წინ, სამხრეთ კედელთან მარმარილოს თეთრი ქვის ქვეშ ასვენია წმ. იოანე-მანგლელი ეპისკოპოსი. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების: წმინდა კირიონ II–ის, ლეონიდეს, წმინდა ამბროსი აღმსარებლის, ქრისტეფორე III-ის, კალისტრატეს, მელქისედეკ III-ის, ეფრემ II-ის, დავით V-ის საფლავებია. აქვე უნდა იყოს დაკრძალული პოეტი თბილელი მიტროპოლიტი იოსებ სააკაძე . წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერში დაკრძალულია მისი განმაახლებელი მთავარეპისკოპოსი ელისე საგინაშვილი. დასავლეთ მკლავში-პოეტ ვახტანგ ორბელიანის საფლავია. ტაძარში ასევე დაკრძალულია რუსი ეგზარქოსი მოსე.
 
== ძეგლის აღწერა==
სიონის ტაძარი თავის გეგმით შუა საუკუნეების ქართულ არქიტექტურაში გავრცელებულიტიპის ნიმუშია. იგი ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა,
აღმოსავლეთით შვერილი წახნაგოვანი აფსიდებით. გუმბათი დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ჯვარისებური კვეთის სვეტსა და საკურთხევლის
კედლებს ეყრდნობა. საკურთხევლის აქეთ-იქით ასევე აფსიდიანი დამატებითი სათავსებია. აღმოსავლეთ ფასადზე აფსიდები ხუთწახნაგად არის შვერილი.
 
ტაძრის გეგმა, როგორც ჩანს, XII ს-ის შემდეგ არსებითად აღარ შეცვლილა. 1657 წლის აღდგენის დროინდელია მკლავების კამარები, აფრები და შეისრული გუმბათქვეშა თაღები, აგრეთვე კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. მოყვითალო-ქვიშისფერი [[ტუფი]]ს ფილების საფასადო პერანგი მეტწილად XIX ს-ისაა, თუმცა შემორჩა უფრო ძველი მოპირკეთების ნაშთებიც, კერძოდ, ჩრდილოეთი ფასადის ზედა ნაწილში, სადაც არის 1710 წლის წარწერა. წარწერის ირგვლივ რელიეფებია: ზემოთ - სოლარული სიმბოლო, გარდიგარდმო - [[ფასკუნჯი|ფასკუნჯების]] გამოსახულებები. სხვა ფასადები გლუვია, მხოლოდ სარკმლებს აქვს სადა საპირეები. შედარებით მდიდრულად არის გაფორმებული ტაძრის მთავარი შესასვლელი დასავლეთიდან, რომელსაც მოჩუქურთმებული თაღოვანი ჩარჩო აქვს. სამხრეთ დასავლეთ ფასადებზე სარკმლებს ზემოთ ორნამენტირებული ჯვრებია გაკეთებული.
ხაზი 88:
==სამრეკლოები==
[[ფაილი:სიონი.jpg|მინი|მარცხნივ|<small>სიონის ძველი სამრეკლო, 1425.</small>]]
ტაძრიდან ათიოდ მეტრით ჩრდილოეთით დგას აგურის სამიარუსიანი სამრეკლო, რომელიც აშენებულია მეფე [[ალექსანდრე I]]-ის მიერ 1425 წელს, რომლის ზედა იარუსი დაანგრიეს 1795 წელს. აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს დანგრეული შენობა 1939 წელს შეაკეთეს და თავიდან ააგეს ფანჩატური.
 
მეორე სამრეკო - შპილით დავირგვინებული მაღალი სამსართულიანი შენობა დგას ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. ის აშენებულია 1812 წელს და თბილისის არქიტექტურაში [[კლასიციზმი]]ს ერთ-ერთ უადრეს ნიმუშს წარმოადგენს. აღნიშნული ნეოკლასიკური სამრეკლო აიგო ციციანოვის დროს მას შემდეგ რაც აღებული იქნა ციხე-ქალაქი [[განჯა]], ნიშნად იმისა რომ აღა მახმად ხანის შემოსევის დროს თბილისის აღებაში საგრძნობი წვლილი მიუძღვოდათ განჯელებს.
ხაზი 99:
 
== ტაძრის საძვალე==
სიონის ტაძარში ინახება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი სიწმინდე - [[ჯვარი ვაზისა|წმ. ნინოს ჯვარი]]. [დეკანოზ მარკოზ ტყემალაძის მცდარი მოსაზრებით სიონის საკურთხეველში, ტრაპეზის ქვეშ დაფლულია 550 წლის ახლოს მოწამებრივად აღსრულებული წმ. [[ევსტათი მცხეთელი]]ს ნაწილები, თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ წმინდა ევსტათის ნეშტი სვეტიცხოველში განისვენებს]. სადიაკვნეს კარის წინ, სამხრეთ კედელთან მარმარილოს თეთრი ქვის ქვეშ ასვენია წმ. იოანე მანგლელ ეპისკოპოსის (1666-1751) ნეშთი. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების: [[კირიონ II|კირიონ მეორის]] (1855-1918), [[ლეონიდე (კათოლიკოს-პატრიარქი)|ლეონიდეს]] (1861-1921), [[ამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)|ამბროსის]] (1861-1927), [[ქრისტეფორე III (კათოლიკოს-პატრიარქი)|ქრისტეფორეს]] (1873-1932), [[კალისტრატე (კათოლიკოს-პატრიარქი)|კალისტრატეს]] (1863-1952), [[მელქისედეკ III (კათოლიკოს-პატრიარქი)|მელქისედეკ III-ის]] (1872-1960), [[ეფრემ II (კათოლიკოს-პატრიარქი)|ეფრემ II-ის]] (1896-1972) და [[დავით VI (კათოლიკოს-პატრიარქი)|დავით V-ის]] (1903-1977) საფლავებია, დასავლეთ მკლავში - პოეტ [[ვახტანგ ორბელიანი]]სა (1812-1890).
 
წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერში დაკრძალულია მისი განმაახლებელი მთავარეპისკოპოსი ელისე საგინაშვილი. სიონში აგრეთვე დაკრძალულნი არიან: [[ანა ბატონიშვილი]] - ვახტან VI-ის ქალიშვილი (1745); სოლომონი - ერეკლე II-ს შვილი (1765); [[დიმიტრი ორბელიანი]] (1784); [[თამარი ბატონიშვილი]] - ერეკლე II-ის ქალიშვილი (1786); [[იოანე ორბელიანი]] - "სჳნდისის ლოცუანი"-ს დამწერი (1794); [[დავით ორბელიანი]] - სახლთუხუცესი (1796); [[ნეკრესელი ეპისკოპოსი ამბროსი]] (1796); თბილელი მიტროპოლიტი [[ქრისტეფორე თუმანიშვილი]] (XVIII); ლუარსაბი - გიორგი XII-ის ჩვილი შვილი (XVIII); [[ბერი იოანე (ოსეშვილი)|დეკანოზი იოანე (ოსეშვილი)]] (1801); [[სოფია ორბელიანი]] - ქსნის ერისთავ იასეს ქალიშვილი (1802); [[ნიკოლოზ ორბელიანი]] (1803); [[ივანე ლაზარევი]] - გენერალ-მაიორი (1803); [[პავლე ციციანოვი]] - საქართველოს მთავარმართებელი (1806); [[ზაალ ორბელიანი]] (1808); [[ბარბარე]] - გიორგი XII-ის ქალიშვილი (1814); [[თამაზ ორბელიანი]] - ერეკლე II-ის დისშვილი (1815); [[საქართველოს ექზარხოსი მოსე]] (1834); [[ქეთევან ორბელიანი]] (1852); [[გორის ეპისკოპოსი იოანე]] (ავალიანი) (1859); [[თბილელი მთავარეპისკოპოსი ბარნაბა]] (1589); [[თბილელი მთავარეპისკოპოსი იოსები]] - [[დიდ-მოურავიანი]]ს დამწერი (1670); [[თბილელი მიტროპოლიტი დომენტი]] (ორბელიანი) (1727); [[თბილელი მიტროპოლიტი გერმანე]] (XVIII); [[თბილელი მიტროპოლიტი ეფრემი]] (XVIII); [[თბილელი მიტროპოლიტი არსენი]] (1812); [[თბილელი მთავარეპისკოპოსი პავლე]] (თარხნიშვილი) - მოკლული ბაზალეთის შეტაკებაში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიონის_ტაძარი“-დან