ბესარიონი (ბარათაშვილ-ორბელიშვილი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
[[1680]]-[[1724]] წლებში გარეჯის [[გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი|იოანე ნათლისმცემლის მონასტრის]] მღვდელ-მონაზონია. [[ვახტანგ VI]] რუსეთში გამგზავრებისა და [[დომენტი IV|დომენტი]] კატალიკოსის [[ლორე|ლორეს ციხეში]] შეხიზვნის შემდეგ „ბესარიონ დაიპყრა იესეს გამო კათალიკოზობა“. დომენტი კათოლიკოსი ამჯერად მალე დაუბრუნდა საკათოლიკოსო ტახტს, რადგანაც „... მოინდო ფაშამ კათალიკოზი დომენტი...“, თუმცა მალე კათოლიკოსი თავად „...ევედრა, რათა წარავლინოს წინაშე ხონთქარისა, რამეთუ ჰგონებდა მუნიდამ ლხინებასა რასმე ქართლისასა...“ [[1725]] წელს „დომენტის წარსვლის შემდეგ ერწმუნა კათალიკოზობის კათედრა დავიტდავით გარეჯის ბერს ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიანს, ბეჯანბეჟან ბარათაშვილის ძეს, ავქსონს გრდემლისას“.
 
ბესარიონი გარეჯის ლიტერატურული სკოლის ერთ-ერთი აქტიური მოღვაწე იყო. მას მიეწერება ქართული „ჰაგიოგრაფიული კრებული“-ს II რედაქცია: დომენტი კათოლიკოსის ინიციატივით შედგენილი ადრინდელი კრებული ბესარიონმა შეავსო ახალი თხზულებებით ([[რაჟდენ პირველმოწამე|რაჟდენ პირველმოწამის]], [[ლუარსაბ II|ლუარსაბ მეფის]], [[ჩოლოყაშვილი, ბიძინა|ბიძინა ჩოლოყაშვილის]], [[შალვა და ელიზბარ ერისთავები|შალვა და ელიზბარ ერისთავების]] ცხოვრებანი). ბესარიონს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ლიტურგიკული და პოლემიკური მწერლობის განვითარებაშიც. სლავურ-რუსულ პროლოგ-სვინაქსარების მიხედვით მან შეადგინა „სადღესასწაულო“-ს ახალი რედაქცია. საქართველოში მართლმადიდებლური რწმენის დასაცავად კათოლიკობისა და კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ დაწერა პოლემიკურ-დოგმატიკური თხზულება „გრდემლი“.