თერგდალეულები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
5.178.248.5-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 92.51.125.66-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 9:
ილია ჭავჭავაძემ და მისმა მომხრეებმა ამ რთულ პერიოდშიც მოახერხეს ეროვნული საქმის გაგრძელება. მათი თაოსნობით თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სათავადაზნაურო ბანკები დაარსდა. ბანკის მიერ გაღებული თანხის უდიდესი ნაწილი ქართული სკოლებისა და თეატრის დაფინანსებას მოხმარდა. [[1879]] წელს შეუქმნა „[[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება]]“ (პირველი თავმჯდომარე [[დიმიტრი ყიფიანი]]). საზოგადოების მეცადინეობით გაიხსნა სკოლები, გამოიცა სახელმძღვანელოები და სხვა სახის ნაშრომები, შეგროვდა ძველი ხელნაწერები და ფოლკლორული მასალა, დაიწყო ისტორიულ ძეგლებზე ზრუნვა.
 
70-იან წლებში თერგდალეულები ორ ჯგუფად გაიყვნენ. ილია ჭავჭავაძისა და მისი მომხრეების ჯგუფს ([[აკაკი წერეთელი]], [[იაკობ გოგებაშვილი]], [[ვაჟა-ფშაველა]], [[ალექსანდრე ყაზბეგი]] და სხვები) „[[პირველი დასი]]“ ეწოდა, ხოლო [[ნიკო ნიკოლაძე|ნიკო ნიკოლაძის]] [[გიორგი წერეთელი (მწერალი)|გიორგი წერეთლის]] [[სერგეი მესხი]]ს და სხვათა ჯგუფს, რომლებიც მთავარ ყურადღებას სოციალური და ეკონომიკური ხასიათის პრობლემებზე ამახვილებდნენ — „[[მეორე დასი]]“.<ref>''ნ. ასათიანი'', ისტორია 11, გვ. 336 – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, თბ., 2009.</ref>
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თერგდალეულები“-დან