ალექსანდრე V: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
'''ალექსანდრე V''' (დ. დაახლოებით [[1703]]/[[1704]] — გ. [[მარტი]], [[1752]]) — [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფე [[1720]]-[[1741]], [[1741]]–[[1746]], [[1749]]–[[1752]]. მის დროს გაძლიერდა [[ოსმალეთი]]ს აგრესია. მეფის ხელისუფლება გამუდმებული შინაფეოდალური ომებით დასუსტებული იყო. [[1721]]-[[1728]] წლებში სამეფოს ფაქტობრივად ოდიშის მთავარი [[ბეჟან I დადიანი]] განაგებდა. [[1734]] წელს ალექსანდრე V-მ [[ჩიხორის ბრძოლა]]ში დაამარცხა ოტია დადიანი და მეფე-მთავრებს შორის დროებით მშვიდობა დამყარდა.
 
ალექსანდრე V [[რუსეთი|რუსეთთან]] დაახლოების მომხრე იყო. მის პირველ ცდას [[1720]]-[[1730]] წლებში ამ მხრივ შედეგი არ მოჰყოლია. მხოლოდ რუსეთ-ოსმალეთის [[1735]]-[[1739]] ომის დროს, რუსების მიერ აზოვის აღების შემდეგ ([[1736]] წლის [[16 ივნისი]]), გაუჩნდათ ალექსანდრე V-სა და მის მომხრეებს დახმარების იმედი. [[1738]] წელს ალექსანდრე V-მ რუსეთში ელჩად გაგზავნა ქუთათელი მიტროპოლიტი [[ტიმოთე გაბაშვილი]]. ელჩმა იმპერატორს დასავლეთ საქართველოს რუკა წარუდგინა, ქვეყნის ოსმალებისაგან განთავისუფლების გეგმა გააცნო და მფარველობა სთხოვა. ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა რუსეთ-ოსმალეთის [[ბელგრადის საზავო ხელშეკრულება]]მ ([[1739]]). სამეფოში კვლავ ატყდა შინაფეოდალური ომი. [[1741]] წელს ალექსანდრე V-ის მოწინააღმდეგე ფეოდალებმა მისი ძმა [[გიორგი VII (იმერეთის მეფე)|გიორგი]] გაამეფეს. მაგრამ ალექსანდრე V-მ იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. [[1743]] წელს მან ზავი დადო დადიანთან და სამეფოში მცირე ხნით მშვიდობა დამყარდა. [[1746]] წელს ალექსანდრე V ტახტიდან გადააყენა მისმა ძმამ - მამუკამ. [[1749]] წელს ოსმალეთის დახმარებით ალექსანდრე V-მ ისევ დაიბრუნა მეფობა, მაგრამ სამეფოში საერთო არეულობა სუფევდა.
 
ალექსანდრე V-მ ააგო ჩხარის წმ. გიორგის მონასტერი ([[1737]]) და ვარციხის სამეფო სასახლე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_V“-დან