ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: თავჯდომარ → თავმჯდომარ using AWB
ხაზი 1:
{{მმ*|ზაჰესი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
[[ფაილი:Mukhatgverdi (G.N. 2012).jpg|მინიატიურა|ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური]]
'''ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური''' (''ზაჰესი'') — პირველი მძლავრი [[ჰიდროელექტროსადგური]] [[საქართველო]]ში, აგებულია მდინარე [[მტკვარი|მტკვარზე]] ქ. [[მცხეთა]]სთან, მტკვრისა და [[არაგვი]]ს შესართავის მახლობლად, თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით 10 კმ-ში.
 
ჰესის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ზაჰესკომი (თავჯდომარეთავმჯდომარე შ. ელიავა, მოადგილეები ვ. სუხიშვილი და ნ. იორამიშვილი). ესკიზური პროექტი (ავტორი ინჟ. ო. მელიქ-ფაშაევი) დეტალურად დაამუშავა სპეციალურმა კომისიამ მ. ანდრეევი, დამანტოვიში, ლ. დიასამიძე, ვ. ვასილიევი, ნ. ზვორიკინი, ა. კიკნაძე — ხელმძღვ., ლ. კონიუშევსკი, ბ. კოსტინი, ო. მელიქ-ფაშაევი — მშენებლობის უფროსის მოადგილე, ს. ფირალიშვილი, ბ. ჭიჭინაძე — მშენებლობის უფროსი). ნაგებობათა არქიტექტურული ნაწილის ავტორები არიან ა. კალგინი, კ. ლეონტიევი, მ. მაჭავარიანი.
 
==ისტორია==
ხაზი 12:
სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ჰიდრომშენმა ჩაატარა ინსტრუმენტული საძიებო სამშაოები, დაამუშავა საველე მასალა და დაიწყო დამუშავება ინჟინერ მელიქ-ფაშაევის მიერ წამოყენებული ესკიზური პროექტისა, რომელიც იტვალისწინებდა მდინარე არაგვის ბოლო მონაკვეთის (ბებრის ციხიდან შესართავამდე) და მდინარე მტკვრის (მდიანრე არაგვთან შეერთების ადგილიდან დიღმის რკინიგზის ხიდამდე) გამოყენებას.
 
[[1922]] წლის I ნახევარში იყო კიდევ ერთი წინადადება თვით თბილისში 10 000 ც. ძ-ის ცენტრალური თბოსადგურის აგებისა (ინჟინერი ი. ვაწაძე) სპეციალური საექსპორტო კომისიების დასკვნებით უპირატესობა მიეცა ჰესის მშენებლობას ზემოთ უკვე ნახსენებ სქემებში — ზემო ავჭალისა მდინარე მტკვარზე.
 
ზაჰესის მშენებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკური აღდგენისა და განვითარებისათვის. [[1922]] წლის 23 მაისს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების თბილისის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება [[ზემო ავჭალა]]სთან 12 ათ. [[ც. ძ.]] სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ და [[რსფსრ]] [[შრომისა და თავდაცვის საბჭო]]ს (შთს) მიმართა თხოვნით დახმარებისათვის.
 
ტფილისის საბჭოს პრეზიდიუმმა 1922 წლის 20 ივნისს დაამტკიცა ზაჰესის მშენებლობის სქემა და ჩამოაყალიბა [[ზაჰესკომი]].
 
ზაჰესკომმა და მშენებლობის უშუალო ხელმძღვანელებმა დიდი ორგანიზაციული და პრაქტიკული მუშაობა ჩაატარეს, ზაჰესის მოკლე დროში და მაღალ ტექნიკურ დონეზე აშენებისათვის.
 
[[ლენინი|ვ. ი. ლენინის]] ინიციატივით [[1923]] წლის 16 იანვარს შთს-მ მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზე 1923 წლის I კვარტალში, თბილისის საბჭომ, ზაჰესის მშენებლობისათვის საკავშირიო სახსრებიდან მიიღო ოქროს 750 ათ. მანეთი. შემდგომ წლებშიც სსრკ-ის მთავრობა სისტემატურად ეხმარებოდა მშენებლობას ფინანსურად. 1922 წლის 10 სექტემბერს ზაჰესის მშენებლობაზე მოეწყო თბილისის მუშების შაბათობა, რომელზეც მონაწილეობდა 4 ათასი კაცი.
 
შერჩეულ ადგილზე წყლის რესურსების შემოწმების შემდეგ საბჭოთა და უცხოელი სპეციალისტების რჩევისა და ადგილობრივი სპეციალური საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე ზაჰესის პირველი რიგის აგრეგატების სიმძლავრე განისაზღვრა 18 ათ. ც. ძ-ის ოდენობით (ნაცვლად გათვალისწინებული 10 ათ. ც. ძ-ისა). ჰიდროტექნიკური ნაგებობის აგებისას მხედველობაში უნდა მივიროთ საბოლოო საპროექტო სიმძლავრე (36 ათ. ც.ძ.).
ხაზი 31:
 
==ელექტროსადგურის აღწერა==
ზაჰესის ძირითადი ნაგებობებია:
 
:(ა) '''სათავო ნაგებობანი''' — 1. მთავარი კაშხალი, 2. წოლხვრელი და მცირე კაშხალი, 3. წყალმიმღები და სათავო რაბი. ისინი განლაგებულია მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავტან. მტავარი კაშხალისათვის (სიმ. 40 მ) შერჩეულია ამ უბაში მდინარე მტკვრის ყველაზე ვიწრო (300-400 მ) კლდოვანი კალაპოტი. რკინაბეტონის ნაგებობა მთლიანად დაყრდნობილია კლდის მაგარ ქანებზე (ქვიშაქვა). წყლის გაშვების და ბურჯების კედლები, წყლის დარტყმის ძალის შესასუსტებლად, მოპირკეთებულია უხეშად დამუშავებული გრანიტის (გელატის, ნაწილობრივ ბამბაკის) ფილებით. დანარჩენი ზედაპირი ტორკრეტირებულია ცემენტის ხსნარით. კაშხალს ხუთი ხვრელობი აქვს: შუა სამი აწესრიგებს წყლის დონეს ზემო ბიეფში; გარე მარჯვენა სიფონური გამშვებია (მას მარჯვნიდან ემიჯნება თევზების გასაშვები), გარე მარცხენა კი ყინულის გამშვები. ხვრელობების გამყოფი ოთხი ბურჯის (თითოეულის სიგანე 4 მ, სიგრძე 27,7 მ) ვერტიკალები კარგად ეხამება კლდოვან გარემოს. ნაგებობა გამოირჩევა სადა, მკაცრი გეომეტრიული ფორმებით. წოლხვრელი და მცირე კაშხალი აღმოსავლეთიდან ეკვრიან დიდ კაშხალს, წოლხვრელი (სიგრძე 150 მ, სიღრმე 18,5 მ, სიგანე 16-18,5 მ) გათხარეს მშენებლობის პროცესში წყლის გადასაყვანად. მისი კედლები და ძირი დაცემენტებულია. წოლხვრელს კეტავს მცირე რკინაბეტონის კაშხალი (სიმაღლე 18,5 მ, სიგრძე 24 მ, სიგანე ზემო წელში 3,9), რომლის ხვრელების კედლები და ძირი მოპირკეთებულია უხეშად დამუშავებული გრანიტის (გელათის, ბამბაკის და აირუმის) ფილებით. კაშხალის დანარჩენი ზედაპირი ტორკრეტირებულია ცემენტის ხსნარით. ამჟამად კაშხალი და წოლხვრელი გამოყენებულია მდინარე არაგვის მიერ მოტანილი ნალექის გასაშვებად. მთავარ კაშხალსა და წოლხვრელს შორის წარმოქმნილი კუნძული მთლიანად ბეტონის ბალიშით არის დაფარული. მისი საყრდენი კედელი ამოყვანილია დიდი კაშხლის ბურჯების სიმაღლეზე, რის გამოც ეს ორი ნაგებობა ერთიან ჰორიზონტალურ ზოლად აღიქმება. წყალმიმღებიდან სათავე რაბის საშუალებით წყალი სადერივაციო არხში გადადის. ნაგებობის მარჯვენა ბოლო ნაწილში მოწყობილია ნალექისაგან წყლის გამწმენდი რაბი-კაშხალი (სიმაღლე 11,73 მ).
ხაზი 39:
:(გ) '''წნევის აუზი''' — წნევის აუზი მოწყობილია არხის ბოლოსთან გაფართოებულ ნაწილში (სიგანე 8,11-65, მ, მოცულობა 40.000 კუბ. მ). აქედან ლითონის დაწნევის მილგამტარით და რკინაბეტონის სპილარული კამერებით წყალი მიემართება ტურბინებში.
 
:(დ) '''საგენერატორო სადგური''' — აგებულია რკინიგზის ხიდის მახლობლად და მტავარი, გრძივი ფასადიტ მტკვრის მარცხენა კლდოვან ნაპირს გადმოჰყურებს. მისი საძირკველი არმირებულია ლიანდაგებით კედლების კონსტრუქცია წარმოადგენს აგურიტ შევსებულ რკინაბეტონის კარკასს. მთავარი ფასადი მოპირკეთებულია ეკლარის ქვით. საგენერატოროს ძირიტადი სატავსია დიდი დარბაზი (72X12 მ, სიმაღლე 14,38 მ, მთელი ნაგებობის სიმაღლე 25,88 მ), სადაც რვა ტურბინა დგას. დარბაზში უხვად არის სინათლე და ჰაერი. მთავარი ფასადის მთელი სიგრძე უჭირავს რვა შეისრულთაღოვან დიდ ფანჯარას. შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ცილინდრული კოშკია. აქედან არის სადგურში შესასვლელი. საგენერატოროს არქიტექტურა მარტივი, მკაცრი და დასამახსოვრებელია.
 
:(ე) '''გამანაწილებელი სადგური''' — მდებარეობს საგენერატოროს სამხრეთით 80 მ-ზე. მისი ორი ურთიერთპარალელური კორპუსი სახელოსნოებს ეკვრის. მათ შორის ღია ეზოა. არქიტექტურული გადაწყვეტით შენობა ენათესავება საგენერატორო სადგურის ფასადებს — ცემენტით შელესილ კედლებზე სხვადასხვა სიგანის დიდი შეისრულთაღოვანი სარკმლებია. განსხვავებულია უკანა ფასადი — დიდი თაღოვანი შესასვლელი და ლოჯიის ექვსი დაბალსვეტიანი თაღედი ქმნიან მარტივ, მეტყველ კომპოზიციას.
ხაზი 45:
'''ვ.ი. ლენინის ძეგლი''' — [[1927]] წელს ჰესის ტერიტორიაზე დაიდგა [[ლენინი|ვ. ი. ლენინის]] ერთ-ერთი პირველი ძეგლი სსრკ-ში (მოქანდაკე [[ივანე ივანოვ-შადრი]], არქიტექტორი ს. ჩერნიშოვი). ბრინჯაოს სკულპტურის სიმაღლე 7 მ, ღია რუხი ფერის გრანიტით მოპირკეთებული პოსტამენტისა 15 მ.
 
'''ბესარიონ ჭიჭინაძის ძეგლი''' — გაიხსნა 1975 წლის 8 ივლისს (მოქანდაკე 1. რატიანი, არქიტექტორი გ. ქავთარაძე). დგას საგენერატორო სადგურის ტერიტორიაზე, მთავარი ხეივნის ღერძზე, მდინარე მტკვრის კლდოვან ნაპირთან. ბუნებრივი თეთრი ქვით მოპირკეთებულ მარალ (6 მ) კედელზე გამოსახულია ინჟინერ [[ბესარიონ ჭიჭინაძე|ბესარიონ ჭიჭინაძის]] ჰორელიეფური პორტრეტი (ბრინჯაო 1,1 მ).
 
==ჯილდოები==