მიტროფანე ლაღიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 31:
მიტროფანე ლაღიძეს გვერდში ედგა შრომისმოყვარე და გამჭრიახი ბუნების მქონე მეუღლე ოლიმპიადა ანდრიას ასული ვახანია. იგი სწავლობდა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალი შვილის დედა იყო, დიდ დახმარებას უწევდა მეუღლეს მის მიერ წამოწყებულ საქმის გაძღოლაში. ოლიმპიადა კარგად ერკვეოდა ხილეული წყლების დამზადების ტექნოლოგიაში, ჰქონდა კარგი გემოვნება, ხელმძღვანელობდა მიტროფანეს დაწყებულ მრავალ სამეურნეო საქმეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. 1906 წელს როცა მიტროფანე ლაღიძე დააპატიმრა გუბერნატორმა ალიხანოვ-ავარსკიმ და მისი ადმინისტრაციული წესით ციმბირში გადასახლება დაუპირა, ოლიმპიადამ თბილისს მიაშურა, პირადად ნახა ილია ჭაჭავაძე და სთხოვა მისი ქმარი როგორმე გადასახლებიდან დაეხსნა, ხოლო თუ ამას ვერ მოახეხებდა ციმბირში გაგზავნა მაინც აეცილებინა. ილია ჭავჭავაძე, რომელიც დიდ პატივს სცემდა მიტროფანე ლაღიძეს, როგორც იქნა, მოახერხა მისი განთავისუფლება.
 
მიტროფანე ლაღიძე სხვადასხვა კულტურული და საზოგადოებრივი საქმიანობის აქტიური მონაწილე და ხელშემწყობი იყო. მან ქუთაისში დააარსა საგამომცემლო ამხანაგობა, რომელიც გამოსცემდა ქართველ მწერალთა კრებულებს და საგანმანათლებლო ხასიათის წიგნებს. მისი ხელშეწყობით ჩამოყალიბდა საქართველოს მეომართა დამხმარე კომიტეტი. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართული კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან. იგი გახლდათიყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და დრამატული საზოგადოების წევრი, მატერიალურად ეხმარებოდა ჩვენს მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, იყო ბევრი ეროვნული საქმის ხელშემწყობი და განმახორციელებელი. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილიასთან, აკაკისთან, [[ტიციან ტაბიძე]]სთან და სხვა სახელოვან ადამიანებთან.
მიტროფანე ლაღიძემ 1898 წელს გამოსცა ილიას „აჩრდილი“, აკაკის „მომაკვდავის ჩვენება“, [[ვახტანგ ორბელიანი]]ს „იმედი“ და სხვა. 1908 წელს აკაკის ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავისათვის ქუთაისში დაბეჭდა საიუბილეო კრებული, რომლის ყდაზე აწერია: „მთელი ამ გამოცემის შემოსავალს ნიშნად ღრმა პატივისცემისა ვუძღვნი იუბილარს აკაკის 50 წლის მოღვაწეობის სახსოვრად“.მიტროფანე ლაღიძე თვითონაც ბეჭდავდა წერილებს „ივერიაში“, „კვალში“, „სახალხო გაზეთში“, „დროებაში“ და სხვაგან.