ჟან შარდენი: განსხვავება გადახედვებს შორის

მოგვიანებით შარდენი აცნობიერებს, რომ საკუთარი პროტესტანტული წარმომავლობის გამო მას მშობლიურ საფრანგეთში კარიერაში წინსვლის იმედი არ უნდა ჰქონოდა და ამიტომ 1671 წელს ისევე სპარსეთს მიემგზავრება. მეორე მოგზაურობა გაცილებით თავგადასავლიანი გამოდგა ვიდრე პირველი. სპარსეთში ჩასვლამდე ის გადის [[სმირნა|სმირნას]], [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლს]], [[ყირიმი|ყირიმს]], [[კავკასია|კავკასიას]], [[სამეგრელო|სამეგრელოსა]] და [[ქართლი|ქართლ]]-[[კახეთი|კახეთს]] და [[ისპაჰანი|ისპაჰანში]] მხოლოდ 1673 წელს აღწევს. სპარსეთში ოთხი წლის მოგზაურობის შემდეგ ის ისევ [[ინდოეთი|ინდოეთში]] ჩადის. ევროპაში [[კეთილი იმედის კონცხი|კეთილი იმედის კონცხის]] გავლით 1680 წელს ბრუნდება.
 
ამ დროისთვის [[ლუი XIV]]-ის მიერ პროტესტანტთა დევნა პიკს აღწევს. 1681 წელს შარდენი ისევ ტოვებს სამშობლოს და ამჯერად [[ლონდონი|ლონდონში]] სახლდება. აქ ის სამეფო კარის იუველირად დაინიშნა. [[ჩარლზ II|ჩარლზ II-მ]] მას [[რაინდი (წოდება)|რაინდობა]] უბოძა, და იმავე დღეს შარდენმა ესთერ დე ლარდინიერ პეინიეზე, ჰუგენოტი ლტოლვილი [[რუენირუანი|რუენიდანრუანიდან]], იქორწინა. მათ შვიდი შვილი ეყოლათ. 1682 წელს სამეფო საზოგადოებამ (Royal Society) ის წევრად აირჩია.
 
შარდენი შემდეგ რამდენიმე წელს [[ჰოლანდია|ჰოლანდიაში]] ატარებს ინგლისის [[ისტ ინდოეთის კომპანია|ისტ ინდოეთის კომპანიის]] წარმომადგენლად. 1686 წელს შარდენი მისი განთქმული "მოგზაურობის" პირველ ნაწილს აქვეყნებს. მისი ნამუშევარი დასრულებული სახით მხოლოდ 1711 წელს იბეჭდება [[ამსტერდამი|ამსტერდამიდან]], თვალისმომჭრელი სათაურით "Voyages de monsieur le chevalier Chardin en Perse et autres lieux de l'orient" (ქართ.: "ბატონი რაინდი შარდენის მოგზაურობები სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა მიწებზე").
 
==მნიშვნელობა==
თანამედროვე მეცნიერ-მკვლევარები "მოგზაურობის" [[1811]] წლის გამოცემას (რედაქტირებული ორიენტალისტორიენტალისტი ლუი-მეთიუ ლანგლეს მიერ) სტანდარტულ ვერსიად მიიჩნევენ.
 
შარდენის ნამუშევრის ადრეული მკითხველები გააოცა მისმა ყოვლისმომცველმა მხატვრულმა აღწერამ, და მას მრავალ დიდ მოაზროვნეთა ქება დაუმსახურებია, მათ შორის იყვნენ: [[მონტესკიე]], [[ჟან-ჟაკ რუსო]], [[ვოლტერი]] და გიბონი. სპარსეთის გვიანდელი მკვლევარები ასევე ხაზს უსვამენ ამ ნამუშევრის ისტორიულ მნიშვნელობას. [[ჯონ ემერსონი]]ს თანახმად: "მისი ინფორმაცია საფავიდი სპარსეთის შესახებ წინ უსწრებს ყველა სხვა დასავლეთის მწერალს სიღრმით, აკურატულობით, მიუკერძოებლობითა და ყოვლისმომცველობით." შარდენი შორს სწვდებოდა, მას თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული ჰქონდა მოვლილი, კარგად ფლობდა სპარსულს, და დატოვა დეტალური აღწერა ყველა იმ ადგილისა და ხალხისა, რომელიც კი გზად მოინახულა. მას ასევე პირდაპირი კავშირი ჰქონდა სეფიანთასაფავიდთა სამეფო კართან და მისი აღწერა სეფიანთასაფავიდთა იმდროინდელითანამედროვე პოლიტიკისა და ადმინისტრაციისა, საკმაოდ სრულ ინფორმაციას გვიტოვებს. თუმცა, წიგნში შიგადაშიგ მცირეოდენი ხარვეზები გვხვდება. მიუხედავად ამისა, შარდენის ტექსტი,ის საერთო ჯამში, სარწმუნო დასაყრდენია და სეფიანთამისი ნაშრომი საფავიდთა ისტორიის, მთავრობის, ეკონომიკის, ანთროპოლოგიის, რელიგიის, ხელოვნებისა და კულტურის მრავალმხრივი შესწავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.
 
==ლიტერატურა==
ანონიმური მომხმარებელი