ტაილანდი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
|ლიდერის_სახელი_2 = [[პრაიუთ ჩან-ოჩა]]
|რანგი_ფართობით = 49-ე
|ფართობი = 513 115
|წყალი_% = 0.4
|სავარაუდო_მოსახლეობა = 63 038 247
|სავარაუდო_მოსახლეობა_რანგი = მე-20
|მოსახლეობა_სავარაუდოდ_წელს = 2007
|მოსახლეობის_ცენზი = 60 606 947
|მოსახლეობის_ცენზი_წელს = 2000
|მოსახლეობის_სიმჭიდროვე = 122 ად
|მოსახლეობის_სიმჭიდროვე_რანგი = 85-ე
|მშპ_ppp_წელი = 2007
|მშპ_ppp = $519.9 მილიარდი
|მშპ_ppp_რანგი = 21-ე
|მშპ_ppp_ერთ_მოსახლეზე = $8,0008000
|მშპ_ppp_ერთ_მოსახლეზე_რანგი = 69-ე
|აგი = 0.781
|აგი_ტენდენცია = {{კლება}}
|აგი_კატეგორია = <font color="#ffcc00">საშუალო</font>
|ვალუტის_კოდი = THB
|ქვეყნის_კოდი = THA
|დროის_სარტყელი = ([[მსოფლიო კოორდინირებული დრო|UTC+07:00]] +7სთ.)
|ზაფხულის_დრო =
|cctld = [[.th]]
ქვეყნის ისტორია სათავეს იღებს, მას შემდეგ, რაც [[1238]] წელს დაარსდა სახელმწიფო [[სუკოტაი]]. მისი მემკვიდრე იყო სახელმწიფო [[აიუთია]], რომელიც დაარსდა [[1350]] წელს და იარსება [[1767]] წლამდე. ტაილანდის კულტურაზე ძლიერი გავლენა იქონია [[ჩინეთი|ჩინეთმა]] და [[ინდოეთი|ინდოეთმა]]. [[XVIII საუკუნე]]ში სიამი განიცდის ბირმის ტერიტორიაზე მდებარე სახელწიფოებიდან თავდასხმას, რომელიც შეაჩერეს [[ტაქსინი (სიამი)|ტაქსინმა]] ([[1768]]-[[1782]] წწ.) და პრა ბუდჰა იოდფა ჩულალოკემ, რომელიც ტაქსინის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის [[რამა I]]-ის ([[1782]]-[[1809]] წწ.) სახელით და აარსებს [[ჩაკრი]]ს დინასტიას. მისი მემკვიდრეების [[რამა IV]]-ისა ([[1851]]-[[1868]] წწ.) და [[რამა V]]-ის ([[1868]]-[[1910]] წწ.) წყალობით ტაილანდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც არ ყოფილა კოლონიზებული, თუმცა ტაილანდი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამხრეთის სამი პროვინცია, რომლებიც შემდეგ შევიდნენ [[მალაიზია|მალაიზიის]] შემადგენლობაში, რაც გამოწვეული იყო [[დიდი ბრიტანეთი]]ს ინტერესებით.
 
ტაილანდი არასოდეს ყოფილა კოლონია. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო კოლონიური იმპერიების სურვილი ტაილანდი დარჩენილიყო ბუფერად [[დიდი ბრიტანეთისაბრიტანეთი]]სა და საფრანგეთის[[საფრანგეთი]]ს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის. [[1896]] წლის ინგლისურ-ფრანგული შეთანხმებით აღიარებულ იქნა სიამის დამოუკიდებელი [[ბუფერული სახელმწიფო]]. [[სიამის რევოლუცია|სიამის რევოლუციის]] შემდეგ, [[1932]] წლიდან ტაილანდი [[კონსტიტუციური მონარქია]]ა. ქვეყანამ სახელწოდება ტაილანდი მიიღო [[1939]] წელს. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს ოკუპირებული იყო [[იაპონია|იაპონიის]] მიერ. ომის დასრულების შემდეგ ტაილანდი [[აშშ]]-ის მოკავშირეა. [[1947]] წელს სამხედროებმა ჩაიგდეს ძალაუფლება. სამოქალაქო მთავრობა - შეიქმნა [[1983]] წელს. [[1991]] წელს კვლავ სამხედროების მმართველობა დამყარდა, რომლებმაც არალეგიტიმური [[არჩევნები]] ჩაატარეს.
 
[[ტაილანდის მზის კალენდარი]] სათავეს იღებს [[ბუდიზმი]]ს ჩამოყალიბების პერიოდიდან და გრიგორის კალენდრისაგან განსხვავდება 543 წლით. მაგალითად, [[2015]] წელი არის ტაილანდის კალენდრით 2558 წელი. [[2004]] წლის 26 დეკემბერს ტაილანდის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მიწისძვრის შედეგად წარმოიქმნა[[ცუნამი]], რომლის შედეგად ქვეყანაში დაიღუპა 5000 ადამიანი, მათი 50 % იყო ტურისტი.
'''ტაილანდის სამეფო''' არის [[დამოუკიდებელი სახელმწიფო]]. მდებარეობს სამხრეთ [[აზია|აზიის]] ცენტრში. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება [[ლაოსი]] და [[ბირმა]] (მიანმა), აღმოსავლეთით [[ლაოსი]] და [[კამბოჯა]], სამხრეთით [[ტაილანდის ყურე]] და [[მალაიზია]], ხოლო დასავლეთით [[ანდამანის ზღვა]] და [[ბირმა]]. ტაილანდი ფართობი მოიცავს 513 115 კვ.კმ-ს. ქვეყანა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 1500 კილომეტრზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 800 კმ-ზე.
 
ქვეყანა იყოფა ოთხ ძირითად გეოგრაფიულ რეგიონად: [[ჩრდილოეთი ტაილანდი|ჩრდილოეთი]], [[ცენტრალური ტაილანდი|ცენტრალური]], [[ჩრდილო-აღმოსავლეთი ტაილანდი|ჩრდილო-აღმოსავლეთი]] და [[სამხრეთი ტაილანდი|სამხრეთი]]. ჩრდილოეთი არის ძირითადად [[მთა|მთიანი]], აქ წარმოიქმნება 4 მთავარი მდინარე, რომელიც კვებავს [[ჩაო პრაი (მდინარე)|ჩაო პრაის მდინარეს]], ცენტრალური ნაწილის მაცოცხლებელ ხაზს. ეს უკანასკნელი რეგიონი მდებარეობს ძირითადად 200მ200 მ სიმაღლეზე. ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონი იკავებს მთელი ქვეყნის ტერიტორიის 1/3 ნაწილს და არის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი. ეს არის მშრალი, 100-200 მეტრ სიმაღლეზე განთავსებული ტერიტორია, რომლის უმეტეს ნაწილზე მონაცვლეობს ორი პერიოდი. იგი ან დატბორილია, ან კიდევ გვალვაა. ასევე ამ რეგიონის სიმლაშეცაა, რაც თავისთავად მიწის პროდუქტიულობას დაბალს ხდის.
 
ქვეყანა [[სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია|სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში]] სიამის ყურის სანაპიროზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: [[ბირმა]], [[ლაოსი]], [[კამბოჯა]]. ფართობი: 513. 115 კვ. კმ.
 
== კლიმატი ==
[[ფაილი:July 2011 Thailand Flooding.jpg|მინი|ტაილანში 2011 წელს მომხდარი წყალდიდობის კოსმოსიდან გადაღებული სურათი]]
ტაილანდში [[კლიმატი]] არის ტროპიკული, ტემპერატურისა და ტენიანობის მაღალი მაჩვენებლითა და დომინირებული მუსონებით. [[აპრილი]] და [[მაისი]] არის წლის ყველაზე ცხელი თვეები. [[ივნისი]] არის სამხრეთ-დასავლური მუსონების დასაწყისი, მას მოაქვს წვიმები, რომელიც შენაცვლებით, მაგრამ მაინც გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე. ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდე [[ჰავა]] არის ნაკლებად ქარიანი და ტენიანობაც შემცირებულია. ეს არის ძირითადად ტურისტული სეზონი და ყველაზე კარგი დრო ტაილანდის მოსანახულებლად. ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი არის ზამთარში ზოგადად უფრო ცივი და ზაფხულში უფრო ცხელი, ვიდრე [[ბანგკოკი]]. აქ არის ძირითადად სამი ტიპის სეზონი: გრილი (ნოემბრიდან თებერვლამდე), ცხელი (აპრილიდან მაისამდე) და წვიმიანი (ივნისიდან ოქტომბრამდე).
 
 
== ფლორა და ფაუნა ==
ტაილანდი განლაგებულია ტყის ტროპიკულ ზონაში. მისი ტერიტორიის დაახლოებით 30 % გაუვალ ტყეებს უკავია. დიდი სხვაობაა მცენარეულობაში რეგიონების მიხედვით. ზღვისპირა ზოლში ძირითადად გავრცელებულია [[მარადმწვანე ტყეები]]. კორატის პლატოზე ნათელი ტყეები და ბუჩქნარებია წარმოდგენილი. მშრალჰავიან გორებზე 700-1700მ1700 მ სიმაღლეზე არის [[შერეული ტყეები]], მთების ზემო ნაწილში კი იზრდება მარადმწვანე ბუჩქნარები.
ტაილანდის ტყეებსა და ბუჩქნარებში გვხვდება ცხოველთა მრავალგვარი სახესხვაობები. [[გიბონი]], [[სპილო]], [[ვეფხვი]], [[ლეოპარდი]] და მრავალი სხვა ველური ცხოველი. ასევე მრავალი ფრინველი, [[მღრღნელი]] და [[ქვეწარმავალი]]. მდინარეებში ბინადრობს [[ნიანგი]] და მრავალგვარი [[თევზი]].
 
== დემოგრაფია ==
{{მთავარი|ტაილანდის დემოგრაფია}}
ტაილანდის მოსახლეობა შეადგენს 61,5 მილიონ ადამიანს, აქედან დაახლოებით 10 მილიონი ცხოვრობს დედაქალაქ ბანგკოკში. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა 117 ადამიანი კვ. კმ-ზე. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებისთვის არის 66 წელი, ხოლო ქალებისათვის 72 წელი. შობადობის მაჩვენებელი არის 8,5 [[პრომილე]], სიკვდილიანობის კი 6,1 პრომილე.
 
ტაილანდში აღსანიშნავია ეთნიკური სიჭრელე, მოსახლეობის 53 % არის ტაილანდელი, 27 % ლაოსელი, 10 % ჩინელი, 4 % მალაიზიელი. Aსევეასევე აქ გვხვდებიან ვიეტნამელები, კამბოჯელები, ინდოელები.
 
ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია დედაქალაქი [[ბანგკოკი]], იგი ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. სხვა მსხვილი ქალაქებია სამხრეთით [[ჩანგმაი]], [[ჩიანგრაი]]. ჩრდილოეთით ნაკონსიტამარატი, ხატიაი. სახელმწიფო ენაა ტაილანდური. ინგლისური ელიტის ენაა. რელიგია-[[ბუდიზმი]].
 
== ეკონომიკა ==
* '''რესურსები''': [[კალა]], რეზინი, [[ბუნებრივი აირი]], [[ვოლფრამი]], [[ტანტალი]], საშენი ხე-ტყე, [[ტყვია]], [[თევზი]], [[თაბაშირი]], სასოფლო-სამეურნეო მიწები.
* '''ექსპორტი''': ბრინჯი, სიმინდი, ქსოვილები, სამრეწველო საქონელი.
* '''ეროვნ. პროდუქტი''' - 166 მლრდ $.