სიმონ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
'''სიმონ I''' (დ. [[1537]] — გ. [[1611]]) — [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფე [[1556]]-[[1569]], [[1578]]-[[1599]], [[ლუარსაბ I|ლუარსაბ I-ის]] ძე.
 
[[გარისის ბრძოლა]]ში [[1556]] მოხუცმა მამამ ქართლის შემტევი ლაშქრის მეთაურად დანიშნა. ახალგაზრდა უფლისწულმა თავი გამოიჩინა როგორც საზრიანმა და მამაცმა სარდალმა და ქართლიდან გარეკა შემოსეული [[ყიზილბაშები]]. სიმონ I-ის გამეფების დროს [[თბილისი]] ყიზილბაშების ხელში იყო და მეფეს რეზიდენცია [[გორი|გორში]] ჰქონდა. [[1556]]-[[1559]] სიმონ I მეთაურობდა განუწყვეტილი ომიანობით განადგურებული ქვეყნის აღდგენა-შენებას, შემდეგ კი ყიზილბაშთაგან ქართლის განთავისუფლების საქმეს შეუდგა. [[1559]] კავშირი შეკრა [[კახეთის სამეფო]]სთან, რაც სიმონ I-ისა და კახთა მეფის [[ლევანი (კახეთის მეფე)|ლევანის]] ასულის ქორწინებით გამოიხატა. [[1560]]-1561 სიმონ I შეეცადა თბილისის განთავისუფლებას, მაგრამ [[1561]] აპრილში დამარცხდა [[ციხედიდის ბრძოლა|ციხედიდის ბრძოლაში]]. [[1562]] სიმონ I-ის ძმა [[დავით XI|დავითი (დაუთ-ხანი)]] გამაჰმადიანდა და შაჰის სამსახურში ჩადგა. შაჰმა დაუთ-ხანი ყიზილბაშთა ჯარით ქართლში გამოგზავნა. [[1567]] და [[1569]] დიღომთან და სამადლოსთან ბრძოლებში სიმონ I-მა დაამარცხა დაუთ-ხანი. [[1569]] [[ფარცხისის ბრძოლა 1569|ფარცხისის ბრძოლაში]] ([[ალგეთის ხეობა]]) კახაბერ ყორღანაშვილის ღალატის წყალობით სიმონ I ტყვედ ჩავარდა. მან მტკიცე უარი განაცხადა მაჰმადიანობის მიღებაზე და ცხრა წლის მანძილზე, [[1569]]-[[1578]] წლებში, ირანში, [[ალამუთის ციხეშიციხე]]ში ტყვეობაში იტანჯებოდა. ქართლის მეფე გახდა დაუთ-ხანი (დავით XI).
 
ირან-ოსმალეთის ომის დაწყებისთანავე ([[1578]]) შაჰმა სიმონ I ტყვეობიდან გაათავისუფლა და ქართლის მეფედ დანიშნა. ქართლში დაბრუნებისთანავე სიმონ I-მა პარტიზანული ომი გააჩაღა ოსმალების წინააღმდეგ, რომლებსაც თბილისი და მთელი ქართლი დაპყრობილი ჰქონდათ. მალე სიმონ I-მა ოსმალთაგან გაათავისუფლა ლორე, გორი და სხვა ციხესიმაგრეები. [[1579]] სიმონ I-მა ალყა შემოარტყა თბილისს. ოსმალთა მთავარი ამოცანა გარნიზონის სურსათით მომარაგება გახდა, მაგრამ სიმონ I-მა არაერთხელ დაამარცხა ამ მიზნით ქართლში შემოსული ოსმალთა რაზმები. [[1580]] წლის ზაფხულში სულთანმა სარდალი [[მუსტაფა ლალა-ფაშა]] გადააყენა და მის ნაცვლად [[სინან-ფაშა]] დანიშნა, მაგრამ ვერც მან შეძლო სიმონ I-ის დამორჩილება. [[1582]] სიმონ I-მა კავშირი შეკრა [[მანუჩარ II|მანუჩარ II ჯაყელთან]]. იმავე წელს [[მუხრანის ბრძოლა]]ში სიმონ I-მა დაამარცხა სულთნის ლაშქარი. ამავე დროს აჯანყება დაიწყო [[სამცხე-საათაბაგო|სამცხე-საათაბაგოში]], [[1579]] ოსმალთა მიერ გაუქმებული ათაბაგობა აღდგა. [[1584]] სულთანმა ქართლში გამოგზავნა ახალი სარდალი ფერჰად-ფაშა. [[1585]] სიმონ I-მა აიღო ლორე, რომელიც მალე ისევ ოსმალებმა დაიბრუნეს. [[1587]] ფერჰად-ფაშამ შეძლო სამცხე-საათაბაგოში ოსმალთა ხელისუფლების აღდგენა. 80-იანი წლების II ნახევარში ოსმალეთი მთელ ამიერკავკასიას დაეუფლა. [[1588]] სიმონ I დაუზავდა ოსმალეთს: ქართლმა ხარკი იკისრა, სანაცვლოდ ოსმალეთმა ცნო ქართლის ქრისტიანი მეფე. სიმონ I-ის მეთაურობით ქართლის მოსახლეობის გმირულმა ბრძოლამ სულთნის ხელისუფლება აიძულა ხელი აეღო ქვეყნის სრული დაპყრობის პოლიტიკაზე. [[1590]] ირან-ოსმალეთის ზავის საფუძველზე მთელ საქართველოში ოსმალეთი გავლენა დამყარდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_I“-დან