რუსთაველის თეატრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ლირიულ → ლირიკულ using AWB
ხაზი 41:
ფასადის ხასიათს განსაზღვრავს ფართო ვიტრინები, გიგანტური [[პილასტრი|პილასტრებითა]] და [[ფრონტონი|ფრონტონებით]] შემკული ორი განაპირა და შუა ფართო [[რიზალიტი]]; დიდი თაღოვანი სარკმლების რიგი, მაღალი [[მანსარდა]] მრგვალი სამერცხულებით და [[ტროტუარი]]ს მთელი სიგანის მომცველი [[პორტიკი]], რომლის ქვის მძიმე [[ბალუსტრადა|ბალუსტრადიანი]] გადახურვა ოთხკუთხა ბურჯებსა და შეწყვილებულ სვეტებს ეყრდნობა. ფასადისა და ინტერიერის გაფორმებაში [[როკოკო]]ს სტილის მრავალი ელემენტია გამოყენებული: ღიობთა დამაგვირგვინებელი ნაძერწი გირლანდები და ნიჟარები, პილასტრთა ნაძერწი [[კაპიტელი|კაპიტელები]], [[ანტაბლემენტი]] ნაძერწი ნიჟარებისგან შემდგარი [[ფრიზი]]თ და სხვ.
 
შენობის სარდაფში მოწყობილი რესტორანი "[[ქიმერიონი]]" პოეტთა, მწერალთა და მხატვართა თავშეყრის ადგილი იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა XX ს-ის დასაწყისის თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში. იგი 1919 წელს მოხატეს მხატვრებმა: [[გუდიაშვილი, ლადო|ლ. გუდიაშვილმა]], [[კაკაბაძე, დავით|დ. კაკაბაძემ]], [[ზდანევიჩი, კირილ|კ. ზდანევიჩმა]] და ს. სუდეიკინმა.
 
1949 წლის 9 ივნისს ხანძარმა თეატრის შენობა გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ [[რუსთაველის გამზირი (თბილისი)|რუსთაველის პროსპექტზე]] გამომავალი მთავარი ფასადი. ფოტოების მიხედვით შენობა ერთ წელიწადში აღადგინეს. დროთა განმავლობაში გადაუდებელი გახდა შენობის კომპლექსური რეკონსტრუქციაც (1982-87 წლები). სარესტავრაციო საქმეს სათავეში ჩაუდგა არქიტექტორი [[ოთარ ნახუცრიშვილი]]. თეატრის ფასადმა პირვანდელი სახე დაიბრუნა. მხატვარ-რესტავრატორ [[ამირან გოგლიძე|ამირან გოგლიძის]] ხელმძღვანელობით აღდგა „ქიმერიონის“ ფრესკები.
ხაზი 62:
[[სურათი:Kacia-Adamiani RT poster 2007.jpg|thumb|200px|სოფელ თამარაშენში დადგმული სპექტაკლის "კაცია_ადამიანი" აფიშა.]]
 
შემდეგ, ქვეყანაში ე.წ. "[[ხრუშჩოვის დათბობა|დათბობის]]" პერიოდში, თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში ორი განსხვავებული მიმართულება განვითარდა. ერთი იყო [[დიმიტრი ალექსიძე|დიმიტრი ალექსიძის]]<ref>დიმიტრი ალექსიძე ასევე რუსთაველის ოფიციალური ტრადიციული კლასიკური მონუმენტური მანერის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო.</ref> (შემოქმედებითი დირექტორი 1957-64 წლები) რომანტიკული მიმართულება. მისი ხელმძღვანელობით დადგმულ წარმოდგენებში ერთმანეთს მონაცვლეობდა ლირიკა, იუმორი და ნოსტალგია. "პიროვნების კულტის" პერიოდის მასების ბრწყინვალე და დიდი ჰეროიკული [[რომანტიზმი]] შეცვალა პიროვნების ლირიულმალირიკულმა მწუხარებამ. ამ დროის მეორე მიმართულება დაკავშირებული იყო მსახიობთა და რეჟისორთა მთელ თაობასთან, რომელსაც სამყაროს ახალი ხედვა აერთიანებდა. მათ შორის იყვნენ რეჟისორები [[მიხეილ თუმანიშვილი]] და [[აკაკი დვალიშვილი]], მსახიობები [[მედეა ჩახავა]], [[გურამ საღარაძე]], [[გიორგი გეგეჭკორი]], [[რამაზ ჩხიკვაძე]], [[ბადრი კობახიძე]], [[ეროსი მანჯგალაძე]] და სხვები. მათ შემოიტანეს პიროვნების სოციალური პასუხისმგებლობის იდეა სოციალური და ისტორიული ცხოვრების ყველა მოვლენაში, სიყვარულისა და მწუხარების ჰუმანური თემები, არჩევანის თავისუფლება და ტრაღიკული შეცდომა. ისინი მიუბრუნდნენ ქართველების მდიდარ, მხიარულ და გონებამახვილ ეროვნულ [[ქართული ფოლკლორი|ფოლკლორს]] ("როცა ასეთი სიყვარულია", "ჭინჭრაქა", "სიბრძნე სიცრუისა", "ანტიგონე"). მათში ყურადღება გამახვილებული იყო თანამედროვე ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან თემებზე.
 
ადრეულ 60-იან წლებში რუსთაველის თეატრში მოვიდა ადამიანი, რომელიც მისი სამუდამო და განუყოფელი ნაწილი გახდა. ეს იყო [[რობერტ სტურუა]], თეატრის შემოქმედებითი ხელმძღვანელი 1980 წლიდან. ამავე პერიოდში თეატრში მუშაობდა კიდევ ერთი განთქმული რეჟისორი - [[თემურ ჩხეიძე]]. ის იყო ავტორი ფსიქოლოგიური დადგმების ხაზგასმული ქალური თემებით - "ქალის ტვირთი", ბერნარდა ალბას სახლი", "გუშინ" და სხვები.